 | ავტორი: ხიჩიბა ჟანრი: პოეზია 13 აპრილი, 2009 |
არა, არ მინდა, ჯერ ისევ ვეტრფი... ცვრიან ბალახს და დილის ალიონს, მაცადე ბარემ ბოლომდე მოვწევ, ჩემი ცხოვრების მწარე ყალიონს. მივეფერები ბოლოჯერ იებს, გზას დავულოცავ არაგვის ტალღას. დედას ვუტირებ! ზედ გადავამტვრევ სიკვდილს იმ თავის ცელსა თუ ნამგალს. მერე მშვიდობით, ამაყად წავალ. გავყვები საით... ამ გზებს ვინ იცის. იქაც სამოთხედ ალბათ მთა არის, ჯოჯოხეთად კი ალბათ თბილისი! საგძლად წავიღებ, მე თქვენს სიყვარულს. გინდაც განვლილ გზას, ნუ მომიწონებთ, თითოჯერ მაინც ასწიეთ ჭიქა, თითო სასმისით მე მომიგონეთ. ცრემლით მიგლოვებს ჩემი ლამაზიც, თან გამაყოლებს ცვარ-ნამს თვალისას, ვახმეეე... არ მინდა და მაინც ვანგრევ, ოცნების კოშკებს ერთი ქალისას. წავედი! ბოლოს რა ლამაზია, კლდის ფხაზე მჯდარი ნამგალა მთვარე. ბედნიერი ვარ... ჩემი ბილიკი, წელში მოხრილმა არ გავიარე. ბევრგან კი ვკაფე, ნარიც, ეკალიც, ხშირად მკაწრავდა ავი დროება... და ახლა ვიცი მომეწონება, ჩემი საფლავი და მყუდროება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. იქაც სამოთხედ ალბათ მთა არის, ჯოჯოხეთად კი ალბათ თბილისი! ვაიმე:)))))
არ მინდა და მაინც ვანგრევ, ოცნების კოშკებს ერთი ქალისას.
555555 იქაც სამოთხედ ალბათ მთა არის, ჯოჯოხეთად კი ალბათ თბილისი! ვაიმე:)))))
არ მინდა და მაინც ვანგრევ, ოცნების კოშკებს ერთი ქალისას.
555555
22. არავითარი საფლავი, ხევსურო! ჩვენ არაფერს გვეკითხები? :) არავითარი საფლავი, ხევსურო! ჩვენ არაფერს გვეკითხები? :)
21. ერთმანეთზე უკეთესი ლექსები ყოფილა აქ!
++ :) ერთმანეთზე უკეთესი ლექსები ყოფილა აქ!
++ :)
20. მაცადე ბარემ ბოლომდე მოვწევ, ჩემი ცხოვრების მწარე ყალიონს.
ეს ლექსი განსაკუთრებით მომეწონა... მაცადე ბარემ ბოლომდე მოვწევ, ჩემი ცხოვრების მწარე ყალიონს.
ეს ლექსი განსაკუთრებით მომეწონა...
19. 5გალას რიტმიკა გამახსენა 5გალას რიტმიკა გამახსენა
18. მაგარია ძმაო.. :) ვიცოდი კაი ლექსებს რო წერდი, მაგრამ ამდენად?!?!?! მაგარია ძმაო.. :) ვიცოდი კაი ლექსებს რო წერდი, მაგრამ ამდენად?!?!?!
16. კლდის ფხაზე მჯდარი ნამგალა მთვარე. ბედნიერი ვარ... ჩემი ბილიკი, წელში მოხრილმა არ გავიარე. ბევრგან კი ვკაფე, ნარიც, ეკალიც, ხშირად მკაწრავდა ავი დროება... ძალიან კარგია :) კლდის ფხაზე მჯდარი ნამგალა მთვარე. ბედნიერი ვარ... ჩემი ბილიკი, წელში მოხრილმა არ გავიარე. ბევრგან კი ვკაფე, ნარიც, ეკალიც, ხშირად მკაწრავდა ავი დროება... ძალიან კარგია :)
15. კარგი ხარ :) კარგი ხარ :)
14. მეც ვკვდები და შენც??? კაი, ერთად წავიდეთ... მეც ვკვდები და შენც??? კაი, ერთად წავიდეთ...
13. ეს მეოთხე! :):):) ეს მეოთხე! :):):)
12. ბრწყინვალე ლექსია, ბრწყინვალე! ექსპრესიული, ვაჟკაცური და ჟინიანი, სადაც, მიუხედავად ავტორის მცდელობისა, ნოსტალგიისათვის ადგილი საერთოდ არ რჩება... მალადეც, ხიჩიბავ, ამ ლექსს მე ვიჯიბავ! ბრწყინვალე ლექსია, ბრწყინვალე! ექსპრესიული, ვაჟკაცური და ჟინიანი, სადაც, მიუხედავად ავტორის მცდელობისა, ნოსტალგიისათვის ადგილი საერთოდ არ რჩება... მალადეც, ხიჩიბავ, ამ ლექსს მე ვიჯიბავ!
11. გზას დავულოცავ არაგვის ტალღას. დედას ვუტირებ! ზედ გადავამტვრევ სიკვდილს იმ თავის ცელსა თუ ნამგალს. მერე მშვიდობით, ამაყად წავალ. გავყვები საით... ამ გზებს ვინ იცის.
კარგია. ამ ლექსშიც იგრძნობა ხევსურული ჟინი, მაგრამ ხმაც რომ არაბულის ისმის, ისინი უფრო მომწონს-ხოლმე, ნიჭიერო!:) გზას დავულოცავ არაგვის ტალღას. დედას ვუტირებ! ზედ გადავამტვრევ სიკვდილს იმ თავის ცელსა თუ ნამგალს. მერე მშვიდობით, ამაყად წავალ. გავყვები საით... ამ გზებს ვინ იცის.
კარგია. ამ ლექსშიც იგრძნობა ხევსურული ჟინი, მაგრამ ხმაც რომ არაბულის ისმის, ისინი უფრო მომწონს-ხოლმე, ნიჭიერო!:)
10. იქაც სამოთხედ ალბათ მთა არის, ჯოჯოხეთად კი ალბათ თბილისი! -ასეა ნამდვილად...
ძაან ლამაზი ლექსია...5 იქაც სამოთხედ ალბათ მთა არის, ჯოჯოხეთად კი ალბათ თბილისი! -ასეა ნამდვილად...
ძაან ლამაზი ლექსია...5
9. ძალიან ლამაზია და მაგარია... და რაც მთავარია და ყველაზე ცოტა ადამიანი წერს აქ აზრი არსად არ გამიწყდა. ეს ის ლექსია რომ უნდა შეიყვარო. ძალიან ლამაზია და მაგარია... და რაც მთავარია და ყველაზე ცოტა ადამიანი წერს აქ აზრი არსად არ გამიწყდა. ეს ის ლექსია რომ უნდა შეიყვარო.
8. გოდებთ არა?:) გოდებთ არა?:)
7. წავედი! ბოლოს რა ლამაზია, კლდის ფხაზე მჯდარი ნამგალა მთვარე. ბედნიერი ვარ... ჩემი ბილიკი, წელში მოხრილმა არ გავიარე.
წავედი! ბოლოს რა ლამაზია, კლდის ფხაზე მჯდარი ნამგალა მთვარე. ბედნიერი ვარ... ჩემი ბილიკი, წელში მოხრილმა არ გავიარე.
6. ბედნიერი ვარ... ჩემი ბილიკი, წელში მოხრილმა არ გავიარე.
ძალიან ძალიან...მშვენიერია მინდა გითხრა...არაგვის ხმა მომესმა თითქოს...;)გაიხარეეეეეეეეეეეეეე.:) ბედნიერი ვარ... ჩემი ბილიკი, წელში მოხრილმა არ გავიარე.
ძალიან ძალიან...მშვენიერია მინდა გითხრა...არაგვის ხმა მომესმა თითქოს...;)გაიხარეეეეეეეეეეეეეე.:)
4. მგონია რომ წაკითხულ მაქ უკვე,ეგეთი განცდა დამიტოვა მგონია რომ წაკითხულ მაქ უკვე,ეგეთი განცდა დამიტოვა
3. ლამაზად წერ :) ლამაზად წერ :)
2. ბევრი თემაა ლექსში გაშლილი :) მომწონს ასეთი ხიჩიბაც ... :)
მივეფერები ბოლოჯერ იებს, გზას დავულოცავ არაგვის ტალღას. დედას ვუტირებ! ზედ გადავამტვრევ სიკვდილს იმ თავის ცელსა თუ ნამგალს.
არ მინდა და მაინც ვანგრევ, ოცნების კოშკებს ერთი ქალისას.
წავედი!
კარგი ხარ შენ ხევსურო ! :-* ბევრი თემაა ლექსში გაშლილი :) მომწონს ასეთი ხიჩიბაც ... :)
მივეფერები ბოლოჯერ იებს, გზას დავულოცავ არაგვის ტალღას. დედას ვუტირებ! ზედ გადავამტვრევ სიკვდილს იმ თავის ცელსა თუ ნამგალს.
არ მინდა და მაინც ვანგრევ, ოცნების კოშკებს ერთი ქალისას.
წავედი!
კარგი ხარ შენ ხევსურო ! :-*
1. ბოლოს რა ლამაზია, კლდის ფხაზე მჯდარი ნამგალა მთვარე. :) მართლაც რომ ლამაზია,შენი ლექსივით :) ბოლოს რა ლამაზია, კლდის ფხაზე მჯდარი ნამგალა მთვარე. :) მართლაც რომ ლამაზია,შენი ლექსივით :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|