 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 10 მაისი, 2009 |
შეძენილი სევდა... სინდრომი... სნეულება...
გაპარსული კაცი, მოვლილი გარეგნობით. სევდა გაქარწყლებული. შემართებული ენთუზიაზმი. კითხვა დასვა ჩემთან: - ვინ ვარ მე, შენი აზრით? პასუხი არ დავაყოვნე: - გაპარსული კაცი, მოვლილი გარეგნობით. სევდა გაქარწყლებული. ენთუზიასტი... მაგრამ, მართალი ვიყავი მის წინაშე? იქნებ ვტყუოდი?!
სიმპტომი ჯერ არ გამოვლენილა. იქნებ აწი გამოვლინდეს?!.
გაპარსული კაცი. უყვარდა თავის მოწესრიგება. ფიქრობდა, რომ თუ გაუპარსავი იქნებდა, ეს იმეტყველებდა მის უწესრიგობაზე, რაც მართლაც არაფერ შუაშია მის ჰაბიტუსთან. თუნდაც იმის გამო, რომ მეუღლე საშველს არ აძლევდა. ყოველ დილით ჩასჩიჩინებდა: - გაიპარსეეე! თითქოს, მის გაპარსულ სახეზე იყო დამოკიდებული კაცობრიობის ბედ-იღბალი. - სამსახურში გაგვიანდება. ადექი და გაემზადე. - ხო, ავდგები ახლავე! ოჯახზე გაბრაზებული წამოდგებოდა ხოლმე და ეგრევე, თავაუწევლად, საპირფარეშოს მიაშურებდა. სიზარმაცე თავისას მაინც შვებოდა. წყალს შეისხამდა გამოსაფხიზებლად, ნუ წესს რა უთხრა, რაა... კბილის ჯაგრისზე წასმულ კბილის პასტას გამოისვამდა ყბაში და სუფთა და გაკრიალებული დატოვებდა საპირფარეშოს. შემდეგი პროცედურა - მისთვის ზედგამოჭრილად ეჩვენებოდა, რადგან უყვარდა ჭამის პროცესი. ლუარსაბისა არ იყოს, ეგეც ზედმიწევნით იცავდა მის კანონებს. ერთადერთი, რაც არ აწუხებდა, ბუზები ოყო. რატომ? - თანამედროვეობა წინ გაიჭრა და ოჯახში ბუზებიც კი არ ყავდა. რა ექნა საწყალს? მხოლოდ ერთი რამ დარჩენოდა - ტელევიზორი. - უყურე და დატკბი. - იტყოდა ხოლმე.
გაწელილი დღე. უსაქმურობა. ზანტი ყოფიერება.
- დღეს სად წავიდეთ ბიჭებო? - გაფართოებული თვალები მეტყველებდა ამ სიტყვებს მის ენასთან ერთად. - სადაც იტყვი, შეფ! - მოდით, სამწვადეს ვესტუმროთ. ჰა, რას იტყვით? - სიამოვნებით! - მიდით, დაურეკეთ და მაგიდა შეუკვეთეთ. - ახლავე! - ჩვენი დარეჯანა არ დაგავიწყდეთ. ბოლოსდაბოლოს, ჩვენ გვჯობნის სმაში. - გადაიხარხარა კაცმაცუნამ.
* * * აცმაცუნე პირი... ღეჭე ლუკმა... არ გადაგცდეს, ბიჭოუ!
- მოდით, ბუზებს გაუმარჯოს, რომლებიც გადაშენების პირას არიან მისულნი, ჩვენი გადამკიდე... - მართალი ხარ, კაცმაცუნა! რა ვართ ეს ადამიანები. ყველაფერი როგორ უნდა მოვსპოთ?! - ბიჭო, მიკვირს-ხოლმე, რაა... - რა გიკვირს, როო? - იკითხა დარეჯანმა. - არც არაფერი. უბრალოდ ვთქვი. მოდით გაუმარჯოს ბუზებს, რომლებიც ცდილობენ სახლში შემოღწევას, მაგრამ ჩვენ არ ვახარებთ. ტელევიზორის ყურებაში ხომ ხელს გვიშლიან? - კი, გვიშლიან. - მაშინ გამოვრთოთ ტელევიზორები და ერთი დღით ბუზები ვაჯეჯილოთ. მომენატრენ ეს ოხრები. - გაუმარჯოს! - შემოგევლე შენა! სუფრას არაფერი აკლდა ბუზის გარდა. ზრუნავდა რესტორანი საკუთარ იმიჯზე. უყვართ ფული და მისი გადამხდელები. - იქნებ დაგემატებინა არაყი, ძვირფასო?- გამოთქვა მოსაზრება კაცმაცუნამ. - სიამოვნებით! - მაშინვე დაეთანხმა მიმტანი. - გაგახარებს ღმერთი! - მადლობა. - არაფრის, სიხარულო. თითქოს ეფლირტავება კაცმაცუნა მიმტანს, მაგრამ, ამით რა, მერე? არავის მოწონდა კაცმაცუნა. მხოლოდ მისი ფულები ავსებდა რესტორნის ბიუჯეტს. - ჩამახედე, ქალო, შენს სულში, რაა... - შეუძლებელია. - გაიცინა მიმტანმა. - რატომ, ვითამ? - იმიტომ... - შე ცუღლუტო შენა... მიწვევ არა? - სულაც არა. - მიყვარხარ, გოგო! ისევ ღიმილი შეაგება პახუხად მიმტანმა და სამზარეულოსკენ წაიღო ულამაზესი სხეული. - კარგებო. ახლა მოდით იმ სევდას გაუმარჯოს, როცა ჭამის შემდეგ გეუფლება. გინდა გაიმეორო და გემო თავიდან შეიგრძნო, მაგრამ კუჭის მოქმედებას რა ვუთხარი მეე... არადა აბების ყლაპვამ ხო მომინელა რა... ისევე როგორც საჭმელს ინელებს ხოლმე. ვცდილობ ვიყო სულ მშიერი... - მეცინება-ხოლმე შენს სადღეგრძელოებზე... - რა გაწუწუნებს, ბიჭო? იქნებ არ გინდა და ძალით სვამ და ჭამ? - არა, გეკადრება?! - მაშინ დამილიე ეს სადღგრძელო და მოვრჩეთ. ოფისის სახე ვარ, ხო იცი? სტუმრებს დახვედრით მაინც არ დავხვდე? თან, საქმის შემდეგ, ისევ საჭმელად მოგვიწევს წამოსვლა და აბა, ეგ სიამოვნება როგორ უნდა გავუშვა ხელიდან? - მართალი ხარ.
* * * უსარგებო დოვლათი. ჭამა სამოვნებაა... ყოველი ჭამის შემდეგ ჩნდება უსარგებლო ღიპი.
- კაციც შენ ხარ და უფროსიც. - რატომ, ბატონო? - გავდივარ ახლა მე და იცოდე, დამკვეთები არ დააღალატო. - დიახ, ბატონო. - „დიახ“ არ უნდა მაგას. რასაც გეუბნები, შეასრულე. - დიახ, ბატონო. - გადამრევს ეს კაცი... კიდევ იგივეს მიერეკება. სად მიერეკები, კაცო? - არსად, ბატონო. - ვერც გარეკავ. არ მოგირეკავს და რა უნდა გარეკო? - არც არაფერი, ბატონო. - როგორაა ჩვენი საქმე მორიგ დამკვეთთან? - კარგად, ბატონო. - რა თქმა უნდა... ერთი არ იყოს კარგად საქმე და შენი აჯობებს... - რატომ, ბატონო? - დატოვებ სკამს და იმიტომ. - გასაგებია, ბატონო. - გასაგებია არ ვიცი მე! იცოდე, რომ მოვალ მათ წასაყვანად, სუფრაზე მათი უკმაყოფილება არ ვნახო მე. გასაგებია? - გასაგებია, ბატონო.
* * * უჭმელ-უსმელი... გაუთლელი და უღიმღამო... თბილი და ერთგული...
- სად იყავი კაცო აქამდე? რომელი საათია, იცი? - არა, ძვირფასო, არ ვიცი. - თორმეტია უკვე. ბავშვებს ენატრები. - რა ვქნა სიხარულო. მოვენატრო ჯობია, ვიდრე შიმშილით მოვკლა. ისედაც კაპიკებს მიხდიან. - მერე ვერ ეტყვი, რომ გიჭირს და მოგიმატონ ხელფასი? - ვერ ვეტყვი, შემოგევლე. შეიძლება საერთოდ დამითხოვონ. ჩემზე უკეთ იცი, თუ როგორ ჭირს დღეს სამსახურის შოვნა. - და რა, ეს გამოსავალია? - რა თქმა უნდა, არ არის გამოსავალი, მაგრამ მეც ვერ გავაკეთებ ამას. მეშინია უმუშევრობის. დედაც ავადმყოფია, მოვლა სჭირდება. - ეეხ... არ ვიცი მე, შენ როგორი ადამიანი ხარ. ერთი ვერ გამიგია: ყველაფერი შენ უნდა იყო? - და რა ვარ მე ასეთი? ჩემს მოვალეობას ვასრულებ მხოლოდ... - ნუ გამაგიჟე, ადამიანო! როგორ თუ არაფერი ხარ. ყველაფერს შენ აკეთებ. იურისტი შენ ხარ, კადრები შენ ხარ, ბუხჰალტერი შენ ხარ, საქმეთა მმართველი შენ ხარ, კინაღამ უფროსიც ხარ, რაა... და შენ მეტყვი არაფერი ვარო? - არ ვამბობ, რომ არაფრი ვარ. უბრალოდ რასაც მეტყვიან ყველაფერს პირნათლად ვასრულებ. - სხვები რას მიკეთებენ? - არც არაფერს. მე მელოდებიან. ყველა მისი ახლობელი და ნათესავია. დიდი გული აქვთ ჩემთან. - თვითონ რას გეუბნება? - არაფერს. ძალიან ვუყვარვარ და მაქებს. - აქ იცრუა ჯიგარმა. - არ მჯერა შენი. მატყუებ. - არა, ძვირასო. დღეს იმიტომ დამაგვიანდა, რომ სტუმრები ჩამოგვივიდა და მათი ხელშეკრულებების მომზადება მე დამავალა. - კი, მაგრამ თვითონ სად ეგდო? - როგორ ლაპარაკობ, ძვირფასო? - როგორც საჭიროა. სად იყო ეგ გასიებული? - რესტორანში წაიყვანა სტუმრები და თანამშრობლებიც გაჰყვნენ. - და შენ ერთი აღმოჩნდი სულელი, რომელიც დარჩა და ხელშეკრულებები მოამზადა?!. იურისტი სად ჯანდაბაში ეგდო? - ისიც გაჰყვა. - ღვინოც არ ხარ რაა... - გეხვეწები, რაა... ნუ შემჭამე. - გეკადრებაა?! იყავი ეგრე და კარგ ჩიტსაც დაიჭერ.
* * * დანაყრება... სიმულაცია მუცლის... ღორმა ღრუტუნი იცის და არა მამალივით ყივილი.
- უუუფ... რა გავძეხი?! ქალო, იქნებ გამიშალო ლოგინი და შემერგოს, ჰააა? - ახლავე! - შენ როგორ ხარ? არც შენ გიჭამია ჩემზე ნაკლებად. - რა უნდა მიჭირდეს? - არც არაფერი ჩემო მსუქანა. ვიცი ჩემზე უკეთ ხარ. ერთი ტელევიზორი ჩამირთე, იქნებ რას ამბობენ? - ახლავე ძვირფასო! - გახედე რა დღეში არიან, რაა... რა უნდათ ამ კაცთან, ვერაფერს ვხვდები, რაა... მშვენივრად ვგრძნობთ თავს. ასე არ არის საყვარელო? - მართალი ხარ! რას ერჩიან? ამათ, მგონი, ბატონ-ყმობა ურჩევნიათ. - შენ წარმოიდგინე, ბატონ-ყმობის პერიოდი რომ დაგვიდგეს, როგორ ვიგრიალებთ? ბოლოსდაბოლოს ჩვენი წინაპრები თავადები და აზნაურები იყვნენ. წარმოიდგინე საყვარელო, გაცილებით უკეთ ვიქნებით. ისედაც ჩვენს ხელთაა ყველაფერი. ამ შტერებს ჰგონიათ, რომ ჩვენ ამით რამე მოგვაკლდება. პირიქით უკეთ ვიქნებით. გაცილებით უკეთ. ყმები გვეყოლება. - არა ძვირფასო, ცდები. ყმები არასოდეს გვეყოლება. ოცდამეერთე საუკუნეა და თავისუფლება ასე თუ ისე სიმბოლურად მაინც უნდა შეინარჩუნონ. - მაგაში მართალი ხარ, მაგრამ დარწმუნებული იყავი ჩვენი დღესასწაული ყოველთვის იარსებებს. - იარსებებს, აბა რაა! ახლა დაიძინე, საყვარელო, ხვალ კიდევ გიწევს ქეიფი და უნდა გამოიძინო. ოღონდ, შენებურად, ნუ დაიყივლებ დილით. - კარგი.
* * * ძილისპირული... აკვანი დარწეული საუკუნეების წინ... დღეს კი ფატალიზმი...
- ადექი ადამიანო. სამსახურში გაგვიანდება... - რა დამრჩენია, როო? - შენ არაა, თავს რომ იკლავ ბავშვებისთვის და ლუკმა პურის შოვნაზე ხარ გადასული? - ხო, მე ვარ! მერე რაა? - არც არაფერი. უბრალოდ ჯანმრთელობას შეალევ ამ უაზროდ მუშაობას და ეგაა... - აბა, როგორ უნდა მოვიქცე? - თან ლოგინიდან წამოდგა. თვალებს ისრესს და ისე მეტყველებს. - შედი აბაზაბაში, წყალი ცხელია. ტაშტიც მზადაა. - დავიტანჯე რა... როდემდე უნდა ვიყოთ ასე? - იშოვე უკეთესი სამსახური და იქნებ გვეშველოს. - არაფერია, ქალო, არ გესმის შენ? რამდენ ფირმაში მივედი, არავის უნდა ჩემი აყვანა სამსახურში. ასე მეუბნებიან, ეკონომიკური კრიზისიაო. თან, რომც არ იყოსო, ადგილებიც არ გვაქვსო. - ცოდვის კითხვაა, ცოდვის. - მეც ამას არ ვამბობ?! - იქნებ ვინმესთვსის გეთქვა? - ვის უთხრა, ვინ მყავს მე? - გყავს, მაგრამ დისკრედიტირებული ხარ ყველგან, შენი მოსაზრებების გამო. რამდენჯერ გთხოვე, რომ ეგ ენა გააჩერო და ბევრი არ ილაპარაკო?! ყველა შენი მეგობარია და მოყვარე, თუმცა შენგან თავი შორს უჭირავთ, არადა საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტი ხარ. - არ შემიძლია ძვირაფსო, არ შემიძლია. ჩემს თავისუფალ იდეებს ვერ ვუღალატებ. მჯერა, რომ ამით არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ღმერთს ეგრე უნდა და მეც.... ვიყო სხვა?! - ეგ ჩემს კაცობას აღემატება და ვფიქრობ, დაუჯერებელიცაა,მ რომ შევიცვალო. შვილები არ მაპატიებენ.
* * * შვილები. განათლება... სურვილი ყოფიერების?!
დაუჯერებელი ამბები... სევდა ნაცადი... გული ფასადი... სული ნაცადი... თუმცა არამცდარი... ალღო შობილი... შნო გაზრდილი... მადა უსაზღვრო... ზღვა დაშრეტილი... ხმელეთი ადიდებული... ცა გაფანტული... მთვარე მზისეული... მზე მთვარეული... უშნო კალაპოტი... ხრამი აღმართზე... ტიალი დაბლობზე... გაუთავებელი ტიტინი დიეტაზე. დილის დამასუსტებელი ვარჯიშები, მაგრამ - უშედეგო და ჩხუბი სასწორზე შედგომაზე. არა მე, არა მეო... გაუთავებელი კამათი კუტურიეების შეცვლაზე. სრულფასოვანი აზრი კი გონების მიღმა, სადღაც გაღმა გდია.
- მომაბეზრა იმ კაცმა თავი. - ვინ? - ერთი მყავს სამსახურში. სულ წუწუნებს მომიმატე, მომიმატე ხელფასიო. - მერე რას აპირებ? - კარგი სპეციალისტია. - მერე რა? - უბრალოდ, ძნელად თუ მივაგნებ ეგეთს, სხვას. - მიაგნებ. არაფერია მიუგნებელი. მთავარია მართო. - და ეგაა ზუსტად გასაჭირი. მას უკვე მშვენივრად ვმართავ, მაგრამ რაღაც ეს ბოლო დღეებია ვერ არის... - ჰოდა თუ ვერ არის გაუშვი. მე ვიცი ერთი კარგი ადამიანი. ჩემიანია სიხარულო თან დიდი ხანია უმუშევარი. ხმასაც ვერ ამოიღებს ჩემი ხათრით. თან ხელფასიც შეგიძლია უფრო ნაკლები მისცე, ვიდრე ამას აძლევ. ყველაფერზე თანახმა იქნება, დამიჯერე. - კარგი, ჩემო გენიოსა!
* * * - იქნებ მიშველოთ რამე! სახლში არ მოსულა, ბატონო, ორი დღეა. ასე არასოდეს მოქცეულა. - როდის გავიდა სახლიდან? - ორი დღის წინ. უკვე გითხარით. - ვიცით, მაგრამ რა დრო იყო? - დილის რვაზე გავიდა. - სამსახურში? - დიახ! დავრეკე, პირველ დღეს და მითხრეს წავიდა უკვეო. - სად მუშაობდა? - კაცმაცუნასთან. ასე ეძახდა მას. სახელი არც ვიცი. - ფირმის სახელი? - შ.პ.ს. „მომარაგება“ - იქნებ მივლინებაში გაუშვეს?! - ეგ მეცოდინებოდა. არაფერს მალავს ჩემთან. - კარგით. ფორმალობა დავიცვათ, ხო? შეავსეთ ეს განაცხადი. - კარგით.
* * * ერთი საათის შემდეგ.
- იქნებ გვიშველოთ რემე? - ვინ იქნებით? - შ.პ.ს. „მომარაგის“ დირექოტორი. - თქვენთან გამოვუშვით უკვე ოპერატიული ჯგუფი. - რისთვის? - მამაკაცი დაიკარგა. - დიახ! მეც ამის თაობაზე მინდა გესაუბროთ. დაიკარგა ოღონდ ფულიანად. მას ხელი მიუწვდებოდა ჩვენს ანგარიშზე. საკმაოდ სოლიდური თანხა გაიტანა ბანკიდან. დამრჩა ხალხი მშიერი. - როგორ თუ ფული წაიღო? მეუღლე კი წუხს მის დაკარგვაზე. ოჯახი აქ ყავს. არც კი იციან. სად იყავით აქამდე? - იცოდა ხოლმე, გვიან როცა გამოჰქოდა თანხა სახლში მიჰქონდა. არც კი გვიეჭვია, რომ... - კარგით. ფორმალობა დავიცვათ, ხო? შეავსეთ ეს განაცხადი. - კარგით.
* * * ერთი წლის შემდეგ.
- საყვარელო, მე ვარ. - ღმერთო?! სად ხარ ადამიანო? - ცრემლები წასკდა მეუღლეს. - საფრანგეთში საყვარელო. აქ ყველაფერი კარგად მაქვს. ფულს გიგზავნი, სამი ათასი ევროა. ჩამოვა კაცი და გადმოგცემს. შემდეგ კი ბანკში გახსნი ანგარიშს. პლასტიკურ ბარათს აიღებ და ბარათზე ჩაგირიცხავ. კარგი სიყვარულო? - კარგი. მენატრები საყვარელო! აქ უკვე გამოგიტირეთ. ასე, როგორ გამიმეტე? ნუთუ არ გეცოდებოდი ან არ მოგენატრეთ? - ყველანი მენატრებით! დედა როგორაა? ბავშვები? - კარგად არიან. დედა ცოტა მოტყდა შენზე ნერვიულობის გამო... - ექვს თვეში სამყოფი ფული დაგიგროვდება ბარათზე და ჩამოსვლასაც მოახერხებთ. შევთანხმდით? - რა თქმა უნდა სიხარულო! მენატრები ძალიან! - დედა დამალაპარაკე! - არ შემიძლიაო. მთვარია რომ ცოცხალიაო... - კარგი. ბავშვები დამიკოცნე.
* * * გაქრა ოცდამეერთე საუკუნის ფუფუნება. ბუზები ისევ გამოჩდნენ გაკოტრებულების სახლში. ტელევიზორის საყურებლად აღარ ეცალათ მსუქნებს. სასწორიც გატყდა. დღე სასწაული... სინდრომმა ახალი სახე ჰპოვა...
10 მაისი 2009 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. გადავიკითხე,საინტერესოა.
გადავიკითხე,საინტერესოა.
37. ესეც მომწონს....... ესეც მომწონს.......
36. მართლაც ფილმივით გაინავარდა თვალწინ მართლაც ფილმივით გაინავარდა თვალწინ
35. გაიხარე ... მართლა კარგია !!! გაიხარე ... მართლა კარგია !!!
34. უღრმესი მადლობა ყველას!!! უღრმესი მადლობა ყველას!!!
33. მეგონა ამერიკულ კინოს ვუყურებდი. მეგონა ამერიკულ კინოს ვუყურებდი.
32. კარგი, ყოველმხრივ გამარტული მოტხრობაა! სიუჟეტი მარტივია და მთავარი გმირის დანაშაულებრივი მოქმედებაც მოტივირებული: გაჭირვება აიძულებს პატიოსან კაცს ფული გაიტაცოს და საზღვარგარეთ გაიქცეს. მსგავსი ისტორიები ჩვენს ირგვლივ, ცხოვრებაშიც, მრავლად გვხდება. ამიტომ ეს არის სოციალური მოთხრობა. თუმცა არის მასში დიდი შინაგანი ირონიაც, რაც, ალბათ, ავტორისთვის ასეთი გზის მიუღებლობაზე უნდა მიუთითებდეს... თხრობა ლაღი, გიგოსებური. ენა აქ დახვეწილი, მოწესრიგებულია. მომეწონა. გიგოს სახით ჩვენს ლიტერატურას უდაოდ საინტერესო მწერალი ყავს!
კარგი, ყოველმხრივ გამარტული მოტხრობაა! სიუჟეტი მარტივია და მთავარი გმირის დანაშაულებრივი მოქმედებაც მოტივირებული: გაჭირვება აიძულებს პატიოსან კაცს ფული გაიტაცოს და საზღვარგარეთ გაიქცეს. მსგავსი ისტორიები ჩვენს ირგვლივ, ცხოვრებაშიც, მრავლად გვხდება. ამიტომ ეს არის სოციალური მოთხრობა. თუმცა არის მასში დიდი შინაგანი ირონიაც, რაც, ალბათ, ავტორისთვის ასეთი გზის მიუღებლობაზე უნდა მიუთითებდეს... თხრობა ლაღი, გიგოსებური. ენა აქ დახვეწილი, მოწესრიგებულია. მომეწონა. გიგოს სახით ჩვენს ლიტერატურას უდაოდ საინტერესო მწერალი ყავს!
31. ცხოვრება სანახაობას გავს, სადაც ხშირად სულელ ადამიანებს საუკეთესო ადგილები უკავიათ...
ძალაინ მომეწონა :) ცხოვრება სანახაობას გავს, სადაც ხშირად სულელ ადამიანებს საუკეთესო ადგილები უკავიათ...
ძალაინ მომეწონა :)
30. ჩამაფიქრებელია. სამწუხარო რეალობა და კანონზომიერებაა ეს. ვერასოდეს გათბება ადამიანი თუ სადღაც, სამყაროს მეორე წერტილში ვიღაც არ გაიყინა.
ჩამაფიქრებელია. სამწუხარო რეალობა და კანონზომიერებაა ეს. ვერასოდეს გათბება ადამიანი თუ სადღაც, სამყაროს მეორე წერტილში ვიღაც არ გაიყინა.
27. წავიკითხე გიორგი. კარგია. მწერლის ხელი ატყვია... კორექტურები მეც შევნიშნე, მაგრამ ეს შენს ნიჭიერებასთან არაფერ შუაშია. უფრო სერიოზული პროზისთვისა ხარ შენ უკვე მზად. იმუშავე რამდენიც შეგიძლია. მე ახლა მალე ვიღლები, თავის დროზე კი არც გარემო მიწყობდა ხელს და არც განწყობილება... შენ ეს ყველაფერი როგორმე უნდა გადალახო. ამაზე მაგარი ასაკი არ არსებობს - საერთოდ არ ვიღლებოდი, მაგრამ ვერ გამოვიყენე... შენ ამას შეძლებ! აბა შენ იცი! წავიკითხე გიორგი. კარგია. მწერლის ხელი ატყვია... კორექტურები მეც შევნიშნე, მაგრამ ეს შენს ნიჭიერებასთან არაფერ შუაშია. უფრო სერიოზული პროზისთვისა ხარ შენ უკვე მზად. იმუშავე რამდენიც შეგიძლია. მე ახლა მალე ვიღლები, თავის დროზე კი არც გარემო მიწყობდა ხელს და არც განწყობილება... შენ ეს ყველაფერი როგორმე უნდა გადალახო. ამაზე მაგარი ასაკი არ არსებობს - საერთოდ არ ვიღლებოდი, მაგრამ ვერ გამოვიყენე... შენ ამას შეძლებ! აბა შენ იცი!
26. :) გიო..... მომეწონა...... შენიშვნა არა მაქვს...... მხოლოდ თემატიკის გამრავალფეროვნებას გირჩევდი, ფილოსოფოსო! :) ძალიან მიყვარს აქ შემოსვლა და შენთან კამათი.... ;) :) :) :)) ;)) :) გიო..... მომეწონა...... შენიშვნა არა მაქვს...... მხოლოდ თემატიკის გამრავალფეროვნებას გირჩევდი, ფილოსოფოსო! :) ძალიან მიყვარს აქ შემოსვლა და შენთან კამათი.... ;) :) :) :)) ;))
25. გაიხარე გიგო, კარგად და საინტერესოდ წერ ძალიან... გაიხარე გიგო, კარგად და საინტერესოდ წერ ძალიან...
24. მოგიკითხე მეგობარო მოგიკითხე მეგობარო
23. ალალად გეტყვი ძმაო, ძალიან ამოქაჩე!
იმედი მაქვს რომ არ გაჩერდები! :) :) ალალად გეტყვი ძმაო, ძალიან ამოქაჩე!
იმედი მაქვს რომ არ გაჩერდები! :) :)
22. მეამაყები ჩემო გიგო. ნელა ნელა წინ მიდიხარ ოღონდ ეს მრავალწერტილები ცოტა... მეამაყები ჩემო გიგო. ნელა ნელა წინ მიდიხარ ოღონდ ეს მრავალწერტილები ცოტა...
20. ''დაუჯერებელი ამბები... სევდა ნაცადი... გული ფასადი... სული ნაცადი... თუმცა არამცდარი... ალღო შობილი... შნო გაზრდილი... მადა უსაზღვრო... ზღვა დაშრეტილი... ხმელეთი ადიდებული... ცა გაფანტული... მთვარე მზისიელი... მზე მთვარეული... უშნო კალაპოტი... ხრამი აღმართზე... ტიალი დაბლობზე... გაუთავებელი ტიტინი დიეტაზე. დილის დამასუსტებელი ვარჯიშები, მაგრამ - უშედეგო და ჩხუბი სასწორზე შედგომაზე. არა მე, არა მეო... გაუთავებელი კამათი კუტურიეების შეცვლაზე.'' აი ეს ნაწილი მიშლის ხელს. .ჩემი აზრით სრულიად ზემეტია. ყოჩაღ ,ძახილის ნიშნებმა მოიკლო სხვა ნაწერებთან შედარებით და ამით იგებ მხოლოდ. 5. . ``დაუჯერებელი ამბები... სევდა ნაცადი... გული ფასადი... სული ნაცადი... თუმცა არამცდარი... ალღო შობილი... შნო გაზრდილი... მადა უსაზღვრო... ზღვა დაშრეტილი... ხმელეთი ადიდებული... ცა გაფანტული... მთვარე მზისიელი... მზე მთვარეული... უშნო კალაპოტი... ხრამი აღმართზე... ტიალი დაბლობზე... გაუთავებელი ტიტინი დიეტაზე. დილის დამასუსტებელი ვარჯიშები, მაგრამ - უშედეგო და ჩხუბი სასწორზე შედგომაზე. არა მე, არა მეო... გაუთავებელი კამათი კუტურიეების შეცვლაზე.`` აი ეს ნაწილი მიშლის ხელს. .ჩემი აზრით სრულიად ზემეტია. ყოჩაღ ,ძახილის ნიშნებმა მოიკლო სხვა ნაწერებთან შედარებით და ამით იგებ მხოლოდ. 5. .
19. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი რომ უბუზოთ ოთახი ძალიან მოწყენილია და ბუზების ნავარდი მომინდა 555 :)) ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი რომ უბუზოთ ოთახი ძალიან მოწყენილია და ბუზების ნავარდი მომინდა 555 :))
18. ...მაკუცას რა თქმა უნდა ვეტანხმები, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა რომ მაინც ძალიან დაწნეხე ისევ... ვატყობ შენ, მეგობარო და კარგო კაცო, დიდი ზომის ნოველები უნდა წერო, თუნდაც იმიტომ რომ იკითხება ერთი ამოსუნთქვით... მაკუცას დავესესხები და გლიჯე ერთხელაც :) ...მაკუცას რა თქმა უნდა ვეტანხმები, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა რომ მაინც ძალიან დაწნეხე ისევ... ვატყობ შენ, მეგობარო და კარგო კაცო, დიდი ზომის ნოველები უნდა წერო, თუნდაც იმიტომ რომ იკითხება ერთი ამოსუნთქვით... მაკუცას დავესესხები და გლიჯე ერთხელაც :)
17. გიგოშა უფრო და უფრო გლეჯ......55555 გიგოშა უფრო და უფრო გლეჯ......55555
16. კარგია გიგო, ყოჩაღ! :) კარგია გიგო, ყოჩაღ! :)
15. მაგრად წერ.. შენ.. ძმა.. მაგრად წერ.. შენ.. ძმა..
