აწ ცის ბინადარ ძმათათვის
1. უთოვლო ზამთრის გაცილებისა
გადიზოზინა გულზე ზამთარმა... მოზრული გზების მზერა მაღონებს... ძლივსცრემლებშემშრალ ლექსებს ვამთავრებ, რომ წავუკითხო ყრუმუნჯ მთაგორებს...
და კვლავ გავუძლო, როგორც ვუძლებდი, ორპირ ქარებს და ორპირ ამინდებს... ეჭვის შეაკრთობს ზოგჯერ გულს წვეთი - - ნეტავ , ცა ხვალაც მზეს თუ ამინთებს?!.
რომ კვლავ ვერკინო ჟამის გელაზებს... რომ კვლავ ვაჯავრო ბედი ბოროტი... ნაკლულ ჯამს ისევ ცრემლით შევავსებ - თქვენს შესანდობარს დავცლი ბოლომდი... - თუ მოგენატროთ, მიხმეთ, თქვენმა მზემ და ზღვარს დავუდებ მე თქვენს მოლოდინს...
2. ერთად ყოფნის მონატრებისა
მწუხრის ქარსუსხი სახსრებში მამსხვრევს... ვერც კი ვიხსენებ გემოს პურღვინის... ამ გულზე ისევ ცეცხლივით სასმელს თუ ჩამაცეცხლებს თქვენზე წუხილი...
მაგრამ დღე-დღეზე მარილზე წამსვლელს, რა გამინელებს ტკივილს ამ ულევს... მიმზერს მოზრული ზეგანი საზვრე... - ვნახავ აქ აყრილ რქას სამამულეს?!.
როცა ვერცმოსულს ჯერ კიდევ აზრზე მესმის - საჩემო რეკს უკვე ზარი... - მადროვებს ბედი, ვიდრე ჩემს საზვრეს აყვავებული შეამკობს ზვარი?!.
მერე?.. - მეც უმალ მოვდივარ თქვენთან, ძმებო !.. - და იქაც ვიქნებით ერთად!..
3. გზის დასასრულის წინასწარხილვისა
ცრემლი მომგვარა ამ უკაცურმა და ნაცრისფერმა მწირმა მინდორმა... ჟამთმდინარემაც - ავად აძრულმა... რის გადაცურვაც ბევრმა ინდომა...
ბედისწერისგან მწარედ გაწნული მომწვდა ის სილაც ყველგან - წამება... უმწეოს, სიმწრის წნეხში გაწურვილს, სიტყვა სიტყვაზე ვითღა წამება?!.
ოღონდ გავექცე მზერას მაცდურის, ჩემი გვემით რომ ოდით ითრობა... ოღონდ დასრულდეს გაღმა გაცურვით ამ მარტოსულთა მინდვრის მკვიდრობა...
სხვას არცრას ვნატრობ თქვენსკენ აძრული, - ეს გზაც თუ ეშმამ არ დამითოფა...
4. ბოლოძახილისა
გადიშლიგინეს წლებმა ძმობის, ბოჰემის, ბრძოლის... ამდენ ტკივილთან შებმა კლდეთაც დალეწდა ძრწოლით...
მწუხრის დილეგში შეჰყავს გლოვას სიცოცხლე მშვიდად... - რომელი რვა ძმა მე მყავს, ან რომელი ვარ ცხრიდან... -
რომ თქვენც მტოვებდეთ, ძმებო!.. უმატა გულმა ტირილს... გვერდს - როცა შემეყრებით!.. – იქ მაინც ნუ ამივლით!..
- დამიხვდით, შემეგებეთ, მოვდივარ პურმარილით!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ულამაზესი, ბატონო იმო. :) ულამაზესი, ბატონო იმო. :)
14. მრავალს დაესწარით... მრავალს დაესწარით...
13. რა ლამაზი და შეუდრეკელი ხმაა ოიეტის....:):):) რა ლამაზი და შეუდრეკელი ხმაა ოიეტის....:):):)
12. ქრისტე აღსდგა! მრავალ დაესწარი შენი ლამაზი პოეზიით! ქრისტე აღსდგა! მრავალ დაესწარი შენი ლამაზი პოეზიით!
11. ქრისტე აღსდგა!
ყველა ლექსი მშვენიერია!
გილოცავთ! ქრისტე აღსდგა!
ყველა ლექსი მშვენიერია!
გილოცავთ!
10. ...ამ გვერდს გულგრილად გვერდს ვერ ვუვლი... კარგი ტრადიცია დავიმკვიდრე ჩემთვის. მომბაძეთ, არფერს წააგებთ... ...ამ გვერდს გულგრილად გვერდს ვერ ვუვლი... კარგი ტრადიცია დავიმკვიდრე ჩემთვის. მომბაძეთ, არფერს წააგებთ...
9. გილოცავთ ბატონო იმო.უფალი შეგეწიოთ!უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ბატონო იმო.უფალი შეგეწიოთ!უდიდესი პატივისცემით
8. ძალიან მომეწონა ბატონო იმო!!!! :) :) :) ძალიან მომეწონა ბატონო იმო!!!! :) :) :)
7. გაიხარე, ჩემო იმედო! აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავ შენ და შენ ჯალაბს...უფალი იყოს ჩვენი შემწე და მფარველი...,,ქრისტე აღსდგა!!!!!! გაიხარე, ჩემო იმედო! აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავ შენ და შენ ჯალაბს...უფალი იყოს ჩვენი შემწე და მფარველი...,,ქრისტე აღსდგა!!!!!!
6. გაიხარე შენი ძლივსცრემლებშემშრალი პოეზიით 555 გაიხარე შენი ძლივსცრემლებშემშრალი პოეზიით 555
4. გადიზოზინა გულზე ზამთარმა... მოზრული გზების მზერა მაღონებს... ძლივსცრემლებშემშრალ ლექსებს ვამთავრებ, რომ წავუკითხო ყრუმუნჯ მთაგორებს...
------- მწუხრის დილეგში შეჰყავს გლოვას სიცოცხლე მშვიდად... - რომელი რვა ძმა მე მყავს, ან რომელი ვარ ცხრიდან... -
რომ თქვენც მტოვებდეთ, ძმებო!.. უმატა გულმა ტირილს... გვერდს - როცა შემეყრებით!.. – იქ მაინც ნუ ამივლით!..
გაიხარე, იმედა! 5 გადიზოზინა გულზე ზამთარმა... მოზრული გზების მზერა მაღონებს... ძლივსცრემლებშემშრალ ლექსებს ვამთავრებ, რომ წავუკითხო ყრუმუნჯ მთაგორებს...
------- მწუხრის დილეგში შეჰყავს გლოვას სიცოცხლე მშვიდად... - რომელი რვა ძმა მე მყავს, ან რომელი ვარ ცხრიდან... -
რომ თქვენც მტოვებდეთ, ძმებო!.. უმატა გულმა ტირილს... გვერდს - როცა შემეყრებით!.. – იქ მაინც ნუ ამივლით!..
გაიხარე, იმედა! 5
3. დასარტყამი ინსტრუმენტალური გამოძახილი!!! კაცი ხარ და პოეტი!!! დასარტყამი ინსტრუმენტალური გამოძახილი!!! კაცი ხარ და პოეტი!!!
2. ამდენ ტკივილთან შებმა კლდეთაც დალეწდა ძრწოლით...
აი ეს კიდევ... :) კიდევაც გაუძლებთ!.. ამდენ ტკივილთან შებმა კლდეთაც დალეწდა ძრწოლით...
აი ეს კიდევ... :) კიდევაც გაუძლებთ!..
1. და კვლავ გავუძლო, როგორც ვუძლებდი, ორპირ ქარებს და ორპირ ამინდებს...
ბედისწერისგან მწარედ გაწნული მომწვდა ის სილაც ყველგან - წამება...
და კვლავ გავუძლო, როგორც ვუძლებდი, ორპირ ქარებს და ორპირ ამინდებს...
ბედისწერისგან მწარედ გაწნული მომწვდა ის სილაც ყველგან - წამება...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|