ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2009


უფალთან ერთად გადმოდგა

ესაა ვაჟა-ფშაველა_
კვიცი,მხტომარე გვარზედა,
მზის ვენახებში გაზრდილი
ლექსის პურსა და წყალზედა,
ფანქრისთვის წვერის წამთლელი
ხანჯლის თუ დანის ფხაზედა,
ცის აღმართებით იარა,
სტკიოდა სამი იარა,
შუქი რჩებოდა კვალზედა,
უფალთან ერთად გადმოდგა
სამყაროს მზისფერ ბანზედა,
ჩვენს სალოცავებს დანათის,
ოქროს გვაბერტყავს თავზედა.

***
ნექტარი ერთი სივრცისა,
ბილიკი ერთი რჯულისა.

მელოდია და სურნელი
სამოთხის გაზაფხულისა.

მაისი შენი კაბისა,
მზის ძაფით მოქარგულისა.

მზერაში ფიქრის გალობა,
ხმაში ღიმილი გულისა.

***
სინათლიდან ჩრდილში გადავდივარ,
როგორც მაცნე მზის უკვდავებისა,
და ჩრდილი ნათდება...

***
მელოდია ღმერთის გულისა_
თენების ფერები და გალობა.

***
პატრონებისგან განსხვავებით
სახლები ერთმანეთს უცინიან,
მზე როცა ამოდის...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები