 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 23 აპრილი, 2009 |
რაქელი ,,...მოვიდა რაქელი, ლაბანის ასული, მამამისის ცხვართან ერთად...’’ დაბ. 29.9.
,,დღეს, მთელი დილა, გული რაღაც სხვანაირად მიცემდა თითქოს... თავი რამდენჯერ დავიჭირე, ცხვარს ვერ ვამჩნევდი... სადღაც დავქროდი... ხან -- ყვავილებზე... ხან -- თეთრ ღრუბლებზე... თითქოს მეძინა და თვალხილული სიზმარს ვუჭვრეტდი... ვერ გამეგო, რა მაღელვებდა... და ვნატრობდი, რომ მზეს მალე გადაეწვერა, იქნებ როგორმე მიმეღწია ამ დღის ბოლომდე... ისე, ცხვარი არ დამეღუპა... გულს ვერაფრით ვერ ვერეოდი... როგორც იქნა!... დღემ ალისფრად იწყო დაფერფვლა... სადღაც ღრუბლებში... ჰორიზონტს იქით... აგერ, ჩვენი სარწყული ჭაც!... გულზე მომეშვა! მაგრამ, როცა მივუახლოვდი, ძლიერ შევცბუნდი... ჭასთან ვიღაც უცნობი იდგა... სარქველი ქვა გადაეწია და მიღიმოდა ისე, თითქოს მთელი ცხოვრება იქ იდგა და მე მომელოდა... გული უცებ გადამიქანდა... ახლა კი მივხვდი... მთელი დილა გული მითქვამდა... ამ შეხვედრას და... ,,რაქელი ხარ?... ლაბანის შვილი?...’’ ,,დიახ, ბატონო, საიდან იცით?...’’ ,,ლაბანი ხომ ბიძაჩემია... იაკობი ვარ... რებეკას, თქვენი მამის დისწული!’’
2007წ. 2 სექტემბერი.
ლეა
,,განა რაქელისთვის არ გემსახურებოდი...’’ დაბ. 29.25. ,,იაკობი შევიდა რაქელთან და ლეაზე უფრო შეუყვარდა...’’ დაბ. 29.30.
ო, ლეა, ლეა... დის მოცი-ლეა?!... თუ მამის მოწი-ლეა?!... უშნო... ულამაზო... ბედის მორჩი-ლეა?!... უსიყვარულოდ უსიხარუ-ლეა?!... ო, ლეა... ლეა... და მერე რექელი?!... ,,ჩემი და რაქელი? ნეტავი, რა ელის?... მშვენიერია, ქმარიც მას ეტრფის... თუმც უნაყოფოდ, უშვილოდ შთენილს, სასიხარულო არც მას აქვს ბევრი... და თუ მე, ლეა, იაკობის არ ვარ საფერი, მაშინ უფალი შვილებს რად მჩუქნის?!... და არ მაყვედრის...’’
2008წ. 17 იანვარი. (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მშვენივრად წერ! ასე გააგრძელე! მშვენივრად წერ! ასე გააგრძელე!
14. იცი რას გეტყვი? თუ მაგარი ხარ არ დაამთავრო... :) გაგრძელება იყოს... ისე მიკვირს ამ ეპოქაშიც რომ არსებობენ ასეთი ადამიანები... დიდება და მდლობა უფალს შენთვის... იცი რას გეტყვი? თუ მაგარი ხარ არ დაამთავრო... :) გაგრძელება იყოს... ისე მიკვირს ამ ეპოქაშიც რომ არსებობენ ასეთი ადამიანები... დიდება და მდლობა უფალს შენთვის...
13. გაიხარე!... მომწონს და მიყვარხარ! 5 გაიხარე!... მომწონს და მიყვარხარ! 5
12. ორიგინალურია ორიგინალურია
11. მოგიკითხე მათე ბიჭო დიდი სითბოთი:) მოგიკითხე მათე ბიჭო დიდი სითბოთი:)
10. ლამაზია..... :-* ლამაზია..... :-*
9. ეს ტაეპი მთლიანობაში საკმაოდ კარგია. კარგად წერ. რამოდენიმე ფრაზა განსაკუთრებულად მომეწონა სილამაზის გამო (მიყვარს სილამაზე) :) ანუ ისე გაქვს დახატული რომ არც გადატვირთულია და არც აკლია "რამე" ეგრე გააგრძელე მაია :) ეს ტაეპი მთლიანობაში საკმაოდ კარგია. კარგად წერ. რამოდენიმე ფრაზა განსაკუთრებულად მომეწონა სილამაზის გამო (მიყვარს სილამაზე) :) ანუ ისე გაქვს დახატული რომ არც გადატვირთულია და არც აკლია "რამე" ეგრე გააგრძელე მაია :)
8. მათე, საოცრად გადადიხარ განწყობიდან განწყობაზე... ჯერ სიყვარულით აღფრთოვანება, (იაკობის და რაქელის) ვერ დავამთავრე, რომ უცებ ლეას სიმართლე მეტკინა... ჯადოქარი ხარ...555555555 მათე, საოცრად გადადიხარ განწყობიდან განწყობაზე... ჯერ სიყვარულით აღფრთოვანება, (იაკობის და რაქელის) ვერ დავამთავრე, რომ უცებ ლეას სიმართლე მეტკინა... ჯადოქარი ხარ...555555555
7. სადღაც დავქროდი... ხან -- ყვავილებზე... ხან -- თეთრ ღრუბლებზე... თითქოს მეძინა და თვალხილული სიზმარს ვუჭვრეტდი... ვერ გამეგო, რა მაღელვებდა... და ვნატრობდი, რომ მზეს მალე გადაეწვერა, იქნებ როგორმე მიმეღწია ამ დღის ბოლომდე...
ლამაზი და მსუბუქი საოცრად.... სადღაც დავქროდი... ხან -- ყვავილებზე... ხან -- თეთრ ღრუბლებზე... თითქოს მეძინა და თვალხილული სიზმარს ვუჭვრეტდი... ვერ გამეგო, რა მაღელვებდა... და ვნატრობდი, რომ მზეს მალე გადაეწვერა, იქნებ როგორმე მიმეღწია ამ დღის ბოლომდე...
ლამაზი და მსუბუქი საოცრად....
6. უფლის მადიდებელი ადამიანი :) უფლის მადიდებელი ადამიანი :)
5. ...გაიხარე... ჩემი ღვთისნიერი მასპინძელი ხარ და მომიხარია აქ... ...გაიხარე... ჩემი ღვთისნიერი მასპინძელი ხარ და მომიხარია აქ...
4. იქნებ როგორმე მიმეღწია ამ დღის ბოლომდე... ისე, ცხვარი არ დამეღუპა...
5 იქნებ როგორმე მიმეღწია ამ დღის ბოლომდე... ისე, ცხვარი არ დამეღუპა...
5
3. და, როგორც ყოველთვის, თხრობა მსუბუქი, ძალადაუტანებელი, სასიამოვნოდ საკითხავი, თემა - მარად საინტერესო და სილიერად ამამაღლებელი... მივყვები სუფთა მდინარის მსუბუქ ტალღებს... მივცურავ... და, როგორც ყოველთვის, თხრობა მსუბუქი, ძალადაუტანებელი, სასიამოვნოდ საკითხავი, თემა - მარად საინტერესო და სილიერად ამამაღლებელი... მივყვები სუფთა მდინარის მსუბუქ ტალღებს... მივცურავ...
2. როგორ ახერხებ ასე ,სიტყვასაც კი ვერ ვპოულობ ... მოკლედ გულში... სულში ... :-* როგორ ახერხებ ასე ,სიტყვასაც კი ვერ ვპოულობ ... მოკლედ გულში... სულში ... :-*
1. ყოჩაღ მათე ბიჭო!!! მიცურავ რაა ამ სამყაროში, თითქოს ერთ-ერთი თვითმხილველი შენ იყო ყველაფრის!!!
უფალი გწყალობდეს კარგო მეგობარო!!! ქრისტე აღსდგა!!! ყოჩაღ მათე ბიჭო!!! მიცურავ რაა ამ სამყაროში, თითქოს ერთ-ერთი თვითმხილველი შენ იყო ყველაფრის!!!
უფალი გწყალობდეს კარგო მეგობარო!!! ქრისტე აღსდგა!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|