ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2009


ჩაკეტე კარი

ჩაკეტე კარი!
დალუქე ყველა გასასვლელი შენიდან ისე,
რომ მოვარდნილი გრიგალივით გზააბნეულმა,
არ მიგატოვო.

სუსტ სხეულიდან
სისხლი რომ სდის ამ მოთმინებას,
თითო ნერვით და მოლოდინით გამათრახებულს,
ოქროსფერთმიან მირაჟივით
თმაგაწეწილი,
აუხდენელი სურვილებით
გავქრები,
სანამ
გამოფხიზლდები,
სხვას ჩავიცვამ სველ ოაზისად.

ჩემი დუმილი
ნასვამია ყალბი ხმაურით,
როგორც ქვის ურო ისე ანგრევს სივრცეს სიმშვიდე
ფეხზე გამობმულ ნიღბებით
და
მინდა ვიყვირო,
რომ ახლა კიდევ უფრო მძულხარ,
ვიდრე მჭირდები.

ჩაკეტე კარი!
დაგმანე ყველა გასასვლელი შენიდან,
თორემ
ვინ იცის,
იქნებ ქვიშასავით გავყვე ზღვის ტალღებს,
ან მოვარდნილი ცუნამივით წაგლეკო,
მერე
წასვლითაც ისე დაგანგრიო, როგორც გრიგალი,
მოვარდნილი,
ანგრევს დარაბებს
ჩაკეტე კარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები