ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2009


ორი სონეტი


1    მაისის  დილის  ექსპრომტი    ფლე-შს 
                 
          / ტრიპტიქი  -  ,, სამი  პოეტის ’’  გამო /


ვიდრემდის  პოეტს  აღტაცების  შესწევს  უნარი,
ვეღარ  შეურყევს  ვერა  სენი  სულის  სიმრთელეს!..
ლოცვა-ლექსებად  იწვის  ვიდრე  სულიც  უნავლოდ,
ვიდრე  დღეს  ლექსით  იღამებს  და  ლექსით  ითენებს...

ვით  გაიკარებს  ცის  სილურჯე  სნებას  შავ-ყვითელს,
შუბლი  პოეტის  -  სუროს  გვირგვინს  და  ყალბ  დიდებას?!.
ერთხელ  იქნება  -  ობლის  ცომიც  უნდა  გაღვივდეს
და  მკერდის  თონით  გულიც  კვერად  ამოფრინდება...

ბედისწერაა,  -  როს  მეცხრე  ცის  ჰავით  ითვრები
და  ყვითელ  კვამლით  ააყროლებს  არეს  ფინდიხი...
და  პოეტებიც  მოზელილნი  რომ  ვართ  იმ  თიხით  -
სითბო-მადლს  დღემდე  რომ  ინახავს  უფლის  თითების!..

-  დილის  მადლივით  შევიწიე  შენი  ტრიპტიქი
და  კიდევ  ერთხელ  ავუქშიე  სუსხს  გაფითრების!..

                                                                                                                                                                                                    1.  5.  2009



ბედისწერისგან    დაბრიყვებულისა


ჟამი  მომდგარა  ჭირთაღრიცხვის... -
                უბრად,  უჩუმრად
ლანდი  სიბერის
                ჩემს  ერდოზე  წამოტუზულა...
-  წამით,  წარსულში
                ბალღს  დავლანდავ  ობოლს,  ბუნჩულას
და  უმალ  ხსოვნას  აამტვერებს
                  ქარი  ზუზუნა...

ეგზომ  უწყინარ  ხილვასაც  რომ
                  უნდოდ  დაბინდავს,
ვინც  და  რაც  არის  -
                  ასე  ნეტავ  სხვაზეც  თუ  ზრუნავს?!.
-  შორს  ყრმას  შევავლებ  მეოცნებეს
                  მზერას  წამით  და
მსწრაფლ  ნისლის  ფარდას  ჩამოუშვებს
                  ქარი  ზუზუნა...

გაკრთება  ზოგჯერ  სიჭაბუკეც
                  ცრემლის  ღრუბელში,
გაწბილების  და  ღალატისგან
                    რომ  მობუზულა
და  როს  მსურს  -  წამით 
                    შორით  მაინც  მივენუგეშო,
მასაც  მაშინვე  ჯანღში  გაჰხვევს
                    ქარი  ზუზუნა...

-  როდემდის,  ჩემო  ბედისწერავ,
                    ასე  უხეშად
შენ  სილა  მაწნა  -
                    მე  კი  ვიჯდე  სულ  გასუსულად?!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს