ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Cherchez la Famme
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2009


შემეხე

შემეხე,
სხეულზე უხილავ წარწერებს თუ წაშლი,
მიტირე...
შენგან მიტოვებულ უცნაურ თამაშში
ბნელდება...
წახვედი,
ამგვარად გაშორდი ამოუცნობ საწყისებს,
მე კი უნებურად დაწყებულ თამაშში
მარტო ვარ...

შეხედე,
აქ ისევ ჩემია სამყარო ერთგვარი,
ტერფებით მიმსხვრეენ გრძნობისგან ნაშენებ
საძირკვლებს,
აზრებით ნებდება, ნელ-ნელა იმგვარად იბუდებს
თითებში,
აბიჯებს უჩუმრად ჰაერში და მერე
ჩერდება...

მიტირე,
ეს ცრემლი ხომ მაინც გავიწყებს
ტკივილებს,
ცხოვრების ხეტიალს შენგვარად ვერავინ გაუძლებს,
ნიძლავზე ვთამაშობ ბოლომდე, მე ისევ
ასე ვარ,
ვანაღდებ წაგებას,
რადგან უშენობა  გამომხრავს...

შემეხე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს