 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 27 აპრილი, 2009 |
იაკობური პოეტური ხილვანი...
,,დედის საშოში ქუსლზე მოეჭიდა თავის ძმას, მოღონიერდა და ღმერთს შეერკინა...’’ ოსია 12.4. ,,არც ისე შორს ხარ, არც ისე ახლო... დედის საშოც კი ერთი გვაქვს – საძმო... ტყუპისცალი ხარ და მაინც სხვა ხარ... ,,დათმე ულუფა, თუ ჩემი ძმა ხარ!’’ ,,პირმშო შენა ხარ, დაადე ფასი! ერთი ულუფა მაქვს შეჭამანდი...’’ ,,პირმშოს უფლება ხომ ცაში წყდება?!...’’ სტკიცე უარი! ვით იყიდება?!... შიმშილი სწონის?!... ,,ვყიდულობ მაშინ! გადახდილია უკვე საფასი! ერთი ულუფა შეჭამანდი... და პირმშო გავხდი!’’
*** დედის რჩეული, გულს დაჩნეული, მამის კურთხევა ბრმად მიღწეული... ,,პირველი გვარში?!... მე ვარ! და შენ კი... ტყუპისცალი ხარ ჩემი, ძლეული...
*** ძმის რისხვის შიშით... განრიდებული... ღვთის კარი ცაში -- სასთუმლად... გზად კი, გული დაღლილი ეჭვით და ნატვრით... ,,უფალმა მიცნო?!... ბედმა დამინდო?!... თუ სიცილს მაყრის და არას მაცლის?!...’’
*** მამის სახლიდან იძულებით გადახვეწილი, ბიძის მსახური, უამური, მერამდენედ გაცურებული სიძე, ნაწყენი... ,,ჩემი ბედივით ჭრელი ცხვარი, ჭრელწყალნასვამი... ჭრელია თვალიც, არანავსი, გაბევრებული... სახლობა ჩემი, გამდიდრებული, უცხოობაში თმენით დაღლილი, აივსო გული უფლის რწმენით... სიმამრი -- შურით... შინ ვიპარები... თორმეტი ვაჟით, ორი ცოლით, ასი მსახურით და... უთვლელი ცხვრით... გზა მაქვს გახსნილი?!... ბიძის დევნას გადარჩენილი... ახლა შიში ძმის!... უფალს შევვედრი! მორკინალი შეუდრეკელი... არ დაგნებდები! კურთხევა მინდა, მით შემეწევი!...’’ რაინდი რწმენის, ღმერთთან მებრძოლის, ბედის ურჩის დიდი სახელით... კოჭლი იაკობ -- ახალი დროის ღვთის რჩეული, გაუტეხელი.
2008წ. 15-24 თებერვალი; 14-15 მარტი. (მეშვიდე კარის დასასრული-გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. კოჭლი იაკობ ღვთის რჩეული,გაუტეხელი...
:-* კოჭლი იაკობ ღვთის რჩეული,გაუტეხელი...
:-*
14. მართკაც სპეტაკი განცდააა5 მართკაც სპეტაკი განცდააა5
13. გაგრძელებას ველოდები...5 გაგრძელებას ველოდები...5
12. ყოველთვის სიმშვიდე და სიუფთავეა აქ.. ყოველთვის სიმშვიდე და სიუფთავეა აქ..
11. უჰჰ, აქ ვისვენებ ხოლმე :)
მაია, მომწონს რაინდის ზიგზაგური სვლები :)
წინ :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
უჰჰ, აქ ვისვენებ ხოლმე :)
მაია, მომწონს რაინდის ზიგზაგური სვლები :)
წინ :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
10. მეც მომეწონს მაიას შემოქმედება :) მეც მომეწონს მაიას შემოქმედება :)
9. შინ ვიპარები... თორმეტი ვაჟით, ორი ცოლით, ასი მსახურით და... უთვლელი ცხვრით...
ორიგინალურად წერ, მაიკო... და ლამაზად! 5 შინ ვიპარები... თორმეტი ვაჟით, ორი ცოლით, ასი მსახურით და... უთვლელი ცხვრით...
ორიგინალურად წერ, მაიკო... და ლამაზად! 5
8. 8-> კარგია :) მოგიკითხე :-* 8-> კარგია :) მოგიკითხე :-*
7. 8-> კარგია :) მოგიკითხე :-* 8-> კარგია :) მოგიკითხე :-*
6. გული დაღლილი ეჭვით და ნატვრით... ,,უფალმა მიცნო?!... ბედმა დამინდო?!... თუ სიცილს მაყრის და არას მაცლის?!...’’
55555555555 გული დაღლილი ეჭვით და ნატვრით... ,,უფალმა მიცნო?!... ბედმა დამინდო?!... თუ სიცილს მაყრის და არას მაცლის?!...’’
55555555555
5. საინტერესო ხარ მათევ და უფრო საიონტერესო ხდები თანდათან :) საინტერესო ხარ მათევ და უფრო საიონტერესო ხდები თანდათან :)
4. კი,ვეთანხმები გიგოს კომენტარს... სუფთა,ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით... კი,ვეთანხმები გიგოს კომენტარს... სუფთა,ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით...
3. ყოჩაღ!!! სათქმელი არაფერი მაქვს!!! ყოჩაღ!!! სათქმელი არაფერი მაქვს!!!
2. ხშირად დაუფიქრებლად ვღებულიბთ გადაწყვეტილებებს, იქნებ ამაშიც ღვთის ხელი ურევია? 5 ხშირად დაუფიქრებლად ვღებულიბთ გადაწყვეტილებებს, იქნებ ამაშიც ღვთის ხელი ურევია? 5
1. პირველი პოსტი :-* პირველი პოსტი :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|