ალბათ , ლამაზი ღამეა გარეთ . ალბათ, მთვარეა მზეზე ჩახჩახა. მე კი ფარდები ჩამოვაფარე და ახლა ფარდებს მიღმა არ ჩანხარ . ხვალიდან ისევ ჩავყვები ამ ხევს , რაღაცა ახალ საქმეს გავჩარხავ . გამახსენდება ათასის სახე , ვინც მიმტყუნა და ვინც მიჩათლახა. ქვეყნად რამდენი ტკივილი ვნახე, რამდენი ომი, რამდენი ვნება. და მაინც, ჩემი ცხოვრების სახელს - ალბათ , ერქმევა ,,ერთფეროვნება ,,. მე ღმერთთან ძველი ცოდვები მამხელს, ტკბილი ცოდვები , რომელიც მიყვარს. რომელიც მითრევს , დამგლეჯს და დამხევს , ამაბურთავებს და გამომრიყავს ნაპირზე ...აი,ესა ვარ, რაც ვარ, ვეცადე , როგორც შემეძლო - მეტიც ! როგორც პოეტმა და როგორც კაცმა, ვიყავი ეშმა, ვიყავი ღმერთი . მე სულ მიყვარდა ვიღაცა , დროც არ ყოფილა, არ მყვარებოდა ვინმე. ვიხსენებ ყველა უეცარ კოცნას- ღამის თენებას, საყვარელ ფილმებს . და შენ სადა ხარ, ვის ელი ,ვის გულს ახარებ ახლა , ვის მკლავზე გძინავს. მე ისევ მთვრალი დავდივარ ვისკით და წვეთებს ვუთვლი ივლისის წვიმას. არ ვდარდობ, გინდა იწვიმოს ისე, რომ ერთი დღეც არ გადაიკაროს. მე მაინც ვიფრენ თაკარა მზისკენ , მიდი , დაიხრჩვე, მიდი , იკაროს! ასე მივყვები ცხოვრებას რისკით , ზოგჯერ მიმართლებს , ზოგჯერ მერხევა. ზოგჯერ დამტუქსავს , ზოგჯერ კი მისკენ მიმიზიდავს და გადამეხვევა. ალბათ , ლამაზი ღამეა გარეთ . ალბათ, მთვარეა მზეზე ჩახჩახა. მე კი ფარდები ჩამოვაფარე და ახლა ფარდებს მიღმა არ ჩანხარ .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გიო ზედვაკელის რეალისტური ლირიკა უკვე აშკარად თვითმყოფად ნაკადად იქცა თანამედროვე ქართულ პოეზიაში.
გიო ზედვაკელის რეალისტური ლირიკა უკვე აშკარად თვითმყოფად ნაკადად იქცა თანამედროვე ქართულ პოეზიაში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|