დღევანდელი ,, ქართლის ჭირის’’ თემებზე
ნამეტი სონეტი ძმათაომის დატირებისა
ხოცეს და ხოცეს - ხოხბებივით!.. – ძმებმა - მოძმენი... იდგნენ გარშემო მთები - ვითარც უტყვნი მოწმენი...
უნდა გუშინდელ ისტორიას გადამოწმება?!. ვეღარ უშველეს შვილთ უწმინდეს დედის ლოცვებმაც...
და არ ჩერდება აქამომდის სიკვდილის კალოც... - საფლავთა ზედაც კვლავ კაენის ყორანი ,,გალობს’’...
აწ საქართველოს - დედას მგლოვარს - მიწყივ რომ წვალობს - შენ მოეც მადლი ნუგეშისა - დიდო უფალო!!! რადგან არ არის საქმე, ვით ჩანს , ისე უბრალოდ...
16.52008
შურისა და ღალატის ბალადა !991 წლის მიწურულის არდავიწყებისთვის...
... რაც მაშინ შურმა აიშვა თავი!.. რაღა აიშვა - მთლად აიწყვიტა!.. და ის ყასიდიც დაირღვა ზავი სინდისნამუსთან, რიდთან, სირცხვილთან...
,, - ვით იმღერეო უჩემოდ!..’’ - ერსაც შეჰკადრა რიხით ავ-კადნიერით ( თვით კრავის ტყავში გახვეულ მგელსაც შეაცბუნებდა ალბათ იერით!..)
ბილწი სიცრუე იფარა ფარად, აისხა მისივ ჯავშან-აბჯარი... ფრთაც ლიზღ-ბეზღობის ლაღად გაშალა და ღალატთანაც იფსკვნა მსწრაფლ ჯვარი...
და კიდევ ერთხელ - ეს მერამდენედ!.. – გაიჯეჯილა კაენის გენმა!.. - ძმად გაეფიცა მტერს შინამტერი და დედას ქართვლის კვლავ დასცდა გმინვა...
და აქამომდის - ხატებს და ტაძრებს ვეღარ აშრება ცრემლი იმ დედის, იმსაახალწლოდ შეკერილ ძაძებს გაუხდელად რომ ატარებს დღემდის...
და დღემდის ხეზე არ ჯდება მწყერიც... დღემდის არც ყორანს უცვლია ფერი... შურიც - ზნემწირთა მარადი მღერი!.. – კვლავ იმ კამათლის ერთობა მღერით...
ის მღერაც კვლავ მტერს ახარებს ოდენ, ეს ურვა - ერის კეთილთა ზედა... და კვლავ ავს უგრძნობს გულიც... და ჰგოდებს შავგაუხდელი ქართველი დედა...
ორკეცი სონეტი-რეპორტაჟი ქვასროლიათა ასპარეზობიდან / ქვაზიირონიული /
კაცი ბრძენი, ენამჭევრი, ვინც რომ სიტყვით ქვასა ხეთქავს, ცდილობს, მაგრამ ვერ მიმხვდარა, ვინ ვისას და რასა ეთქავს...
თვით ღორიც კი ხვდება ძღომას - წაუსვენებს ისიც ერთხანს... ესენი კი - ლეღვს ასულნი კაკლისაც ლამობენ ბერტყვას...
ქლიავზე მსხდომთ - ეტყემლებათ, მუნჯი იღებს ბლუზე მეტ ხმას... მე კი ეს ცა - ჩემზედ მწყრალი - ხან მმეხავს და ხანაც მსეტყვავს...
ზოგჯერ ვშიშობ, რომ ჩემსავეს მივაყურო გულის ფეთქვას...
მაგრამ - თუნდაც უკანასკნელს!.. – მართალს ვიტყვი მაინც სიტყვას: - ვინ არ იცის, ღვთივ, ბუნება აჩენს მეტ არწივს თუ მეტ ყვავს?!.
ვინ მოძმეა, ვინ მოყვარე, ანდა ვინ ვის აძრობს მეტ ტყავს... რას უშველის - ღვთივგანწირულს ზღაპრული სარტყელიც ერტყას?!.
როცა ერთურთს ეჯიბრება ყველა - ვინ ვის ესვრის მეტ ქვას, მეც დღემუდამ ველოდები, თავში როდის ვინ რას მხეთქავს...
- ეს ტიპი რა ცერად მიცქერს... - თითქოს რამ ისეთი მეთქვას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მართალი...ნატკენი.... და სიტყვანახატი... გულს რჩება მარადის.... :) მართალი...ნატკენი.... და სიტყვანახატი... გულს რჩება მარადის.... :)
14. მაგარია ყველა. მაგარია ყველა.
13. როცა ერთურთს ეჯიბრება ყველა - ვინ ვის ესვრის მეტ ქვას, მეც დღემუდამ ველოდები, თავში როდის ვინ რას მხეთქავს...
- ეს ტიპი რა ცერად მიცქერს... - თითქოს რამ ისეთი მეთქვას...
სიმწრის სიცილით გამეცინა! 5 როცა ერთურთს ეჯიბრება ყველა - ვინ ვის ესვრის მეტ ქვას, მეც დღემუდამ ველოდები, თავში როდის ვინ რას მხეთქავს...
- ეს ტიპი რა ცერად მიცქერს... - თითქოს რამ ისეთი მეთქვას...
სიმწრის სიცილით გამეცინა! 5
12. გამარჯობა და მოკითხვა, იმედო ძმაო! რაღა თქმა უნდა, რომ კარგი ლექსებია. ძალიან მტკივნეულ თემებზე წერ და მკითხველსაც მეათასედ განაცდევინებ იმ ტრაგიზმს, რასაც ეს შენი სტრიქონები ხატავენ. ღმერთმა თქვას, ყველაფერი მშვიდობითა და სიყვარულით მთავრდებოდეს დღეის შემდეგ მაინც საქართველოში... გამარჯობა და მოკითხვა, იმედო ძმაო! რაღა თქმა უნდა, რომ კარგი ლექსებია. ძალიან მტკივნეულ თემებზე წერ და მკითხველსაც მეათასედ განაცდევინებ იმ ტრაგიზმს, რასაც ეს შენი სტრიქონები ხატავენ. ღმერთმა თქვას, ყველაფერი მშვიდობითა და სიყვარულით მთავრდებოდეს დღეის შემდეგ მაინც საქართველოში...
11. როცა ერთურთს ეჯიბრება ყველა-ვინ ვის ესვრის მეტ ქვას, მეც დღემუდამ ველოდები, თავში როდის ვინ რას მხეთქავს
როცა ერთურთს ეჯიბრება ყველა-ვინ ვის ესვრის მეტ ქვას, მეც დღემუდამ ველოდები, თავში როდის ვინ რას მხეთქავს
10. და კიდევ ერთხელ - ეს მერამდენედ!.. – გაიჯეჯილა კაენის გენმა!.. და კიდევ ერთხელ - ეს მერამდენედ!.. – გაიჯეჯილა კაენის გენმა!..
9. ბრწყინვალეა!!! ბრწყინვალეა!!!
8. უჩა, დაფსებია თოლები ხო?? =))
გურული იუმორი მართლაც რომ აღნიშვნის ღირსია :P :D კარგი იყო ეს შენი რეპლიკა ,, :D
დიდი პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი.
უჩა, დაფსებია თოლები ხო?? =))
გურული იუმორი მართლაც რომ აღნიშვნის ღირსია :P :D კარგი იყო ეს შენი რეპლიკა ,, :D
დიდი პატივისცემით, მაჰათმა განდი. არწივი.
7. - ეს ტიპი რა ცერად მიცქერს... - თითქოს რამ ისეთი მეთქვას... _დაფსებია თოლები... :) - ეს ტიპი რა ცერად მიცქერს... - თითქოს რამ ისეთი მეთქვას... _დაფსებია თოლები... :)
6. შესანიშნავი ლექსებია,, ტკივილი დღემდე არ გაგვნელებია,,
ხვალ რა იქნება??
იქნება კი??,,
მე ვიცი რომ იქნება,, :)
მშვიდობიანი დღე, წარმატებული ორშაბათი :)
კეთილი სურვილებით, განდი. არწივი.
შესანიშნავი ლექსებია,, ტკივილი დღემდე არ გაგვნელებია,,
ხვალ რა იქნება??
იქნება კი??,,
მე ვიცი რომ იქნება,, :)
მშვიდობიანი დღე, წარმატებული ორშაბათი :)
კეთილი სურვილებით, განდი. არწივი.
5. ეჰ რავიცი, რავიცი... ეჰ რავიცი, რავიცი...
4. უნდა გუშინდელ ისტორიას გადამოწმება?!. ვეღარ უშველეს შვილთ უწმინდეს დედის ლოცვებმაც...
მაგარია! 5 უნდა გუშინდელ ისტორიას გადამოწმება?!. ვეღარ უშველეს შვილთ უწმინდეს დედის ლოცვებმაც...
მაგარია! 5
3. ჰენრის ვეთანხმები :) ჰენრის ვეთანხმები :)
2. აწ საქართველოს - დედას მგლოვარს - მიწყივ რომ წვალობს - შენ მოეც მადლი ნუგეშისა - დიდო უფალო!!! ამინ!!! აწ საქართველოს - დედას მგლოვარს - მიწყივ რომ წვალობს - შენ მოეც მადლი ნუგეშისა - დიდო უფალო!!! ამინ!!!
1. ერთმანეთზე უკეთესი ლექსები!!! :) ერთმანეთზე უკეთესი ლექსები!!! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|