ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2009


ძუნწი შეგრძნებებით

ნამუსგარეცხილი, ძუნწი შეგრძნებებით,
როგორც ნაბოლარა, ზურგზე ამეკიდა,
დრო და მაწანწალა მთვარეს ვებევრები,
ღამეს განთიადი ხორხთან გაეჩხირა...

კოცნით აეწვება მკერდი კავკასიონს,
ნაფერთხ ალიონზე სხივებს ჩამოვათლი,
იქნებ ეს სიცრუეც ისევ გაპატიო,
მაინც შეგიფარო, პირმშო ნაობლარი.

სიტყვით ავილესავ სათქმელს იმ ლექსებზე,
აქვე კარის უკან, ყეფით რომ მოსთქვამენ,
კალამს საყელურად უფრო იყენებენ,
ძაღლურ მოთმინებით მუზის მოთოკვამდე.

სახეალანძული დარბის დედამიწა,
დროა ხასიათში სანგრებს ჩავუღრმავდე,
ომში ოცნებებს თუ ენდე, ვერაგია,
ჩაკლავს ყველა სურვილს თვალის დახუჭვამდე.

ნამუსგარეცხილი, ფლიდი შეგრძნებებით,
(თითქოს არაფერი შენ არ გიღონია)
ფიქრებს უსიცოცხლო თუაქვს, მენდე, ფერი,
მაშინ გამარჯვება ბევრად იოლია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები