ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
15 მაისი, 2009


ანგელოზების სახლი.

  ღვთის შვილი.
  ღვთის მორჩილი.
  და შობილი დედის.

  ფართო ჭიშკრი ურდულის გარეშე. ერთ სართულიანი შენობა ჩამოცვენილი ბათქაშით. უსინდისო ქარის მიერ ჩალეწილი მინები და სახურავი, თუმცა უკვე კვალი შეკეთებულის ეტყობოდა, მხოლოდ ისევ მინებისა და სახურავის სახით. ერთია მხოლოდ კერა თბილი და საყვარელი იყო.
  იყვნენ აღმზრდელები, იყვნენ მასწავლებლები. იყო სათამაშოებიც. იყო გათბობაც შეშის ღუმელით.
  ზაფხულის თბილი საღამო. საძინებლის კარები მიხურული. მხოლოდ ანგელოზთა სუნთქვა ისმოდა, ისიც მიყურადებით. ეძინათ აღმზრდელებსაც.

  - გძინავს?
  - კი. შენ?
  - არა. თუ გძინავს პასუხს რატომ მცემ?
  - მძინავს. - გაჯიუტდა პატარა ათი წლის გოგონა, რომელსაც მხოლოდ ულამაზესი სახე უჩანდა. ზეწარგადაფარებული სხეული კი იკლაკნებოდა იმ სიჯიუტით როგორიც პასუხი იყო. მოუსვენარი და ანცი ვინმე იყო. უყვარდათ მისი ახირებები. ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც.
  - მითხარი აქ ვინ მოგიყვანა? - არც ათი წლის, ხალასი, პატარა ბიჭუნა ასვენებდა შეკითხვებით. მას კი ზეწარი ქვემოთ იატაკზე მოესროლა და თავისუფლების წყურვილით შეგულიანებული დაწრიალებდა საწოლზე. არ უყვარდა ზეწარი.  მშვენიერი ფართო თვალება, შავგრემანი და მოგრძო სახის პირტიტველა ბიჭუნა გაუთავებლად ჩურჩულებდა გოგონას საწოლთან. მათი საწოლები გვერდი-გვერდ იდგა.
  პასუხ გაუცემელი დარჩა მისი შეკითხვა.
  - გთხოვ მითხარი! - გაუმეორა ხელმეორედ.
  - არ გეტყვი.
  - რატომ?
  - არ ვიცი.
  - მე ვიცი.
  - რა იცი?
  - შენ ვინ მოგიყვანა.
  - ვინ?
  - ციალა მასწავლებელმა.
  - ვინ გითხრა?
  - მაიკო მასწავლებელმა.
  - მაიკო მასწავლებელს, ხომ დედიკოს ეძახი? რატომ თქვი ახლა მასწავლებელი?
  - არ ვიცი.
  - მე ვიცი.
  - რა იცი?
  - მაიკო მასწავლებელი, შენი დედიკო არ არის. აქ არავის არ გვყავს დედიკოები და მამიკოები.
  - რატომ არ გვყავს?
  - იმიტომ, რომ შენც ციალა მასწავლებელმა მოგიყვანა.
  - ვინ გითხრა?
  - მაიკო დედიკომ.
  - შენ რატომ დაუძახე დედიკო?
  - არ ვიცი.
  ორივეში საოცარი მსგავსება იყო გარეგნული და სულიერიც. თუმცა ტყუპები არ იყვნენ.

* * *
  მეორე ღამე.
  ჩამქრალი სინათლე.
  ფანჯრებიდან შემომავალი მთვარის შუქი.
  ისევ საწოლში.

  - გძინავს? - საუბრის წამომწყები, ყოველთვის პატარა ბიჭუნა იყო.
  - კი. შენ?
  - არა. დღეს ძალიან ლამაზი იყავი.
  - შენც ძალიან ლამაზი ხარ!
  - შენ რა იცი?
  - ყოველდღე ერთად ვართ?!
  - გინდა გავიპაროთ?
  - არა.
  - რატომ?
  - სად წავიდეთ?
  - დედიკოები მოვნახოთ.
  - ვერ ვიპოვით.
  - რატომ?
  - იცი სად ცხოვრობს შენი დედიკო?
  - არა. შენ?
  - არც მე. ამიტომ ვთქვი სად წავიდეთ-მეთქი.
  - ვიცი სად უნდა ვეძებოთ.
  - სად?
  - გარეთ.
  - როგორ?
  - აი, თუ გავიქცევით ვიპოვით.
  - მეშინია...
  - რისი?
  - გარეთ გასვლის. ჩვენ ხომ ჭიშკრის იქით არ გავსულვართ.
  - მერე რა?! გავალთ. კარებს მე გაგიღებ. პირველი შენ გაიქცევი, მერე მე წამოვალ.
  - რატომ პირველი მე? მერე რომ დამტოვო? - გამჭვირვალე ცრემლებმა იწყეს ჩამოგორება გოგონას ლოყებზე.
  - არ დაგტოვებ. შენ ხომ გჯერა ჩემი?
  - კი, მჯერა, მაგრამ...
  - ნუ გეშინია. მე შენთან ვიქნები.

  ჩურჩულის ხმაზე დირექტორმა შემოიხედა საძინებელ ოთახში, თუმცა უკვე სრული სიჩუმე სუფევდა.

* * *
  მეორე ღამე.
  ჩამქრალი სინათლე.
  ფანჯრებიდან შემომავალი მთვარის შუქი.
  ისევ საწოლში.

  - გძინავს? - ისევ ბიჭუნა.
  - კი. შენ?
  - არა. დღეს უფრო ლამაზი იყავი.
  - შენც დღეს უფრო ლამაზი ხარ! - მორცხვად გასცა პასუხი პატარა გოგონამ.
  - ისინი ვინ იყვნენ, საჩუქრები რომ მოგვიტანეს?
  - სხვისი დედიკოები და მამიკოები.
  - შენ რა იცი? - შეეკითხა ბიჭუნამ.
  - დედიკომ მითხრა.
  - ძალიან ლამაზი კაბა იყო. ძალიან გიხდებოდა.
  - ამ კაბით წამოვალ კარგი?
  - კარგი.
  - შენს გიხდება ახალი შარვალი.
  - მე იმ სუსტმა ძიამ მაჩუქა.
  - ხო ვიცი.
  - დავიძინოთ კარგი?
  - დავიძინოთ.
  - ძილინებისა ფიფქია.
  - ძილინებისა ნებიერა.

* * *

  ღვთის შვილი.
  ღვთის მორჩილი.
  და შობილი დედის.

  ფართო ჭიშკრი ურდულის გარეშე. ან რად სჭირდება ურდული სიცოცხლეს?
  ეს შენობა ხომ სამშობიაროა.

  - ჩქარა ექიმი! ჩქარა-მეთქი ადამიანო! აქ რას დგახარ?
  - ახლავე. მოდის უკვე. მიმიშვით მშობიარესთან. დამითმეთ გთხოვთ! - თხოვნა ექთნის არც კი ესმოდა ქმარს. მას დედ-მამაც ახლდნენ. გოგოს რა თქმა უნდა არა, რადგან ძველების ნათქვამიაო: თუ ქალიშვილის მშობლები მშობიარობას ესწრებიანო აუცილებლად გაუჭირდებაო. როგორც იქნა დაცხრა ქმარი, მეუღლის ნუგეშით და საკაცით მომარჯვებული ექთნები მიუშვა მშობიარესთან. თუმცა არ დასჭირდა საკაცე. ტკივილებმა იკლო და ქმარმა, სამშობიარო ბლოკის კარამდე ააცილა.
  - იქნებ დაესწროთ მშობიარობას. - იყო შეთავაზება ექიმის.
  - გმადლობთ, ვერ შევძლებ.
  - კარგით. ჩაბრძანდით ქვევით და დაელოდეთ. შეგატყობინებთ.
  ასეც მოიქვა. სამშობიარო ეზოში უკვე შეკრებილიყვნენ ნათესავები, მეგობრები და ახლობლები. სასმელიც მოეტანათ. იქვე მაგიდაზე გაეშალათ სუფრა და იყვნენ მოლოდინში.
  - რაო ბიჭო ექიმმა?
  - დაელოდეთო.
  - ჰაა... რა გაფითრებულხარ ადამიანო? კაცის ფერი არ გადევს.
  - არაუშავს, გამივლის. მამაჩემი სადაა?
  - ეგერ, მანქანაში ზის. ხომ იცი ფეხზე დგომა არ შეუძლია ადამიანს. ახალი ნაოპერაციევია.
  - კარგი, მეც ჩავჯდები.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები