ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთკა99
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2009


ქალბატონი

დიდი ეზო მიტოვებულს გავდა,
სახლი იდგა მდიდრული და მრუში.
ვიფიქრებდი პატრონი არ ჰყავდა,
მაგრამ ქალი დავინახე გუშინ.

საცოდავი მიცვალებულს გავდა,
სახე ჰქონდა მკვეთრი და თან სუსტი.
ეტყობოდა მას არავინ ჰყავდა.
მის თვალებში დავინახე შუქი.

ნაღვლიანი მზერით გადმომხედა
და სახეზე აუბრწყინდა ცრემლი.
და მაშინ კი მე ვიგრძენი სევდა,
რაც არასდროს არ გაქრება ჩემში.

ფრთხილად ეზოს ზღურბლი გადავლაზე,
ქალი შეკრთა, შეეცვალა სახე.
გავუყევი წინ დადებულ ბილიკს,
ის ქალი კი ზის და ჩუმად ტირის.

ჯამოვჯექი არაფერი მითქვამს.
ქალმა მითხრა - "მე ეს სახლი მიყვარს".
გამიკვირდა და მეცვალა ფერი,
სიგარეტი შევთავაზე - "კენტი".

მოვუკიდეთ და ჩავფიქრდით ორნივ.
ვერ ვიგრძენი, დრო გავიდა მგონი.
დაგვაღამდა გაუნძრევლად მჯდომრებს.
ჩვენ მივყვებით მარტოობის მორევს.

ხმას არ ვიღებთ უსიტყვოდაც გვესმის,
ორნივ ვტირით ცრემლი მოგვდის სევდის.
გვიანია... მე წავედი სახლში.
ვერ ვიძინებ, მე მაწუხებს დარდი.

მეორე დღეს მივადექი იმ სახლს,
ეზოში კი აღარავინ იჯდა.
მოწყენილმა ეზოს ჩავუარე.
ვერ ვხვდებოდი სად მივყავდი თვალებს.

ვერის ხიდთან ბევრი ხალხი დამხვდა.
მკვდარი ქალი სხვას არავის გავდა.
სახე ჰქონდა მკვეთრი და თან სუსტი,
მის თვალებში აღარ ჩანდა შუქი,
მის სახეზე კვლავ ბრწყინავდა ცრემლი
და ამ სევდას ვეღარავინ შეცვლით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები