ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
17 მაისი, 2009


ანგელოზების სახლი. (გაგრძელება)

* * *
  სასოწარკვეთა...
  ნუგეში...
  გაწბილება...

  - მეშიანია მამა.
  - რა იყო ბიჭო, კაცი არა ხარ?
  - კაცი ვარ მამა, მაგრამ ეს ხომ ნაადრევი მშობიარობაა. მეშინია.
  - არაფრის შეგეშინდეს შვილო. შენ შვიდ თვიანი ხარ, მაგრამ არაფერი მოგსვლია. უბრალოდ შენც იჩქარე და აი შედეგიც... - გაიღიმა მამას. - აბა როგორ გინდოდა შენ?
  - არ ვიცი მამა.
  - დამშვიდდი შვილო. ყველაფერი კარგად იქნება.
  - კარგი მამა.
  ადგილს ვერ პოულობდა მომავალი მამა. გადმოვიდა მანქანიდან. შენობას უკვე მესამედ შემოუარა. ხელები ჯიბეში ჩაეწყო და ასე თავაუწევლად ბოლთას სცემდა უკვე შესასვლელ კართან. ახლობლები, ნათესავები, მეგობრები თანაგრძნობის თვალებით უცქერდნენ მშვენიერ ჭაბუკს. ისევ ისურვა მანქანაში ჩამჯდარიყო, მაგრამ მანქანასთან მისულს თავისუფალი ადგილი აღარ დახვდა.
  - გინდოდა რამე ძმა?
  - არაფერი.
  - მოდი დაჯექი. მე გადმოვალ, მოდი.
  - მადლობა გოჩა.
  - არაფრის მეგობარო.
  ისევ მამის გვერდით დაჯდა. მამა საჭესთან იჯდა და თითებით მუსიკალურ კომპოზიციას ასრულებდა საჭეზე. თუ რა მელოდიას ასრულებდა გაურკვეველი იყო.
  - გოჩა, გოჩა! - გასძახა მეგობარს.
  - ხო!
  - მოდი აქ ერთი წუთით. შენი მეუღლე როგორ არის?
  - ნუ, რა გითხრა მეგობარო... ნორმალურად. ორსულობა არც ისე კარგად მიდის, მაგრამ ექიმები გვაიმედებენ, ყველაფერი კარგად იქნებაო.
  - ძალიან კარგი. იმედს ნუ დაკარგავ.
ზარი გოჩას მობილურზე.
  - ერთი წუთით. ხო, გისმენთ!
  - შვილო მე ვარ. - გაისმა მობილურ ტელეფონში დედის ხმა.
  - გისმენ დედა, გისმენ!
  - შვილო, სასწრაფოდ მოდი სახლში. მაიკო ცუდათაა.
  - მოვდივარ ახლავე... - თქვა და გათიშა ტელეფონი.
  - რა მოხდა?
  - მაიკოა ცუდათ. შესაძლებელია აქ მოსაყვანი გამიხდეს. ღმერთო მიშველე!
  - წამოგყვები.
  - რას ამბობ? შენ აქ დარჩი, ახლა ჩემი თავი გაქვს?
  - მამა გადადი მანქანიდან, ჩვენ წავალთ.
  - კი შვილო.
  - ჩაჯექი გოჩა.
  მანქანა ქაფრინდა...

* * *
  სამშობიაროს ბლოკამდე მიცილების შემდეგ  სამი საათი გავიდა.
  მანქანა სამშობიაროს ეზოში შევიდა.
  მანქანიდან მაიკო გადმოიყვანეს და საკაცეზე დააწვინეს.

  - მამა აქ რა ხდება? რა დღეში ხართ? - იკითხა გონს მოსულმა მომავალმა მამამ. - რა გატირებთ ხალხნო?
  - დაწყნარდი შვილო, გთხოვ! შენ ძლიერი ხარ, არაფერს შეუშინდები. აქ მოდი. მინდა რაღაც გითხრა. - გაიყვანა შვილი მამამ. ქალებს მოარიდა.
  - შვილო, ყველაფერი ცუდათ დამთავრდა.
  - როგორ თუ ცუდათ?
  - ბავშვი მკვდარი დაიბადა.
  - ღმერთო... მამა! რას მეუბნები, მამა? ეს როგორ მამა? რატომ? რატომ? რატომ? - ღრალებდა აწ უკვე, ისევ, მეუღლის სტატუსის მქონე ვაჟკაცი.
  - შვილო, მომისმინე! მომისმინე-მეთქი, რომ გეუბნები! შემომხედე თვალებში. არ გიხდება ეგ საქციელი შენ. ძალა მოიკრიბე და თამრიკოსთან შესახვედრად მოემზადე. შენს მეტი ამას ვერავინ ეტყვის. თან გახსოვდეს. წლები წინაა... ბავშვები იქნებიან. დაიმახსოვრე ეს ჯადოსნური სიტყვა. ეს მეუღლეს უნდა უთხრა.
  - გავიგე მამა, მაგრამ რატომ მამა, რატომ?
  - ალბათ ღვთის ნებააა, შვილო.
  - და ჩემთვის მოიცალა, მხოლოდ ღმერთმა დღეს?
  - ნუ მკრეხელობ შვილო. საზიანოა ეს სიტყვები.
  - მაშინ რა ვიფიქრო, მამა? ეს პაწაწინა, ხომ ჩვენი ცხოვრების საწყისი იყო. ის ხომ... ის ხომ...
  - მესმის შვილო, მაგრამ... აი, გახედე! ნახე ბავშვის გასაყვანად მოვიდნენ. დღეს მათ ოჯახში თოფი გავარდება თუ ბიჭია, ან არაფერი გავარდება თუ გოგოა. - ოდნავ ჩაეღიმა მამას. - მაგრამ ქეიფი ხომ მაინც იქნება? ე.ი. დღეს ღმერთმა სხვა გააბედნიერა. კიდევ, შენ დაგანახა მომღიმარი მამის სახე.
  თავჩაღუნულმა მამას ახედა, მხრებზე ხელები დაადო და გულში ჩაიკრა. მაინც ქვითინებდა ჭაბუკი.
  - დედა!
  - ჰოო... შვილო?
  - კიდევ მეყოლება შვილები.
  - ჰოო... შვილო!
  - ბიჭი დავკარგე.
  მამის შემდეგ დედას გადაეხვია ჭაბუკი.

* * *
  ასავლელი კიბეები.
  მაღლა სულ მაღლა ღრუბლებს იქით...
  ჩასასვლელი კიბეები.
  დაბლა სულ დაბლა მიწის იქით...

  იმ დღეს წვიმდა.
  იმ დღეს გოჩას ცრემლიც არ აცდენია მიწას.
  - გოგონა დავკარგე.
  მამის შემდეგ დედას გადაეხვია გოჩა.


  - გახსოვს შვილო მითხარი  ჩემთვის მოიცალა, მხოლოდ ღმერთმაო დღეს?
ნიშნად თანხმობისა თავი დაუკრა შვილმა.
  - ჰოდაა, მე კი დავამატებ: ღმერთს ყველასთვის სცალია. ეს ჩვენაა ვერ ვიცლით მისთვის. ყოფიერებას ვუჩივით მხოლოდ.
  არაფერი თქვა შვილმა. თვალებში მზერით შემოიფარგლა მარტო.
  - რა გჭირს შვილო?
  - თამრიკო სადაა?
  - სად უნდა იყოს?! სახლშია.
  - თამრიკო!
  - აქ ვარ საძინებელში.
  - როგორ ხარ, სიხარულო?
  - არ ვიცი... - უარყოფის ნიშნად მხრები ასწია ზევით, შემდეგ ფეხები მოხარა და მშვენიერი სახე მუხლებს დაადო. ერთ წერტილად მეუღლის თვალი აირჩია.
  - გინდა ეკლესიაში წავიდეთ?
  - მინდა! - დაუფიქრებლად წარმოსთქვა სიტყვები და სასწრაფოდ ჩაცმას შეუდგა.
გაკვირვებული ჭაბუკი თვალის ცეცებით აღიქვამდა მის ყოველ გადაადგილებას ოთახში.
  - წავედით.
  - თამრიკო?! მე არ ჩამიცვამს ჯერ.
  - მერე რას უყურებ? დროზე ჩაიცვი.
  - კარგი, მაგრამ იქნებ დამელოდო და ერთად წავიდეთ. ვხედავ გარბიხარ.
  - კი, საყვარელო დაგელოდები, ოღონდ ეზოში, კარგი?
  - კარგი.
  სჯობს ასაკთან შედარებით ბრძენი იყო...
  ვიდრე ბრძენი ასაკის გარეშე!!!

* * *
  - რა გჭირს შვილო?
  - მაიკო სადაა სადაა?
  - სად უნდა იყოს?! სახლშია.
  - მაიკო!
  - აქ ვარ საძინებელში.
  - როგორ ხარ, სიხარულო?
  - არ ვიცი... - უარყოფის ნიშნად მხრები ასწია ზევით, შემდეგ ფეხები მოხარა და მშვენიერი სახე მუხლებს დაადო. ერთ წერტილად მეუღლის თვალი აირჩია.
  - სანამ იქნები ჩაკეტილი ითახში?
  - არ ვიცი.
  - წამოდი, ჰაერზე მაინც გამოდი. იქნებ მოგიხდეს.
  - არ მინდა. თავი დამანებე, გთხოვ!
  - არ შემიძლია პატარა. შენ ჩემი პატარა ანგელოზი ხარ.
  - არ ვარ მე ანგელოზი. შვილი მოვკალი.
  - შენი ბრალი არ არის საყვარელო.
  - მაშინ ვისი ბრალია?
  - ჩემი.
  - მატყუებ. - ულამაზესი სახე დაჭკნოდა სევდისაგან მაიკოს.
  - არა ძვირფასო, არ გატყუებ.
  - მაშინ, ამიხსენი შენ როგორ მოკალი.
  - არ მომიკლავს. ისევე როგორც შენ. ის მოკვდა, მოკვდა.
  - არ მჯერა. ექიმებმა სხვა თქვეს. ის სრულიად ჯანმრთელი დაიბადებაო.
  - ექიმიც ადამიანია. შეცდომა კი ყველა ადამიანს მოსდის.
  - დამტოვე, გთხოვ!
  - კარგი. ოღონდ ერთი პირობეით. ეს ყველაფერი დიდი ხნით არ უნდა გაგრძელდეს. ფსიქოლოგთან ვივლით.
  - ვნახოთ.
უთქმელად დატოვა ოთახი გოჩამ.
  - რა გითხრა შვილო? დაგთანხმდა?
  - ვნახოთო.
  - ეს უკვე კარგია.

* * *
  ფიფქია და ნებიერა...
  ანგელოზების ბედნიერი დღე.
  თავისუფლება ახლოვდება.

  - გძინავს? - ისევ ბიჭუნა.
  - კი. შენ?
  - არა.
  - რატომ?
  - დაგავიწყდა დღეს უნდა გავიპაროთ.
  - არ მინდა.
  - რატომ გადაიფიქრე?
  - გითხარი, რომ მეშინია.
  - მეც გითხარი ჩემთან ნუ შეგეშინდება-თქო.
  - როგორ გავიქცეთ?
  - ვიცი როგორც უნდა გავიპაროთ.
  - როგორ?
  - ტუალეტიდან.
  - იქიდან როგორ?
  - იქ პატარა ფანჯარაა და გავძვრებით.
  - მაღალია. მეშიანია!
  - მე აგწევ. მხრებზე დამადგები და გადაძვრები. მერე მე გადმოვძვრები.
  - მერე ყურშა, რომ აყეფდეს?
  - არ აყეფდება. ის გვიცნობს. მე ძალიან ვუყვარვარ. მეც მიყვარს.
  - მაშინ წავიყვანოთ, რადგან მეც მიყვარს. შენ, რომ მიყვარხარ ხომ მომყვები?
  - ჰო წავიყვანოთ.
  - გაიხედე. უნდა ჩავიცვა ჩემი კაბა.
  - არ მინდა. მინდა გიყურო. რა მოხდა მერე?
  - ტრუსიკით ვარ.
  - მეც. მაშინ შენც არ მიყურო. რატომ მიყურებ ხოლმე?
  - იმიტომ, რომ შენც მიყურებ.
  - ძალიან მიყვარხარ. შეიძლება გაკოცო?
  - კი შეიძლება.
თბილი ლოყები ერთმანეთს მიედო. კოცნის მაგივრად უკბინა ბიჭუნამ.
  - დებილოო! არ მინდა შენთან, არ წამოვალ.
  - კარგი. მოდი შენც მიკბინე.
ისევ თბილი ლოყები ერთმანეტს მიადვეს. ამჯერად კუდრაჭამ უკბინა.
  - მეტკინა. ასე მაგრამ არ მიკბენია.
კისკისი ვერ შეიკავა ფიფქიამ.
  - ჩუუ... ჩუმად გაგიჟდი? ჩქარა ჩაწექი საწოლში, ახლა შემოვლენ.
  ორივენი სწრაფად მოექცნენ ზეწრის ქვეშ.

  - ნებიერა წამოხტი ზეზე, ჩქარა!
ნებიერას თითქოს არაფერი ესმოდა. ყურიც არ ათხოვა მასწავლებელს.
  - ჩქარა-მეთქი, რა ვთქვი მე? დროზე თორემ წამოვყარე ყველა.
წამოხტა ლოგინიდან ნებიერა.
  - შენ იყავი?
  - არა.
  - ვიცი, რომ შენ იყავი, რადგან შინ ზეწარი გეხურა. არადა ყოველთვის შენი ზეწარი იატაკზეა.
  - მე ვიყავი. - გამოტყდა ნებიერა.
  - მოდი ჩემთან, ჩემო ანგელოზო!
  - გისმენ დედიკო.
  - რატომ ცუღლუტობ და იცინი ღამით? ვის აწვალებ ან ელაპარაკები?
  - ფიფქიას. - დაუფიქრებლად გასცა მეწყვილე.
  - მე არა დედიკო, მე არ ვყოფილვარ. - გასცა საკუთარი თავი ფიფქიამ.
თავი შეიკავა სიცილისგან მასწავლებელმა.
  - აბა, დაწექით ახლა და თქვენი ხმა არ გავიგო. სხვებს ძინავთ აქ, თქვენს გარდა.
  - ძილინებისა დედიკო.
  - ძილინებისა ნებიერა.
  - ძილიმებისა დედიკო.
  - ძილინებისა ფიფქია.
  გეგმა ჩაეშალათ.

  ფიფქია და ნებიერა...
  ანგელოზების ბედნიერი ღამე.
  თავისუფლება ახლოვდება.

* * *
  ათი წლის წინ.

  - ქალო, იქნებ „ჩუსტები“ მომიტანო, რაა... დღეს მთელი დღეა ფეხზე ვდგავარ.
  - რას ოხრავ ადამიანო?
  - არაფერს. უბრალოდ ჩუსტები გთხოვე.
  - სად იყავი? ორი დღეა არ გამოჩენილხარ.
  - სამსახურში. სად უნდა ვყოფილიყავი?
  - მე რა ვიცი?! მიბარებ, რო სად მიდიხარ?
  - ვითომ რატომ უნდა გიბარებდე?
  - ცოლი ვარ შენი.
  - ცოლი არა, იხვის ტოლმა...
  - რა აუტანელი ხარ. ორსულებსაც ესე ექცევი?
  - არა. მარტო შენ. ნერვებს მიშლი იდიოტური კითხვებით.
  - ნუ ბღავიხარ ისე თითქოს, სახლში კაცი კი არა ძროხა მოთრეულიყოს.
  - საჭმელი რა გვააქვს?
  - ჭირი და არ გადარჩენა.
  - ნორმალურად მიპასუხე, თორემ მომიწევს დედაშენი გავიხსენო.
  - სანამ გაიხსენებდე, მანამ საფლავი გაითხარე. ნათქვამს ასრულება სჭირდება. ასე, რომ ნიჩაბი ჩემზე იყოს.
  - ენააა ნუ წაიგდე ქალო. მე მხოლოდ საჭმელი ვიკითხე. გვაქვს თუ არა. მართლა დავიღალე.
  - მერე? თუ დაიღალე, ეგ ფეხები ჩამოდევი მაგიდაზე, ცოტა სისხლი თავისკენ წავიდეს, რა იცი რა ხდება?! ეგებ ტვინს მკვებავი სითხე მოაკლდა.
  - ისევ შენსას მიერეკები რაა... საჭმელი გვაააქვს?
  - კი. სამზარეულოშია.
  - მომიტანე.
  - უკვე გაწყობილია თქვენო აღმატებულებავ.
  - მერე, ჩემი ფეხები?
  - რა ჩემი ფეხები... რა ჩემი ფეხები? - სიცილი ვერ შეიკავა ქალბატონმა დიასახლისმა.
  - რა და ამ ჩემს ფეხებს... მოსვენება უნდაო არ მითახრი?
  - გითხარი. - განაგრძობდა სიცილს ქალბატონი დიასახლისი. - ახლავე მოგიტან!
  - გაგახარებს ღმერთი.

უხსენებელის სახელი ღმერთმა ახსენაო პირველად.
რისთვის?!

  - კარგი იყო საჭმელი?
  - შენ არაჩვეულებრივად აკეთებ ყველაფერს ჩემო ჩიტუნია.
  - იქნებ ეს ჩიტუნია ცოტა სხვა ნოტებზე აგემღერებინა ჰაა?
  - აბა მითხარი რა გინდა?
  - არაჩვეულებრივი შუბა ვნახე ძვირფასო.
  - აჭიკჭიკდა ქალბატონი. გიყიდი და შემდეგ ერთი კვირით იჟღურტულებ. ხოლო ერთი კვირის შემდეგ ვაი საცოდაო გინეკოლოგო! ღმერთის არ გწამს? რა დაგიშავე?
  - არ მწამს. შენი მწამს და შენი ფულების. რა განა როცა მოგყვებოდი არ გამიფრთხილებიხარ?
  - კი როგორ არა.
  - აბა მოეშვი წუწუნს. ჩემო წღარბუნია და მიყიდე შუბა. ხო?
  - წავიდეთ. გიყიდი.
  - ფასი არ გაინტერესებს?
  - კი.
  - მაშინ, რატომ არ იკითხე?
  - ისე უბრალოდ. ალბათ სამი ათასამდე.
  - არა საყვარელო. თექვსმეტი.
  - რაა? გაგიჟდი შენ?
  - არა ჩომო ზღარბუნია. არ გავგიჟებულვარ. აბა როცა წვეულებებზე მოგიწევს წასვლა შენი ცოლი სხვებზე უკეთესად არ უნდა გამოიყურებოდეს?
  - ოოოჰ ღმერთო. რაც ვიშოვე. შენ უნდა შეჭამო? გუშინ ავიღე ეს ფული. ორი თვე ველოდებოდი დასაწვავს...
  - ჩათვალე უკვე დაიწვაა... -უთხრა და საჩვენებელი თითით, გამოწყობილმა მეუღლემ, კარისკენ მინიშნა.
  - ჰო, მოვდივარ.

  უხსენებელმა  ღმერთის სახელი ახსენა.
  რისთვის?!
  დახმარებისთვის.

* * *

  ფიფქია და ნებიერა...
  ანგელოზების ბედნიერი ღამე.
  თავისუფლება ახლოვდება.


  - გძინავს? - ისევ ბიჭუნა.
  - კი. შენ?
  - არა.
  - რატომ?
  კითხვას სხვა მოსაზრებით უპაუხა:
  - ფიფქია შენ ანგელოზი ნომერი პირველი იყავი კარგი?
  - კარგი.
  - მე ანგელოზი ნომერი ორი ვიქნები.
  - რა კარგია! მე პირველი შენ მეორე.
  - პირველო, რატომ გვეძახიან დედები ანგელოზებს?
  - იმიტომ, რომ ალბათ ისევ წეროებმა მოგვიყვანეს აქ სახლში.
  - წეროებს ჩვენ არ მოუყვანივართ. იტყუები. ძალიან კარგად იცი შენ და მეც, რომ ჩვენ თვითონ გავჩნდით აქ, როგორც ანგელოზები ჩნდებიან ხოლმე იქ სადაც მათ ეძახიან. ჩვენც დაგვიძახეს და მოვედით.
  - მაშინ რატომ არ გვახსოვს ნომერო ორო, ჩვენი აქ მოსვლის დღე?
  - იმიტომ, რომ ჩვენ ციდან ჩამოვფრინდით. და იმიტომ, რომ ისეთი სიჩქარით მოვფრინავდით გზაში ყველაფერი დაგვავიწყდა.
  - ე.ი. ჩვენ კოსმოსელები ვართ, არა?
  - ხო. ანგელოზები ხომ კოსმოსში ცხოვრობენ.
  - მაშინ ჩვენ აქ რატომ ვცხოვრობთ?
  - იმიტომ, რომ ანგელოზებს დედამიწაზეც აქვთ უფლება იცხოვრონ. მათ შორის ჩვენც. ეს ჩვენი სახლია, მაგრამ ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ანგელოზების კოსმოსური  უფლებით და თავისუფლება მოვიპოვოთ. დროებით მაინც.
  - ძალიან მინდა თავისუფლება!
  - მეც მინდა პირველო.
  - დღეს ისევ ვერ შევძლებთ გაპარვას.
  - ძილინებისა პირველო!
  - ძილინებისა ნომერო ორო!
  ჩურჩული დამთავრდა.

* * *
  ათი დღის წინ.

  ქალაქს ქარბორბალა დაატყდა თავს. სახურავები გადახსნა თითქმის ყველა სახლს. მხოლოდ ანგელოზების სახლი დარჩა მტკიცედ. ახალი გარემონტებული, კარგი ოსტატების მიერ შეკეთებული, მტკიცე გამოდგა. გამოცდაც წარმატებით ჩააბარა შენობამ და ოსტატებმაც. ურყევად იდგა და იფარავდა ანგელოზებს.

  - დღეს ბავშვთა სახლში ვიყავი.
  - ჰოო? რა გინდოდა?
  - მეცოდება პატარები და თან  იმ უბნის ინსპექტორი ვარ.
  - შენი მეწყვილე სად გაუშვი? არ უნდა გესადილათ ერთად?
  - არა. დღეს გადაწყვიტა სახლში ვისადილებო.
  - აჰა. საჭმელი გაუკეთა ალბათ ცოლმა ხო?
  - ალბათ?!
  - მე თუ მკითხავ ეგ არაფრის ღირსი არ არის. სწორადაც ექცევა მისი ცოლი.
  - რას ერჩი მაგ ადამიანს?
  - მე არაფერს. ხალხი ლაპარაკობს მის მიერ ჩადენილ ცუდ საქმეებზე. არაფერზე დაიხევს უკან. მეშინია შენც არ გაგრიოს რამეში, არ მოგწამლოს. მეწყვილეები ხართ ბოლოსდაბოლოს.
  - არ ინერვიულო ძვირფასო. მოვითხოვ გადამიყვანონ სხვასთან. ყველა ხომ ეგეთი არ არის?
  - მე კი პირიქით ვფიქრობ. ყველა ისეთივეა როგორც შენი მეწყვილე. შენ ის ერთადერთი გაცოცხლებული კუკარაჩა ხარ  რომელსაც ასე ძალიან ვუყვარვარ და ვენატრები ყოველთვის. დაანებე თავი იქ მუშაობას. არ შეიძლება სხვაგან იშოვო რამე?
  - დღეს სიხარულო კაცის გარეშე არაფრი კეთდება. არც ჩემს სამსახურში. თითქოს არავითარი კორუბციაო, მაგრამ აბა გაიხსენე რამდენი მომთხოვეს? ბინაც ჩავაგირავათ ჩემი სამსახურის გამო. დაგავიწყდა? უბრალოდ კარგი ისაა, რომ მაღალი ანაზღაურებაა და დაზღვეულიც ხარ. ოღონდ სიკვდილისაგან და სამსახურის დაკარგვისაგან არა. ბოზებს რა გამოლევს...
-  გთხოვ მიატოვე.
  - არ გამოვა ძვირფასო. ვერაფერს შევჭამთ. სხვა სამსახურიდან ნაშოვი ფულით ვერ ვიცხოვრებთ. სხვა კუკარაჩებს ვერ მივატოვებ კიდევ. არიან ჩვენთან თითზე ჩამოსათვლელი კუკარაჩები, რომლებიც ძალიან მიყვარს. მათ ვუღალატო? ჩემი წასვლით ხომ ერთით ნაკლები კუკარაჩა ეყოლება საქართველოს. განა ეს ცოტაა?
  - კარგი ძვირფასო. დარჩი, მხოლოდ ფრთხილად იყავი , რამე ხიფათს არ გადაეყარო შენი ნაგავი მეწყვილის გადამკიდე.
  - ხვალვე დავწერ განცხადებას უბნის შეცვლაზე, მაგრამ იმ უბანში ბავშვთა სახლი უნდა იყოს. ერთი უბანი ვიცი სადაც ბავშვთა სახლია, აი ზემოთ რომ აუყვები იქვეა მეორე ასახვევში. ბავშვთა სახლს - ანგელოზების სახლი ჰქვია. ხომ კარგი სახელია?
  - ძალიან!
  - კარგი სიხარულო ახლა უნდა წავიდე. საჭმელი არაჩვეულებრივი იყო.
  - თითქმის არაფერი გიჭამია. როგორ გაუგე გემო?
  - სიტყვები გაქვს გმრიელი ძვირფასო.
  - მოდი გაკოცო. მიყვარხარ!
  - მეც მიყვარხარ!
  - ფრთხილად იყავი.

* * *
  გაქცევა.
  თავისუფლება.
  სიყვარული.
  ოცნება.
  სილამაზე.

  გაფანტული ნისლი ღამეში... მჭიდრო ჰაერი სხეულთან... გრძნობა ოცნებაში შეფერილი... სილამაზე გაოცებულ თვალებში... სურვილი გათავხედებული... ლანდი თავისუფლების... სილუეტი სიყვარულში... გაქცეული წაქცეული... ფესვები ჰაერში... ტოტები მიწაში... ფოთლები ცაზე... გული ლანგარზე... სული ტატამზე... ჭიდილი ნაგავზე... შფოთვა ასფალტზე... ნაკვალევი თვალებში... საძებნი მხოლოდ ღმერთი!


  - გძინავს? - შეეკითხა ნებიერამ.
  - კი. შენ?
  - არა.
  - რატომ?
  - დღეს საბოლოოდ გავაწყვიტე წავიდეთ აქედან.
  - მართლა?
  - ჰო.
  - მაშინ ჩავიცვა?
  - კი. მეც ჩავიცვამ.
  დაეძაბათ თვალები. დაეჭიმათ კუნთები ფრთხილი სიარულისაგან. გოგონას ხელები მაღლა ჰქონდა აწეული. ნებიერა, ჩვენი ბიჭუნა კი თითქმის ჩამუხლული მიდიოდა. სარკმილად შემოსული მთვარის შუქის წყალობით მათი ყოველი უნებლიე მანერები კადელზე აისახებოდა ლანდის სახით, ორივენი ერთად ძალიან წააგავდნენ დონ კიხოდსა და სანჩო პანსას. უბრალოდ დონკიხოდი ამ შემთხვევაში მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო. თუმცა მოძრაობაში ქარის წისქვილადაც გადაიქცეოდა ხოლმე კედელზე, მისივე აწეული ხელების წყალობით.
  ორივე პერსონაჟი მშვენივრად განასახიერა ჩვენმა ფიფქიამ კედელზე ლანდის სახით.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს