თბილ თონესთან რომ აციო პური, მინუს ორასია, ქუთაისის ძველუბნები, დანარჩენი, ჰორაციო, სიჩუმეა, გეუბნები.
ო, რა კერძი გემოცხარე, ო, რა საქმე იჩეკება, გაქვს ნამცხვარი - გამომცხვარი, მურაბასთან ბლინჩიკები.
არ გწამს, კოკიჩ, ბატონობის, გყავს ძმაკაცი ბალახვანში, არ ყიდულობ ავტომობილს, არ პასუხობ ბალახაშვილს.
შენ ხომ იცი ჯამბაზები, ტირიან და რომ აცვიათ, იმის მკერავს აბაზრებენ, დანარჩენი, ჰორაციო, სიჩუმეა დარბაზების.
მძიმე რკინის ფეხებიან ვგავარ კაცს და ქორის სიოს, იქ თეთრ ნისლებს ეხებიან, დანარჩენი, ჰორაციო, დანარჩენი ვერხვებია.
ქელეხიდან ნაფლავები გზად გამოვცდით ორასს სიონს, ჩეგვრჩა ნიჭი ჩაფლავების, დანარჩენი, ჰორაციო, სიჩუმეა საფლავების.
გესმის?! სახლებს ქარი ესხმის, შენი ძაღლი ბოქლომს აზის, გაქვს ნომერი რობერტ მესხის, იმას კიდევ - ქოქოსაძის.
დაურეკე - გადარეკოს, ნახირები გადარეკოს, რიკოთს დაუმოკლოს ხიდი! მაპატიე, იგოეთო, კარმენი და რიგოლეტო, მე კი, ყოჩივარდებს ვყიდი.
დილაობით რომ აციო, წყალს, შენს ქოთნებს, ფოთლებიანს, უსხამ მკაცრად ორ რაციონს, დანარჩენი, ჰორაციო, დანარჩენი ბოთლებია.
გყავს ნაცნობი კანადაში, რაც არ გითქვამ აუგია, ფანქარი თუ კარანდაში? გიას ვეღარ გაუგია და ხანდახან სამადაშვილს გირჩევნია შამუგია.
ნახატებზე კოკით ჩანხარ, ღმერთმა იცის - კოკიჩა ხარ, კარგად იცი ქორის სიო, ქუთაისის ძველუბნები, დანარჩენი, ჰორაციო, დანარჩენი, გეუბნები
ტელეფონის ყურმილია, ვილიამ თუ უილიამ, როგორ გშირად გვაბრაზებენ, დანარჩენი დუმილია, დუმილია დარბაზების.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ოიიი, ლექსი მომეწონა ზალიან და 5 შენ. :) ოიიი, ლექსი მომეწონა ზალიან და 5 შენ. :)
5. სამი დღის უკან სადღეღამისო პურის საცხობში ვიყავი დილით 7 საათზე. გამყიდველს შენი "წისქვილი" ჰქონდა ჩართული ტელეფონში, და სახეზე ისეთი სიამოვნება ეხატა, გამიხარდა. "თემურ ელიავა"-მეთქი, ვუთხარი. "ვგიჟდები თემურ ელიავაზეო", მითხრა. "პატარა ბიჭია და, ნახე, როგორ წერს. ახლა ამას თვითონ ელიავა მღერისო." ბედნიერი წამოვედი ცხელი ლავაშით. :) სამი დღის უკან სადღეღამისო პურის საცხობში ვიყავი დილით 7 საათზე. გამყიდველს შენი "წისქვილი" ჰქონდა ჩართული ტელეფონში, და სახეზე ისეთი სიამოვნება ეხატა, გამიხარდა. "თემურ ელიავა"-მეთქი, ვუთხარი. "ვგიჟდები თემურ ელიავაზეო", მითხრა. "პატარა ბიჭია და, ნახე, როგორ წერს. ახლა ამას თვითონ ელიავა მღერისო." ბედნიერი წამოვედი ცხელი ლავაშით. :)
4. მომეწონა ჰორაციო +5 მომეწონა ჰორაციო +5
3. ამბავი :) 10+ ამბავი :) 10+
2. "ჩეგვრჩა" რა ენაზეა? :))
სულ ჩემი ახლობლები ჩაგისახლებია ამ ლექსში <3
"ჩეგვრჩა" რა ენაზეა? :))
სულ ჩემი ახლობლები ჩაგისახლებია ამ ლექსში <3
1. დანარჩენი, ჰორაციო, დანარჩენი ბოთლებია.
დანარჩენი, ჰორაციო, დანარჩენი ბოთლებია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|