 | ავტორი: მათე ჟანრი: პოეზია 14 მაისი, 2009 |
ცალი ფრთაც საკმარისია, ამ თეთრი ფურცლის ოდენი, რომ გავფრინდე.... არა გჯერა?... გუშინ ღრუბლის ნაღველმა მომაბრუნა, თორემ უკვე მივფრინავდი... ეჰ,.... რა იშვიათად მაკითხავს ეს შენი ღიმილიც, რომ ამამზიანოს და..... მძიმეა სევდა.... მიშლის ფრენას....
ცალი ფრთაც საკმარისია-თქო და.... ფანჯრის რაფაზე ვდგავარ.... ვიშმუშნები.... ძველ დარდებს ვდევნი და არ ვაცლი მზეს და შენს ღიმილს! მანამდე...მანამდე.... ცალი ფრთაც საკმარისიაო და.... რას ავიკვიატე ნეტა, ვიცი, მაინც გამოვედები სადმე სარეცხის ძველ თოკებს, ავწყვეტავ და გავიხლართები....ისე, როგორც ნერვების უსასრულობაშია გახლართული ჩემი სხეული და სისხლძარღვთა ცახცახს აყოლილი, მიიწევს ზეცად.... ცალფრთიანთა მთელი კოჰორტა კი, ზედა სართულს მიბმული, წამწამთა ერთი დაფახულება და... გაიწელება შორი წეროების უკვე დაწერილი ქარავანივით.... რამდენი თეთრი ფურცელი უნდა გადაჭმუჭნო, ცალი ფრთის ჭრაში? დაჭრილია და მაინც, ფანჯრის რაფაზე შემდგარი, ველოდები, რომ ამიტაცოს ნასევდარმა ღიმილმა ქარის... და მერე, რომც არ მინდოდეს, ვითომ.... მაინც გავფრინდები, თუნდაც ცალი ფრთით! 14.05.09.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. უჰ...ეს რა კარგი პოეტია . სირცხვილი-მე, რომ გამომრჩა. საინტერესო კიდევ....მათე-მაია ყოფილა. უჰ...ეს რა კარგი პოეტია . სირცხვილი-მე, რომ გამომრჩა. საინტერესო კიდევ....მათე-მაია ყოფილა.
29. აჰა მეორე ფრთა მე მაინც არ მჭირდება უკვე.......................5 აჰა მეორე ფრთა მე მაინც არ მჭირდება უკვე.......................5
28. გავფრინდი..... ხომ დაგპირდით, მაინც გავფრინდები-მეთქი და..... აი ასე....;) გავფრინდი..... ხომ დაგპირდით, მაინც გავფრინდები-მეთქი და..... აი ასე....;)
27. მათე სად დაიკარგე? :( მათე სად დაიკარგე? :(
26. :) :) ველოდები, რომ ამიტაცოს ნასევდარმა ღიმილმა ქარის... :) :) ველოდები, რომ ამიტაცოს ნასევდარმა ღიმილმა ქარის...
23. ფანჯრის რაფაზე შემდგარი, ველოდები, რომ ამიტაცოს ნასევდარმა ღიმილმა ქარის... და მერე, რომც არ მინდოდეს, ვითომ.... მაინც გავფრინდები, თუნდაც ცალი ფრთით!
რა ლამაზიაააა:) ფანჯრის რაფაზე შემდგარი, ველოდები, რომ ამიტაცოს ნასევდარმა ღიმილმა ქარის... და მერე, რომც არ მინდოდეს, ვითომ.... მაინც გავფრინდები, თუნდაც ცალი ფრთით!
რა ლამაზიაააა:)
22. შენი სტილია და შენეული, თუმც უკვე ნაცნობი, მაგრამ ყოველთვის ახალი და მოულოდნელი... ამიტომაც ასევე საინტერესო!.. თავის დროზე ეს გვერდები ვერ წავიკითხე... შენი სტილია და შენეული, თუმც უკვე ნაცნობი, მაგრამ ყოველთვის ახალი და მოულოდნელი... ამიტომაც ასევე საინტერესო!.. თავის დროზე ეს გვერდები ვერ წავიკითხე...
21. მშვენიერ ლექსებს წერ, საყვარელო. გაიხარე!!! :) მშვენიერ ლექსებს წერ, საყვარელო. გაიხარე!!! :)
20. მძიმეა სევდა.... მიშლის ფრენას.... :) მძიმეა სევდა.... მიშლის ფრენას.... :)
19. ...საოცარ ბურუსში გამხვია და სულაც უფრთო ამაფარფატა... სასიამოვნო განცდაა :) ...საოცარ ბურუსში გამხვია და სულაც უფრთო ამაფარფატა... სასიამოვნო განცდაა :)
18. იმედიანი ლექსია... ცალ ფრთას შეიძლება კიდევ მოუხერხოს კაცმა რამე და ამოიყვანოს... აი, ორი კი ცოტა ძნელი იქნება... მეოცნებე მათეს, როგორ შვენის ნასევდარი ღიმილი ქარის...5 იმედიანი ლექსია... ცალ ფრთას შეიძლება კიდევ მოუხერხოს კაცმა რამე და ამოიყვანოს... აი, ორი კი ცოტა ძნელი იქნება... მეოცნებე მათეს, როგორ შვენის ნასევდარი ღიმილი ქარის...5
17. "ხომ გეუბნებოდი გაფრინდებიანო?!" :D
"ხომ გეუბნებოდი გაფრინდებიანო?!" :D
16. და მერე, რომც არ მინდოდეს, ვითომ.... მაინც გავფრინდები, თუნდაც ცალი ფრთით!
ჩემზე წერ? :)) 5 და მერე, რომც არ მინდოდეს, ვითომ.... მაინც გავფრინდები, თუნდაც ცალი ფრთით!
ჩემზე წერ? :)) 5
15. რას ავიკვიატე ნეტა, ვიცი, მაინც გამოვედები სადმე სარეცხის ძველ თოკებს, ავწყვეტავ და გავიხლართები....ისე, როგორც ნერვების უსასრულობაშია გახლართული ჩემი სხეული....
:) რას ავიკვიატე ნეტა, ვიცი, მაინც გამოვედები სადმე სარეცხის ძველ თოკებს, ავწყვეტავ და გავიხლართები....ისე, როგორც ნერვების უსასრულობაშია გახლართული ჩემი სხეული....
:)
14. ცალი ფრთაც საკმარისიაო და.... რას ავიკვიატე ნეტა,
უფრთებოდაც დავფირავდი ადრე, მახსოვს:D
ჩემი საყვარელი მაი ხარ შენ:-*
ცალი ფრთაც საკმარისიაო და.... რას ავიკვიატე ნეტა,
უფრთებოდაც დავფირავდი ადრე, მახსოვს:D
ჩემი საყვარელი მაი ხარ შენ:-*
13. კარგია .... ოღონდ ორივე ფრთაა საჭირო, ეს ნახევრად ხუმრობით :) კარგია .... ოღონდ ორივე ფრთაა საჭირო, ეს ნახევრად ხუმრობით :)
12. ჩემი ფარფატა მათე -მაიკო :-* მიხარიხარ :-* ჩემი ფარფატა მათე -მაიკო :-* მიხარიხარ :-*
11. დილა მშვიდობისა :)
დიდი პატივისცემით, განდი. არწივი.
დილა მშვიდობისა :)
დიდი პატივისცემით, განდი. არწივი.
9. ფრთხილად...თუ ფრთები შეგესხათ,წინასწარ ნუ გიხარიათ – რა იცით,საით გაფრინდებით! ფრთხილად...თუ ფრთები შეგესხათ,წინასწარ ნუ გიხარიათ – რა იცით,საით გაფრინდებით!
8. მშვენიერია!!! მშვენიერია!!!
7. გავფრინდეთ :) გავფრინდეთ :)
6. მოგიკითხე, ჩემო ლამაზო! მოგიკითხე, ჩემო ლამაზო!
5. ლამაზიაა და... მეც მინდა გაფრენააა :) ლამაზიაა და... მეც მინდა გაფრენააა :)
4. შესანიშნავია შესანიშნავია
3. ცალი ფრთაც საკმარისია, ამ თეთრი ფურცლის ოდენი, რომ გავფრინდე...
ჰოდა, მერე, ალბათ, შემოგიერთდებათ ''ცალფრთიანთა მთელი კოჰორტა''..:)
ფარფატა ნაწერია, სასიამოვნოდ რომ მიფრიალებს... მოგიკითხეთ მეც:) ცალი ფრთაც საკმარისია, ამ თეთრი ფურცლის ოდენი, რომ გავფრინდე...
ჰოდა, მერე, ალბათ, შემოგიერთდებათ ``ცალფრთიანთა მთელი კოჰორტა``..:)
ფარფატა ნაწერია, სასიამოვნოდ რომ მიფრიალებს... მოგიკითხეთ მეც:)
2. ეჰ გიო, ეგ რომ ვიცოდე... აქამდე ხომ უკვე იქ გავფრინდებოდი..... ;) ეჰ გიო, ეგ რომ ვიცოდე... აქამდე ხომ უკვე იქ გავფრინდებოდი..... ;)
1. მოგიკითხავ,მათე:)
ჰოო...ცალი ფრთაოო? დადუმ თქვა,ფრთების გარეშე ფრენაო... მეც მაგ სიმპტომები მაქვს:) რავიცი,რაღაცა ხდება საიტზე,სად მივფრინავთ ქემაინც?:)
მოგიკითხავ,მათე:)
ჰოო...ცალი ფრთაოო? დადუმ თქვა,ფრთების გარეშე ფრენაო... მეც მაგ სიმპტომები მაქვს:) რავიცი,რაღაცა ხდება საიტზე,სად მივფრინავთ ქემაინც?:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|