| ავტორი: ელადა ჟანრი: საბავშვო 14 ოქტომბერი, 2026 |
ოქტომბრის ბოლო იყო, ცივი ამინდები გადაება , სადენზე მობუზული ბეღურა აქე-იქით საცოდავად იყურებოდა, მასთან მერცხალი მიფრინდა და ჰკითხა ამ სიცივეში გარეთ რატომ იყო. -მე ბუდე არ მაქვს, არც დედას არ ქონია, წლები ერთი მიტოვებული სახლის სხვენზე ვიზამთრებდით, წელს მოვიდა ახალი მეპატრონე, ძველი სახლი დაანგრია, ახალს რომ ააშენებს იქ ჩვენთვის ადგილი არ იქნება, იმ ძველ სახლში კეთილი ბებო ცხოვრობდა, ქათმებიც ყავდა, როცა მათ დაუყრიდა ხორბალს ჩვენც ვპურდებოდით, საჭმელზე ზრუნვა არ გვიწვევდა, ახლა კი ყველაფერზე უნდა ვიზრუნვო. -ნუ გეშინია, მე ხვალ თბილ ქვეყნებში მივფრინავ, წამოდი ჩემს ბუდეში გამოიზამთრე,სახლის პატრონი აქაც კეთილი კაცია, ქათმები მასაც ყავს, იქაც დაპურდები. გახარებული ბეღურა სიამოვნებით წამოჰყვა მერცხალს თავისი ბუდისკენ, ღამე ერათად თბილად მოკალათდნენ,ბუდე დიდი იყო, ეტყობოდა ბარტყევი აქ დაეზარდათ, დილით მერცხალი თბილი ქვეყნისკენ გაფრინდა, ბეღურას თვალებიდან მადლიერების ცრემლი გადმოუგორდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|