14. ჰო ესე იგიი,მე დიდად პროზის მკითხველი არ ვარ ინტერნეტ სივრცეში,მაგრამ გიგოსთან მიყვარს შეხედვა,ლაღად წერს(პოეტურად), ნიკოს სტილში(ლორთქიფანიძე),თან საოცრად ქართულ სინამდვილეებს...
,,- მოდით, ბუზებს გაუმარჯოს, რომლებიც გადაშენების პირას არიან მისულნი, ჩვენი გადამკიდე..."
ჰოდა, ბოზებს- სიკვდილი,ბუზებს-სიცოცხლე!!! ჯეკ:)
=))
წარმატებები,ძმა!
ჰო ესე იგიი,მე დიდად პროზის მკითხველი არ ვარ ინტერნეტ სივრცეში,მაგრამ გიგოსთან მიყვარს შეხედვა,ლაღად წერს(პოეტურად), ნიკოს სტილში(ლორთქიფანიძე),თან საოცრად ქართულ სინამდვილეებს...
,,- მოდით, ბუზებს გაუმარჯოს, რომლებიც გადაშენების პირას არიან მისულნი, ჩვენი გადამკიდე..."
ჰოდა, ბოზებს- სიკვდილი,ბუზებს-სიცოცხლე!!! ჯეკ:)
=))
წარმატებები,ძმა!
13. 5555 ძმააას! 5555 ძმააას!
12. ხო...მემძიმა რაღაცნაირად ,გიგო.... მოგიკითხე და წარმატებები :) ხო...მემძიმა რაღაცნაირად ,გიგო.... მოგიკითხე და წარმატებები :)
11. ფინალი მაგრად მომეწონა...5 ფინალი მაგრად მომეწონა...5
10. დიდი რეალობით და სიზუსტით აღწერთ ჩვენს ყოფიერებას! ასეთი ნიჭიერება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია... გიხარეთ.... დიდი რეალობით და სიზუსტით აღწერთ ჩვენს ყოფიერებას! ასეთი ნიჭიერება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია... გიხარეთ....
9. კარგი იყო გიგო, საინტერესო :) კარგი იყო გიგო, საინტერესო :)
8. კარგია,გიგო! გაიხარე! კარგია,გიგო! გაიხარე!
7. დიდია საკმაოდ, მაგრამ მაინტერესებს ძალიან და ეჭვიც არ მეპარება, რომ შენი სხვა ნაწარმოებებივით ძალიან კარგი იქნება :) ამიტომ, დავბრუნდები აუცილებლად :) დიდია საკმაოდ, მაგრამ მაინტერესებს ძალიან და ეჭვიც არ მეპარება, რომ შენი სხვა ნაწარმოებებივით ძალიან კარგი იქნება :) ამიტომ, დავბრუნდები აუცილებლად :)
6. როგორც ყველა შენი ნაწერი - საინტერესოა და უცნაური ... ძალიან მომწონს! ...უყვარდა ჭამის პროცესი. ლუარსაბისა არ იყოს, ეგეც ზედმიწევნით იცავდა მის კანონებს... :) :) როგორც ყველა შენი ნაწერი - საინტერესოა და უცნაური ... ძალიან მომწონს! ...უყვარდა ჭამის პროცესი. ლუარსაბისა არ იყოს, ეგეც ზედმიწევნით იცავდა მის კანონებს... :) :)
5. უუფ, მომეწონა. 5 უუფ, მომეწონა. 5
4. გიგო, ძალიან კარგია, მაგრამ - მოგკლავ მაინც: უამრავი კორექტურაა გაპარული...
5! გიგო, ძალიან კარგია, მაგრამ - მოგკლავ მაინც: უამრავი კორექტურაა გაპარული...
5!
3. ძილისპირული... აკვანი დარწეული საუკუნეების წინ... დღეს კი ფატალიზმი...
სინდრომმა ახალი სახე ჰპოვა...
საინტერესო..... ძილისპირული... აკვანი დარწეული საუკუნეების წინ... დღეს კი ფატალიზმი...
სინდრომმა ახალი სახე ჰპოვა...
საინტერესო.....
2. მაგარი ხარ გიგო!!! :) ფინალი მომეწონა :-* ;) მაგარი ხარ გიგო!!! :) ფინალი მომეწონა :-* ;)
1. შენ რა მაგარი ყოფილარ ადამიანოო. სულით მდიდარი, სავსე. საყვარელი ხარ, შენ! გიგო! გაიხარეე!!!! :) შენ რა მაგარი ყოფილარ ადამიანოო. სულით მდიდარი, სავსე. საყვარელი ხარ, შენ! გიგო! გაიხარეე!!!! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|