ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2009


ჩემდაუნებურად

ისე გავთამამდი როგორც ბავშვი,
(მახსოვს, ბავშვურობა შეგიყვარდა),
ზურგის ქარს რომ გაჰყვა ,,რიდის” ჩადრი,
ახლა სხვის სიმორცხვე შეიფაროს.
ჩემში აგაფეთქე გაზაფხულად,
სულ არ დაგეკითხე, სიგიჟეა,
შენც ხომ უკითხავად გამაბრუე,
მგონი მთლად დავკარგე სიფხიზლე და
თითებს დაეკარგათ კალაპოტი,
ლტოლვა კვლავ გამიჩნდა ფრთებისადმი,
მაშინ, სიტყვებით რომ ვთამაშობდით,
ჩემდაუნებურად შემიყვარდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები