ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
3 მაისი, 2009


ცოდვა შობს სიკვდილს.

  გაიღეთ!
  სინანული და მოწყალება.

  ჩაფიქრებული მამაკაცი. მძიმე ნაბიჯები. გული ჩაქონილი, ძარღვები სავსე სისხლით, ალბათ ასე ათ ლიტრამდე, მაგრამ სახეზე ლაღი და მომღიმარი. უდარდელი თვალები, თითები კი მხოლოდ დასათვლელად გამზადებული. ერთი თითი - ერთიანიც იყო, ათიც, ასიც, ათასი, ათი ათასი, ასი ათასი და მილიონიც. - კითხვა გაგიჩნდათ, არა? – ვინ არის ეს ადამიანი? - ვფიქრობ პასუხი ვიცი.

  მილიონი...
  მარჯვენა ხელი.
  ნეკა თითი.

  გაუმართლა ნეკა თითს?! ასეთი პატარა და მილიონერი.
  - დღეს უკვე მოვრჩით არა?
  - დიხ! თათბირი დამთავრებულია.
  - რას ველოდებით?
  - არც არაფერს. - გასცა პასუხი სხდომის ერთ-ერთმა წევრმა, რომელსაც ნეკა თითზე წამოცმული ჰქონდა ბეჭედი. ათამაშდა ნეკა... მას მიჰყვა ყველა.
  - დავიშალეთ.
  - შენ საით? - კითხვა დაუსვა მის გვერდით, სხვის ნააზრევზე, გულიანად მოკისკისე შავთმიანმა ბიჭუნამ.
  - რესტორანში. ცოტას განვიტვირთები. შემდეგ შეხვედრები მაქვს.
  - ვისთან?
  - მყიდველებთან ბიჭო... რა გაცინებს?
  - შენს ნეკა თითზე მომიყვა სახალისო ამბავი.
  - ვინ? იმ არათითმა?
  - ხო. ესე თქვა: როცა ნეკა თითს აათამაშებს, მაშინ სარფიან შეხვედრაზე მიდისო და როცა შუანა თითს აათამაშებს, ხო ხვდები სადაც წავაო?
  ჩასუქებულ მამაკაცს თვალები აემღვრა, სახე აელეწა და შემხვედრი პასუხისთვის მხოლოდ ერთი სიტყვა გაიმეტა: - კარგად.

* * *
  ოქრო, ისევ ოქრო.
  ვერცხლი? არა! ოქრო.
  თუმცა ოცდაათი თუ იქნება?!... ვერცხლიც იყოს.

  - გამარჯობათ. უკვე ისადილეთ?
  - გეახელით. თუმცა თქვენთან...
  - კარგით. ყველაფერი მზად არის. იქნებ ჯერ საქმე და შემდეგ...
  - სუფრასთან გაცილებით კომფორტულად ვიგრძნობთ თავს.
  - წამობრძანდით!


  მრგვალი მაგიდა.
  - შენც აქ ხარ?
  - ვაა... ამას ვის ხედავს ჩემი ფართო თვალები! არათითო, ერთი საათის წინ თათბირზე არ დაგტოვე?
  - კი, დამტოვე, მაგრამ შენი ოცდაათიდან თხუთმეტი ჩვენია.
  - ვისი, თქვენი?
  - ვისაც ინვესტორები შენამდე მოჰყავთ. შენი საქმე მხოლოდ მოლაპარაკების წარმართვაა და შენს ხელთ არსებული გასაყიდი ქონება. ოღონდ სინდისის გარეშე, ხო?
  - რა თქმა უნდა!
  - არ დაგავიწყდეს ნეკა, მე შენზე დიდი ვარ.
  აქ ვერაფერს გახდა მსუქანა და პატარა.
  მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. მხოლოდ ფორმალური მხარეები დარჩა დასაზუსტებელი. რაც ინვესტორს ნაკლებად ადარდებდა. ეს ფორმალობა აუქციონის ჩატარებას გულისხმობდა, სადაც სხვა მხარეებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ფორმალურად, ქაღალდისთვის.

* * *
  სახელმწიფოს სახელით.
  გაყიდულია.
  ოთხმოცდაათ ვერცხლად.
  პირველი ოცდაათი ნეკას.
  მეორე ოცდაათი არათითს.
  მესამე ოცდაათი ინვესტორს, იგივე შუანა თითს.
  გაყიდულია სრული სარგებლობით, მუდმივი მფლობელობით.
  ქაღალდზე ასახვით - ოცდაათი წლით.

სახლში.

  - ხვალ რას ვაკეთებთ?
  - ძვირფასო, შეგვიძლია საფრანგეთში წავიდეთ?
  - კი შეგვიძლია. ისიც ვიცი რისთვის მივდივართ. სილამაზის სალონი, მაღაზიები, ფეშენ წარმოდგენები და ა.შ...
  - მიყვარხარ, საყვარელო! მსუქანა, შვილი მინდა!
  - ექიმთან იყავი?
  - კი ვიყავი. შენი მეუღლე თუ ღებულობსო წამლებს?
  - მერე შენ რა უთხარი?
  - დავეთანხმე. მსუქანა, იქნებ საფრანგეთში მივიდეთ ექიმთან? დავიღალე... არაფერი გვაკლია შვილის გარდა. უკვე ოცდამეათე წელია რაც შვილი არ გვიჩნდება. გთხოვ მივიდეთ! - ვედრების სურნელი დატრიალდა ოთახში. თუმცა მას ოთახი არ ერქვა. დარბაზი იყო უშველებელი, მოჩვენებითი სრულფასოვნებითა და იდილიით გაჟღენთილი. უამრავი სარკეებითა და არასრულფასოვანი ავტო-პორტრეტებით გაწყობილი. ყოველი კედელი სტუმარს აცნობდა მათ ვინაობას სხვადასხვა კოსტიუმებში. უმეტყველო მზერა კი სტუმარში სიცივის განცდას ბადებდა. თუმცა იქ მისულ სტუმრებს სიცივისას ვერაფერს შეატყობდით.
  - არაფერია საყვარელო, დღეს მედიცინა ყოვლისშემძლეა! ხო... მართლა, ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთე.
  - ხელოვნურსაც შენ ჭირდები საყვარელო! შენ ხომ...
- ერთი კვირის წინ, ახალი პარტნიორი შევიძინე. გაცილებით სარფიანი საქმეა. ხო გახსოვს ერთ ობიექტზე, რომ გიყვებოდი?
  - კი, მახსოვს.
  - გავყიდე. თან ოცდაათში. ხო მაგარი ვარ?
  - ჩემი მსუქანა ხარ!
  - კარგი ადამიანია. მინდა გაგაცნო. მოგეწონება. დაუახლოვდი. მინდა ჩვენს ოჯახში მოვიპატიჟო. ჩემგან, დაპატიჟება არ გამოვა. იფიქრებს რა უნდაო?! აი შენ კი მოგიხერხებ და შეგახვედრებ. ინგლისურში არ იჭრები. სხლავ ეშმაკივით... სათქმელსაც უპრობლემოდ ეტყვი. თვალებიც ლამაზი გაქვს. მას, მზერა აქვს გამჭოლი. გეცადა იქნებ?
  - მერამდენედ მსუქანა, მერამდენედ?
  - ეს ბოლო იყოს საყვარელო. ჩემო ფუსუნია!
  - უკვე ყელამდე ნეხვში ვარ, მსუქანა... მე ღირსებაც გამაჩნია თუ დაგავიწყდა?
  - არა... ფისუნია, მახსოვს! სამაგიეროდ ღირსება მე დავკარგე. ამიტომ გთხოვ ბოლოჯერ დამდო პატივი და ჩემი თხოვნა შემისრულო.
  - კარგი. მხოლოდ უკანასკნელად!
  - უკანასკნელად! - იყო მსუქანა ნეკას პასუხი.

შუამავალი

  - ულამაზესი ხართ!
  - გმადლობთ!
  - იქნებ გვევახშმა?
  - სიამოვნებით! დღეს საღამოს გელოდებით ჩვენთან.
  მორიგ შეხვედრაზე, მსუქანა, მეუღლითურთ გამოცხადდა. სადაც ეს უკანასკნელი მის მორიგ შუამავალ თითს გამოესაუბრა... მოუსვენარი თითები... ყველაფერს იკადრებენ. კარგსაც და ცუდსაც.
  - არაჩვეულებრივი მეუღლე გყავთ.
  - ვიცი პარტნიორო. თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ამას მეუბნება.
  - გასაგებია.
  - იმედია დღეს გვეწვევით.
  - დიახ, აუცილებლად! თქვენი მეუღლისგან მივიღე უკვე შემოთავაზება.
  - ეჭვი არ მეპარებოდა.
  ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და საუბრის თემა შეცვალეს, რადგან მათ ერთობლივი საქმის სხვა თანამოზიარენი შემოურთდნენ. საუბარი მრავლის მომცველი და ერთობ საინტერესო გახლდათ. გლობალურ თემებს ეხებოდა. შეეხენენ ყველაფერს... გარდა გლობალური დათბობისა და მისი გამომწვევი მიზეზებისა. იქნებ სულაც გლობალური გამყინვარება გვემუქრება?! უჭკვიანესი მთავრობის წევრებსა და მათ თანამოზიარეებს შორის რა მოსატანი იყო თემა, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ ოცდაათ ოქროს, ვერცხლს თუ და ა.შ...

  თანამედროვეობაა დღეს!
  შორს სიმართლე!
  "გაუმარჯოს შუამავალს!"

* * *
  დემოგრაფიული კატასროფა...
  სახელმწიფოს შევსება უნდა მოხდეს სხვა ხალხთა შემოდინებით და არა ადგილობრივი კალმის დახმარებით.
  გადაწყვეტილება მიღებულია!

  დილა სუსხიანი. ექვს საათზე წამოდგა საწოლიდან, ყველასათვის საჩვენებელი და მისაბაძი ადამიანი. ყველას უყვარდა ის და ყველა მისკენ იშვერდა საჩვენებელ თითს. მიბაძეთ მას! გაიძახოდნენ მეზობლები, უბნელები, ახლო-მახლო ქუჩის მცხოვრებლები, ქალაქელები. მხოლოდ სახელმწიფო წყობილება მიიჩნევდა მას და მის მიმბაძველებს ზედმეტ ტვირთად. გადაწყვეტილება, უკვე, მიიღო სახელმწიფომ.

  - სიყვარულო, ადექი. საჭმელი მაჭამე. საქონელი უნდა გავუშვა საბალახოდ. - ქალაქად, საკუთარ სახლში ცხოვრობდა პატივსაცემი ადამიანი. ოჯახი მისი წინაპრების მიერ იყო დანატოვარი. შესაბამისად სათანადო პატივს მიაგებდა მათ ხსოვნას და აგრძელებდა მათ წამოწყებულ საქმიანობას. ხუთი სული ძროხა, ორი სული კამეჩი, მფრინველები უხვად გააჩნდა მშვენიერ, ახოვან მამაკაცს. შიმშილით არ შიოდა; წყურვილით არ სწყუროდა; სიცივით არ სციოდა, არც სცხელოდა. ერთი სიტყვით უზრუნველყოფილი იყო. ასევე მეუღლისა და სამი შვილის პატორნი იყო. ორი ვაჟკაცისა და ერთი ქალიშვილის. ქალიშვილი გაათხოვა და შვილიშვილების პატრონიც გახლდათ. ბაბუაა, აბა?!... კერა თბილი ჰქონდა მუდამ. ხალხი მუდამ სტუმრობდა მის მშვენიერ ფუძეს. დალოცვილებიც იყვნენ მათგან. უყვარდათ მისი პურ-მარილი. უყვარდათ მათ ოჯახში სხვადასხვა თემებზე საუბარი. განათლებული კაცი გახლდათ. თამადად ყოველთვის მას ირჩევდნენ. პომპეზურობა არ ამშვენებდა მათ სუფრას, თუნდაც ნასუფრალს. პირიქით ნასუფრალი ახალ გაწყობილ სუფრას ჰგავდა. დოვლათი და ბარაქა არ აკლდა მის ოჯახს. ეს ყველაფერი კი ღვთის სიყვარულითა და მისგან ბოძებული მარჯვენით შეიძინა.
  - ცოტაც დაგეძინა ადამიანო... რა იქნა ეგეთი. ჰაა?
  - შენ რაღა მოგივიდა დღეს?
  - მეცოდები კაცო, მეცოდები...
  - ღმერთს მე სიცოდვილისთვის არ გაუჩენივარ, არამედ ნავში ჩამსვა და მითხრა ნიჩბებს მოუსვიო...
  - კარგი, ჰოო... ავდგები. ახლავე დავაცხობ ჭადებს.
  - ბავშვებიც გააღვიძე. დღეს მათი პირველი სამუშაო დღეა. მივაჩვიოთ ადრე ადგომას, თორემ მთლად გაზარმაცდებიან. ჩვენს ოჯახში კი ზარმაცებს არაფერი ესაქმებათ. - ცოტა მკაცრიც იყო ჩვენი კაცი.
  - ახლავე!
  გაეშურა შვილების საძინებლისკენ. ჯერ კიდევ ერთ ოთახში სძინავთ, მშობლებისთვის პატარებს. თუმცა შვილების თქმით: ჩვენ უკვე საჯიშეები ვართო! დედაც მათ სურვილს, მათივე სიტყვებით ამკობდა ყოველ დილას.
  - ადექით საჯიშეებო! დღეს თქვენი პირველი სამუშაო დღეა. სამსახურს დაგვიანება არ უყვარს. - ამასობაში შვიდი საათი შეიქნა. სამსახურიც სახლიდან მოშორებით იყო. ზღვის პირზე.
  - ახლავე დედა, ავდგებით!
  - ხო, მამამ უკვე ისაუზმა და საქონელიც გარეკა. უკვე სახლში ბრუნდება.
  - ეგ რა გასაკვირია, დედა?! შენ ახალი თქვი რამე. - უპასუხეს დედას.
  - ადექით, დროზე. - უთხრა და საძინებელი ოთახი დატოვა.
  სამსახურში ბიჭებს, გაპარსულ-გაფითქინებული სახის დაკრემილ-დალაქული დირექტორი დახვდათ. სულ თითებზე მზერით იყო დაკავებული. ეგრე თითებ მომზირალმა ამიკითხა თანამშრომელთა სია, ეტყობოდა მის ქმედებას, რომ მათ მონებად თვლიდა...
  - ბატონო, ეგ სახელები და გვარები კი წაიკითხე გულმოდგინედ, როგორც საკუთარ თითებს უყურებთ, მაგრამ იქნებ შემოგეხედათ ჩვენზე და ცნობითაც დაგეკმაყოფილებინათ თვალები მაინც, მეხსიერება თუ არა... - უთხრა ერთ-ერთმა ძმამ. რა თქმა უნდა აღელვებული ხმით.
  - რა ჰქვია შენ? - მასზე უმცროსი გახლდათ ვაჟბატონი.
  - აბა თუ მიხვდებით? - აბა, როგორ მიხვდებოდა?!
  - შენ გემის „ტრუმში“ იმუშავებ. ისუნთქე მანდ ალუმინის ოქსიდის მტვერი. შენს გვერდით მდგომი, ეგ ვინაა?
  - ჩემი ძმა.
  - ისიც „ტრუმში“ იმუშავებს. ნარჩენებს მოხვეტავთ.
  - უსაფრთხოების ზომები?!
  - მოგცემენ, აირწინაღებს.
  - როდის?
  - არასოდეს! - გადაიხარხარა გულიანად.
  სამსახურის დატოვება გადაწყვიტეს ძმებმა, მაგრამ მამა უკვე დიდი ხნის შეჭაღარავებული იყო. ამიტომ გადაწყვიტეს დარჩენილიყვნენ და გაეძლოთ გაუსაძლის პირობებზე.

* * *
  ასე გასტანა სამუშაო დღეებმა ორი ათას რვა წლის აგვისტოს ე.წ. ომამდე. ომამდე დემოგრაფიული კატასტროფა აღმოფხვრეს. ჩამოასახლეს „ორმოცი ათასი ყივჩაღი“, განსხვავებით ყივჩაღებისა, ისინი ჩვენს (მადლობა ღმერთს!) დემოგრაფიულ განვითარებაში აქტიურ როლს არ თამაშობენ, თორემ ხო გადავგვარდით საერთოდ. ჯერ-ჯერობით ჭკუა გვყოფნის. ისინი უბრალოდ საკუთარი ქვეყნიდან გამოგდებული და მსოფლიო პოლიტიკის მარიონეტები არიან. ამით ჩვენი სახელმწიფოც იგებს რიცხოვნობით. არ ვიცი რისთვის ან რატომ, მაგრამ მაინც იგებს. იქნებ თქვენ იცით პასუხი. ან საერთოდ მომავალს მივანდოთ ჩვენი ბედი?...
  ჯარმოხდილი ძმები. ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ!
  ერთი შვილი დაკარგეს მშობლებმა. მეორე კი ფეხ-მოჭრილი დაუბრუნდა თბილ კერას.

  ერთ კვირიან ომში, საკმაოდ დაიღვარა სისხლი...
  დემოგრაფიულ კატასტროფას, გადამთიელების ჩამოსახლებამაც ვერ უშველა.
  ერთშვილიანი სახელმწიფო...

* * *
  ღამე მშვიდი და სექსი.
  ცოდვა...
  სიკვდილი ღირსების.

  ხელოვნურმა განაყოფიერებამ არ გაამართლა. ცხრა თვის შემდეგ უშვილო მსუქანამ თავისი დანაპირების უგულებელყოფა დაისახა მიზნად და მეუღლისთვის მორიგი მსხვერპლის ძიებას შეუდგა.
  ის დააწინაურეს თუ ჩამოაქვეითეს ვერ მივხვდი. თანამდებობრივი სტატუსი კი ასე ჟღერდა: საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დემოგრაფიულ საკითხებში. - ჰაა... როგორია? უშვილო მსუქანას გამრავლებული ერი? თუმცა თანამდებობას ამოფარებული, განაგრძობს მის ძველ საქმიანობას. მხოლოდ გაყიდვებს. ყიდვის სფერო მისთვის უცხოა. აბა, გეკადრებათ?! - როგორ დაუთმობს ის ოცდაათ ვერცხლს, ოქროს და ა.შ. ვინმეს?

  მშვიდი სექსი და დღე...
  სიკვდილი.
  ღირსება დაკარგული...
  ცოდვა მივიწყებული.

* * *
  ცალფეხა, ღირსებითა და პატრიოტიზმით, პატიოსნებითა და სინდისით დაჯილდოებული, ღვთის მოშიშარი და სიყვარულით გამსჭვალული ვაჟკაცი, განუკურნებელი სენით დაავადდა. რომელსაც ჩვენ კიბოს სახელით ვიცნობთ. მშობლებმა თითქმის ყველაფერი გაასხვისეს სახლის გარდა, რათა შვილისთვის საკურნებელი მალამო ეშოვათ. საკუთარი სახსრებით მოატარეს საზღვრებს გარეთ.
  მორწმუნე მშობლებს მშობლიური სიწმინდეები მიავიწყდათ. იმედდაკარგულებმა შვილი ისევ თბილ კერაში დააბრუნეს.
  დაღლილსა და გათანგულ ცალფეხას, დიდი თითი გაახსენდა. დახედა მას და მიხვდა, რომ მას ფეხი არ დაუკარგავს არამედ, მან დიდი, უფროსი ძმა დაკარგა.  იფიქრა, თუ რა შესაძლებლობა აქვს მის თითებს. დასკვნა მხოლოდ ერთი გააკეთა:  არაფრად არ ღირს თითები ერთმანეთის გარეშე და დაკარგულია ისინი მაშინ, როცა გონების გარეშე მოქმედებენო.

  დიდი მარხვა...
  მეორმოცე დღე.
  ის განიკურნა დიდი სიყვარულის შედეგად...
  ის წმ.ნინოს წყალმა განკურნა.


  განკურნებიდან მეორმოცე დღეს ის დაოჯახდა.
  შიში მომავლისა, როგორც იმედი მომავლისა მის თანმყოლ თვისებად იქცა და ბალანსისთვის, მხოლოდ ერთ შვილს დასჯერდა.
 

* * *
  ერთშვილიანი სახელმწიფო...
  ცოდვა შობს სიკვდილს!
  აქ სიცოცხლე, ცოდვის სანიშნე ზონარით მოინიშნა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები