ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
20 აპრილი, 2009


საქართველოს

მწიფე ნატვრები უკვე აღარ არის საჩემო,
ქარმა მანდილი მომტაცა და სივრცეს მიჰკივის,
ნისლში ჩაურგავთ ალვის ხეებს თავი _ ქაჩალი,
გაშტერებული მზერა მათკენ იწევს ბრიყვივით.

ნაოჭებდახრულ მიწას ებრძვის, ახრჩობს სიბერე,
ხისტია წყალი სარფიანი მტკვრის და ყვირილის,
თავისუფლებამ პირი ნემსით ამოიკერა,
ყველაზე მძაფრად საჭიროა ახლა ყვირილი,

მაგრამ ჩვენ ვდუმვართ და წარსულის იერიქონი
რიგში ალაგებს ნაფეხურებს ქვეყნად არყოფნის,
ემოციები უკარგავენ იერს სტრიქონებს,
ლექსი კი არა, სუნთქვისათვის დღეს ცა არ მყოფნის.

ლექსი კი არა... სული დაღრღნან, ლამის, სიტყვებმა,
ცოდვილ სიზმრებში მპოულობენ რწმენაგათელილს,
ვედრებით: ღმერთო, რამდენიღა ღამე სჭირდება,_
უტკივილოდ რომ გაუთენდეს დღე საქართველოს…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები