ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სპილუკა
ჟანრი: იუმორისტული
14 მაისი, 2009


დიდი შენაძენი

- ნახე, ნახე ბიჭო რა ლამაზია, ა!
- ჰო და კაი ფასიც ადევს.
- ღირს კიდეც ძმაო, ნამდვილად ღირს.
- კარგი რა, მაგ ფულად ერთი-ორჯერ კარგად ვიქეიფებდით, ანდა სულაც, აიღე და შენს ცოლს უყიდე რამე, გაახარებ მაინც.
- მოიცა რა, მოგცლია ერთი, ნახე თუ ძმა ხარ შედევრია პირდაპირ, ბუნების შედევრი.
- ხო, კაი, თუ ყიდულობ იყიდე და ნუ გადამაყოლე ამ აჩხა-ბაჩხას რა.
- ვიყიდი, აბა რას ვიზამ, ხომ შეიძლება კაცმა ერთხელ მაინც აისრულოს ოცნებბა, თან ახალ თოფს როგორ მოუხდება, დახატავს პირდაპირ.

- მაპატიე ძვირფასო, უკვე უნდა წავიდე.
- რატომ? სად გეჩქარება? უკვე მოგბეზრდა ჩემთან ყოფნა?
- რას ამბობ ცუგრი, მე მარტო შენთან ვარ ბედნიერი, მაგრამ ჩემი ბედოვლათი ქმარი უკვე მივიდოდა სახლში, თავისი კედლისთვის კიდე რაღაც ენდა ეყიდა, ამ დილას ასე გამომიცხადა _ სურპრიზიაო, ჰოდა მოათრევდა ახლა თავის ძმაკაცებს, რომ დადგეს და ეტრაბახოს - ნახეთ რა მაგარი რაღაც ვიყიდეო.
- ისე, თოფი კი მართლა მაგარი უყიდია, მაგრამ სანადიროდ წასული ეგ მე არ მინახავს და რად უნდა ვერ გავიგე.
- შენც განახა, არა?! რად უნდ კი არა, დღე და ღამე მაგ თოფს ეფერება, უკვე რამის სერენადები უმღეროს, მე ზედაც აღარ მიყურებს.
- უმღეროს მერე, მე კი შენ გიმღერებ სერენადებს ძვირფასო, მოდი ჩემთან, დაბრუნდი რა ლოგინში.
- ძალიან მიყვარხარ ძვირფასო, მაგრამ მართლა ვეღარ დავრჩები, ისედაც ძალიან დავაგვიანე.

- მოხვედი როგორც იქნა?! სად ხარ აქამდე ქალო?! მიდი რა რამე გამოგვიტანე ბიჭებს.
- რაო ვითომ რაობა გაქვთ?
- რა და ახალ შენაძენს ავღნიშნავთ, მოდი აბა შეაფასე, ნახე თოფს როგორ უხდება.
- ო, ზუსტად, ეგღა გაკლდა და ეგეც გიშოვია, ალბათ უზომოდ ბედნიერი ხარ, არა?! ეს საწყალი ირემი სადღა მოკალით?
- ჯერ ერთი, ირემი კი არა - ხარირემა, მეორეც მოვკალით არა... იტყვი რა შენც... რა უნდა ქალო ჩვენში ხარირემას, უბრალოდ ეს ხარირემა ზამთარში რქებს იცვლის, ჰოდა იმან რომ დაკარგა, ვიღაცამ იპოვა, მე კი მაგრად გამიმართლა ყიდვა რომ არავინ დამასწრო.
- ნამდვილად გაგიმართლა... ვიღაცამ კარგად ვერ მოუარა და დაკარგა, შენ კი ხელიდან არ გაუშვი და ახლა ეგ რქები ნამდვილად შენია. გილოცავ „ძვირფასო”, გულითადად გილოცავ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები