 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 16 აპრილი, 2009 |
როცა უეცრად წამოიწვიმებს, ჭექა-ქუხილის ხმა,რომ მომესმის, პატარა წვეთშიც ვხედავ ტივტივებს, ხის კიდობანი წმინდა ნოესი...
როცა მანძილი დაიტალღება, ცხვრის ფარით,რემით,ჯოგით,ნახირით, სივრცეს მწყემსივით კვალში დაჰყვება ნოეს კიდობნის გამოძახილი...
საბძელს,საქათმეს,ბაგას,სახბორეს, ნალიას,მარანს,ვენახს ლერწმიანს, კედელზე,ჭერზე,კარზე, ხაროზე, ნოეს კიდობნის სხივი შერწყმია..
რაც ბორცვებია და რაც მთებია, რაც მწვერვალია ცისკენ წასული; ცივ წყაროებად გადაქცევიათ ტანი კიდობნით ჩამოკაწრული...
ღვინოს წურავენ ჩვენს დროშიც ბევრნი, ეფერებიან ვაზებს ასწლიანს, და ღვინით სავსე ყოველი ქვევრი ნოეს ქვევრების ზუსტი ასლია... ვერ შეაჩერებს წვიმას ვერავინ, ნაპრალს დაეძებს ლერწმის რტოებში, რომ დაიღვაროს,როგორც მელანი ფურცლის იდუმალ სიმარტოვეში ფოთოლზე ერთი წვეთი კიაფობს, ცვარი ციმციმებს ვარდის ფურცლიდან, და ხელში " ღმერთთან მებრძოლ იაკობს", წვიმის შვიდფერი დროშა უჭირავს.
ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს, მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს, ტანზე აშრება სველი ფუნჯივით
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. დიდებულია! ,,ცივ წყაროებად გადაქცევიათ ტანი კიდობნით ჩამოკაწრული",სურათია, დასახატად გამზადებული. დიდებულია! ,,ცივ წყაროებად გადაქცევიათ ტანი კიდობნით ჩამოკაწრული",სურათია, დასახატად გამზადებული.
30. მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დამავალ ფერს და შუქ -ჩრდილებს ტანზე აშრება სველი ფუნჯივით ძალიან მომეწონა....განსაკუთრებით ეს ნაწილი . ძალიან მოუხდებოდა ჩემ ჩანახატს..... ,,ჩემი ჭინკა,, გილოცავთ დამდეგ აღდგომას - ღმერთი გფარავდეთ!!! მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დამავალ ფერს და შუქ -ჩრდილებს ტანზე აშრება სველი ფუნჯივით ძალიან მომეწონა....განსაკუთრებით ეს ნაწილი . ძალიან მოუხდებოდა ჩემ ჩანახატს..... ,,ჩემი ჭინკა,, გილოცავთ დამდეგ აღდგომას - ღმერთი გფარავდეთ!!!
29. კარგია სოსო! კარგია სოსო!
28. ქულის დაწერა დამვიწყებია :) ქულის დაწერა დამვიწყებია :)
27. დრო გადის დროშა იცვლება ცას ეფარება თალხი ფულს აღმერთებენ ხოგნი და გაუღმერთურდა ხალხი. :) დრო გადის დროშა იცვლება ცას ეფარება თალხი ფულს აღმერთებენ ხოგნი და გაუღმერთურდა ხალხი. :)
26. საოცარი ის არის, რომ ჩემს ყველაზე ძლიერ ლექსებს, ყველაზე ნაკლები მკითხველი ყავს ურაკპარაკზე, რელიგიურ ლექსებს ბევრი საერთოდ გაურბის, რას დავაბრალო არ ვიცი! საოცარი ის არის, რომ ჩემს ყველაზე ძლიერ ლექსებს, ყველაზე ნაკლები მკითხველი ყავს ურაკპარაკზე, რელიგიურ ლექსებს ბევრი საერთოდ გაურბის, რას დავაბრალო არ ვიცი!
25. მოგიკითხე ნადარო! მოგიკითხე ნადარო!
24. ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს, მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს, ტანზე აშრება სველი ფუნჯივით...
გაიხარე სევარიონ! :) ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს, მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს, ტანზე აშრება სველი ფუნჯივით...
გაიხარე სევარიონ! :)
22. რა თავმდაბლობაა სევარიონ!...ნაცოდვილარი კიარა, ეს არის პოეზია და სიამოვნებით ვკითხულობთ...1ო:) რა თავმდაბლობაა სევარიონ!...ნაცოდვილარი კიარა, ეს არის პოეზია და სიამოვნებით ვკითხულობთ...1ო:)
20. მადლობთ რომ ასე ერთგულად კითხულობთ ჩემს ნაცოიდვილარს, გაიხარეთ მადლობთ რომ ასე ერთგულად კითხულობთ ჩემს ნაცოიდვილარს, გაიხარეთ
19. ნადირო, ლამაზი ლექსია, დედააზრი შესანიშნავი, ღმერთს ვინც არ განუდგება იგი ყოველთვის გადარჩება,, მიუხედავად იმისა რომ ბევრ ქარ-ცეცხლში მოუწევს მას გასვლა :)
მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებ :)
კეთილი სურვილებით, განდი. არწივი.
ნადირო, ლამაზი ლექსია, დედააზრი შესანიშნავი, ღმერთს ვინც არ განუდგება იგი ყოველთვის გადარჩება,, მიუხედავად იმისა რომ ბევრ ქარ-ცეცხლში მოუწევს მას გასვლა :)
მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებ :)
კეთილი სურვილებით, განდი. არწივი.
18. ისეთი მშვენიერია... მონუსხულივით ვარ... და ფერწერული ტილოსავით თვალს ვერ ვაცილებ... :):):) ისეთი მშვენიერია... მონუსხულივით ვარ... და ფერწერული ტილოსავით თვალს ვერ ვაცილებ... :):):)
17. ფოთოლზე ერთი წვეთი კიაფობს, ცვარი ციმციმებს ვარდის ფურცლიდან, და ხელში " ღმერთთან მებრძოლ იაკობს", წვიმის შვიდფერი დროშა უჭირავს.
ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს, მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს, ტანზე აშრება სველი ფუნჯივით
შენც მხატვარი ხარ... ფოთოლზე ერთი წვეთი კიაფობს, ცვარი ციმციმებს ვარდის ფურცლიდან, და ხელში " ღმერთთან მებრძოლ იაკობს", წვიმის შვიდფერი დროშა უჭირავს.
ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს, მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს, ტანზე აშრება სველი ფუნჯივით
შენც მხატვარი ხარ...
15. და ღვინით სავსე ყოველი ქვევრი ნოეს ქვევრების ზუსტი ასლია...
ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს, მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს, ტანზე აშრება სველი ფუნჯივით - მხატვარი ხარ...ფუნჯი გიჭირავს თუ კალამი...?5555555555 და ღვინით სავსე ყოველი ქვევრი ნოეს ქვევრების ზუსტი ასლია...
ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს, მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს, ტანზე აშრება სველი ფუნჯივით - მხატვარი ხარ...ფუნჯი გიჭირავს თუ კალამი...?5555555555
14. ქართული ლექსისა და სულიერების კიდევ ერთი ზეიმი!!! ღმერთო, შენ დაიფარე პურისა და ღვინის სამშობლო და ყოველი შვილი მისი კეთილი! ქართული ლექსისა და სულიერების კიდევ ერთი ზეიმი!!! ღმერთო, შენ დაიფარე პურისა და ღვინის სამშობლო და ყოველი შვილი მისი კეთილი!
13. ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს, მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს, ტანზე აშრება სველი ფუნჯივით
წინასწარ გილოცავ აღდგომას. მრავალს დაესწარი! უფალი გფარავდეს! :) ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს, მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს, ტანზე აშრება სველი ფუნჯივით
წინასწარ გილოცავ აღდგომას. მრავალს დაესწარი! უფალი გფარავდეს! :)
12. ვერ შეაჩერებს წვიმას ვერავინ, ნაპრალს დაეძებს ლერწმის რტოებში, რომ დაიღვაროს,როგორც მელანი ფურცლის იდუმალ სიმარტოვეში
ვერ შეაჩერებს წვიმას ვერავინ, ნაპრალს დაეძებს ლერწმის რტოებში, რომ დაიღვაროს,როგორც მელანი ფურცლის იდუმალ სიმარტოვეში
11. მოგიკითხეთ :) მოგიკითხეთ :)
10. ბრწყინვალე ლექსია, ძმაო!
და ეს რელიგიური თემატიკა, ასე ორგანული და ბუნებრივი მთელი შენი შემოქმედებისათვის ყოველთვის და ყოველ დროს და არა მარტო საეკლესიო დღესასწაულებზე, სულს ავსებს და ესალბუნება.
გაიხარე და გეწეოდეს უფლის მადლი! ბრწყინვალე ლექსია, ძმაო!
და ეს რელიგიური თემატიკა, ასე ორგანული და ბუნებრივი მთელი შენი შემოქმედებისათვის ყოველთვის და ყოველ დროს და არა მარტო საეკლესიო დღესასწაულებზე, სულს ავსებს და ესალბუნება.
გაიხარე და გეწეოდეს უფლის მადლი!
9. ფოთოლზე ერთი წვეთი კიაფობს, ცვარი ციმციმებს ვარდის ფურცლიდან, და ხელში"ღმერთთან მებრძოლ იაკობს", წვიმის შვიდფერი დროშა უჭირავს. ფოთოლზე ერთი წვეთი კიაფობს, ცვარი ციმციმებს ვარდის ფურცლიდან, და ხელში"ღმერთთან მებრძოლ იაკობს", წვიმის შვიდფერი დროშა უჭირავს.
8. ძალიან კარგია 5555555555555 ძალიან კარგია 5555555555555
7. მოგიკითხეთ ბატონო სოსო.ლექსი როგორც ყოველთვის-კარგი! მოგიკითხეთ ბატონო სოსო.ლექსი როგორც ყოველთვის-კარგი!
6. და ღვინით სავსე ყოველი ქვევრი ნოეს ქვევრების ზუსტი ასლია...
ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს, მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს, ტანზე აშრება სველი ფუნჯივით
დიდი ხარ, ძმაო, დიდი! და ღვინით სავსე ყოველი ქვევრი ნოეს ქვევრების ზუსტი ასლია...
ქარი ათასი ტოტით ჩურჩულებს, მზე მხატვარივით არის გულჩვილი და დღე დაღმავალ ფერს და შუქ-ჩრდილებს, ტანზე აშრება სველი ფუნჯივით
დიდი ხარ, ძმაო, დიდი!
5. გაიხარეთ! თავს ვიხრი! გაიხარეთ! თავს ვიხრი!
4. გიგოს დავეთანხმები... საიტზე ლექსები კი მომწონს, მაგრამ გამორჩეულად რამდენიმე... თქვენ თითქმის სულ გკითხულობთ და ვფიქრობ, რომ თქვენი ყველა ნაწერი საინტერესო და ლამაზია. :)
გამოვარჩევდი ბიბლიურ თემაზე დაწერილ ლექსებს. პოემაც მახსოვს. :) გიგოს დავეთანხმები... საიტზე ლექსები კი მომწონს, მაგრამ გამორჩეულად რამდენიმე... თქვენ თითქმის სულ გკითხულობთ და ვფიქრობ, რომ თქვენი ყველა ნაწერი საინტერესო და ლამაზია. :)
გამოვარჩევდი ბიბლიურ თემაზე დაწერილ ლექსებს. პოემაც მახსოვს. :)
3. კარგია! წარმატებები!.. :) კარგია! წარმატებები!.. :)
2. აი ძმაო ლექსი!!!! ძაან მაგარია! აი ძმაო ლექსი!!!! ძაან მაგარია!
1. ყოჩაღ მეგობარო!!! ვტკბები შენი ლექსების კითხვისას!!! ყოჩაღ მეგობარო!!! ვტკბები შენი ლექსების კითხვისას!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|