ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2009


აუქციონი

მთვრალი ხარ,
ისევ გივსებს ჭიქას ცხოვრებით,
დილა
როგორც ცარიელ ავზს და ლუკმად ყოველ სასმისზე ,
რომ აყოლებ მოზარდ ტკივილებს,
სამყაროსგან გაინაპირებ...

მზე დახშულია ,
შავი ფარდით გმანავ ჩივილებს,
მონოლოგურად რომ გამოგაქვს აუქციონზე.
ყიდი-ყიდულობ,
არ გჭირდება ვალუტის კურსი,
აქ ერთი კაცის თეატრია დახლზე ფიქრებით,
ლოთური ხედვით,
მობარბაცე ღიმილით ტუჩზე.
კაცი რომელიც,
ყოველ მორიგ აუქციონზე,
ყველაზე მეტს შვებაში იხდის.

დაორთქლილ ფანჯრებს წვიმებივით ეხეთქებიან,
ფიქრები როგორც მიშვებული ტყვიების ჯერი,
“ეშვები
ღმერთი...
და ამაოდ,
სულ არაფერი
გუშინდელზე დალიე მეტი.
ბრუნავს სამყარო,
ჰა, მიდი ერთიც...”

ძალაგამოცლილ თითებიდან
დააქცევ წვეთ-წვეთ,
ნაბახუსევი შეგრძნებებით გალეშილ სევდას.
უღიმი, ვიდრე,
ალბათ უფრო ნიშნის მოგებით,
აუქციონზე
გამარჯვება გერგო ამჯერად ,
არაპირველად
ყველაზე მეტს შვებაში იხდი
სასმელით
და
...სადაა ღმერთი?

დაისხი ერთიც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები