ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
21 მაისი, 2009


ანგელოზების სახლი

  ღვთის შვილი.
  ღვთის მორჩილი.
  და შობილი დედის.

  ფართო ჭიშკარი ურდულის გარეშე. ერთ სართულიანი შენობა ჩამოცვენილი ბათქაშით. უსინდისო ქარის მიერ ჩალეწილი მინები და სახურავი, თუმცა უკვე კვალი შეკეთებულის ეტყობოდა, მხოლოდ ისევ მინებისა და სახურავის სახით. ერთია მხოლოდ კერა თბილი და საყვარელი იყო.
  იყვნენ აღმზრდელები, იყვნენ მასწავლებლები. იყო სათამაშოებიც. იყო გათბობაც შეშის ღუმელით.
  ზაფხულის თბილი საღამო. საძინებლის კარები მიხურული. მხოლოდ ანგელოზთა სუნთქვა ისმოდა, ისიც მიყურადებით. ეძინათ აღმზრდელებსაც.

  - გძინავს?
  - კი. შენ?
  - არა. თუ გძინავს პასუხს რატომ მცემ?
  - მძინავს. - გაჯიუტდა პატარა, ათი წლის, გოგონა, რომელსაც მხოლოდ ულამაზესი სახე უჩანდა. ზეწარგადაფარებული სხეული კი იკლაკნებოდა იმ სიჯიუტით, როგორიც პასუხი იყო. მოუსვენარი და ანცი ვინმე იყო. უყვარდათ მისი ახირებები. ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც.
  - აქ ვინ მოგიყვანა? - არც ათი წლის, ხალასი, პატარა ბიჭუნა ასვენებდა შეკითხვებით. ბიჭუნას კი ზეწარი ქვემოთ იატაკზე მოესროლა და თავისუფლების წყურვილით შეგულიანებული დაწრიალებდა საწოლზე. არ უყვარდა ზეწარი.  მშვენიერი ფართო თვალება, შავგრემანი და მოგრძო სახის პირტიტველა ბიჭუნა გაუთავებლად ჩურჩულებდა გოგონას საწოლთან. მათი საწოლები გვერდი-გვერდ იდგა.
  პასუხ გაუცემელი დარჩა მისი შეკითხვა.
  - გთხოვ მითხარი! - გაუმეორა ხელმეორედ.
  - არ გეტყვი.
  - რატომ?
  - არ ვიცი.
  - მე ვიცი!
  - რა იცი?
  - შენ ვინ მოგიყვანა.
  - ვინ?
  - ციალა მასწავლებელმა.
  - ვინ გითხრა?
  - მაიკო მასწავლებელმა.
  - მაიკო მასწავლებელს, ხომ დედიკოს ეძახი? რატომ თქვი ახლა მასწავლებელი?
  - არ ვიცი?!
  - მე ვიცი.
  - რა იცი?
  - მაიკო მასწავლებელი, შენი დედიკო არ არის. აქ არავის არ გვყავს დედიკოები და მამიკოები.
  - რატომ არ გვყავს?
  - იმიტომ, რომ შენც ციალა მასწავლებელმა მოგიყვანა.
  - ვინ გითხრა?
  - მაიკო დედიკომ.
  - შენ რატომ დაუძახე დედიკო?
  - არ ვიცი.
  ორივეში საოცარი მსგავსება იყო გარეგნული და სულიერიც. თუმცა ტყუპები არ იყვნენ.

* * *
  მეორე ღამე.
  ჩამქრალი სინათლე.
  ფანჯრებიდან შემომავალი მთვარის შუქი.
  ისევ საწოლში.

  - გძინავს? - საუბრის წამომწყები, ყოველთვის პატარა ბიჭუნა იყო.
  - კი. შენ?
  - არა. დღეს ძალიან ლამაზი იყავი...
  - შენც ძალიან ლამაზი ხარ!
  - შენ რა იცი?
  - ყოველდღე ერთად ვართ?!
  - გინდა გავიპაროთ?
  - არა.
  - რატომ?
  - სად წავიდეთ?
  - დედიკოები მოვნახოთ.
  - ვერ ვიპოვით.
  - რატომ?
  - იცი სად ცხოვრობს შენი დედიკო?
  - არა. შენ?
  - არც მე. ამიტომ ვთქვი სად წავიდეთ-მეთქი.
  - ვიცი სად უნდა ვეძებოთ.
  - სად?
  - გარეთ.
  - როგორ?
  - აი, თუ გავიქცევით ვიპოვით.
  - მეშინია...
  - რისი?
  - გარეთ გასვლის. ჩვენ ხომ ჭიშკრის იქით არ გავსულვართ.
  - მერე რა?! გავალთ. კარებს მე გაგიღებ. პირველი შენ გაიქცევი, მერე მე წამოვალ.
  - რატომ პირველი მე? მერე რომ დამტოვო? - გამჭვირვალე ცრემლებმა იწყეს ჩამოგორება გოგონას ლოყებზე.
  - არ დაგტოვებ. შენ ხომ გჯერა ჩემი?
  - კი, მჯერა, მაგრამ...
  - ნუ გეშინია, მე შენთან ვიქნები.

  ჩურჩულის ხმაზე დირექტორმა შემოიხედა საძინებელ ოთახში, თუმცა უკვე სრული სიჩუმე სუფევდა.

* * *
  მესამე ღამე.
  ჩამქრალი სინათლე.
  ფანჯრებიდან შემომავალი მთვარის შუქი.
  ისევ საწოლში.

  - გძინავს? - ისევ ბიჭუნა.
  - კი. შენ?
  - არა. დღეს უფრო ლამაზი იყავი.
  - შენც, დღეს უფრო ლამაზი ხარ! - მორცხვად გასცა პასუხი პატარა გოგონამ.
  - ისინი ვინ იყვნენ, საჩუქრები რომ მოგვიტანეს?
  - სხვისი დედიკოები და მამიკოები.
  - შენ რა იცი? - შეეკითხა ბიჭუნამ.
  - დედიკომ მითხრა.
  - ძალიან ლამაზი კაბა იყო. ძალიან გიხდებოდა.
  - ამ კაბით წამოვალ კარგი?
  - კარგი.
  - შენც გიხდება ახალი შარვალი.
  - მე, იმ, სუსტმა ძიამ მაჩუქა.
  - ხო, ვიცი.
  - დავიძინოთ კარგი?
  - დავიძინოთ.
  - ძილინებისა ფიფქია.
  - ძილინებისა ნებიერა.

* * *

  ღვთის შვილი.
  ღვთის მორჩილი.
  და შობილი დედის.

  ფართო ჭიშკარი ურდულის გარეშე. ან რად სჭირდება ურდული სიცოცხლეს?
  ეს შენობა ხომ სამშობიაროა.

  - ჩქარა ექიმი! ჩქარა-მეთქი ადამიანო! აქ რას დგახარ?
  - ახლავე. მოდის უკვე. მიმიშვით მშობიარესთან. დამითმეთ გთხოვთ! - თხოვნა ექთნის არც კი ესმოდა ქმარს. მას დედ-მამაც ახლდნენ. გოგოს რა თქმა უნდა არა, რადგან ძველების ნათქვამიაო: თუ ქალიშვილის მშობლები მშობიარობას ესწრებიანო აუცილებლად გაუჭირდებაო. როგორც იქნა დაცხრა ქმარი, მეუღლის ნუგეშით და საკაცით მომარჯვებული ექთნები მიუშვა მშობიარესთან. თუმცა არ დასჭირდა საკაცე. ტკივილებმა იკლო და ქმარმა, სამშობიარო ბლოკის კარამდე ააცილა.
  - იქნებ დაესწროთ მშობიარობას? - იყო შეთავაზება ექიმის.
  - გმადლობთ, ვერ შევძლებ.
  - კარგით. ჩაბრძანდით ქვევით და დაელოდეთ. შეგატყობინებთ.
  ასეც მოიქვა. სამშობიარო ეზოში უკვე შეკრებილიყვნენ ნათესავები, მეგობრები და ახლობლები. სასმელიც მოეტანათ. იქვე მაგიდაზე გაეშალათ სუფრა და იყვნენ მოლოდინში.
  - რაო ბიჭო ექიმმა?
  - დაელოდეთო.
  - ჰაა... რა გაფითრებულხარ ადამიანო? კაცის ფერი არ გადევს.
  - არაუშავს, გამივლის. მამაჩემი სადაა?
  - ეგერ, მანქანაში ზის. ხომ იცი ფეხზე დგომა არ შეუძლია ადამიანს. ახალი ნაოპერაციევია.
  - კარგი, მეც ჩავჯდები.



* * *
სასოწარკვეთა...
ნუგეში...
გაწბილება...

- მეშიანია მამა.
- რა იყო ბიჭო, კაცი არა ხარ?
- კაცი ვარ მამა, მაგრამ ეს ხომ ნაადრევი მშობიარობაა. მეშინია...
- არაფრის შეგეშინდეს შვილო. შენც შვითთვიანი ხარ, მაგრამ არაფერი მოგსვლია. უბრალოდ შენც იჩქარე და აი შედეგიც... - გაეღიმა მამას. - აბა როგორ გინდოდა შენ?
- არ ვიცი მამა.
- დამშვიდდი შვილო. ყველაფერი კარგად იქნება!
- კარგი მამა.
ადგილს ვერ პოულობდა მომავალი მამა. გადმოვიდა მანქანიდან. შენობას უკვე მესამედ შემოუარა. ხელები ჯიბეში ჩაეწყო და ასე თავაუწევლად ბოლთას სცემდა უკვე შესასვლელ კართან. ახლობლები, ნათესავები, მეგობრები თანაგრძნობის თვალებით უცქერდნენ მშვენიერ ჭაბუკს. ისევ ისურვა მანქანაში ჩამჯდარიყო, მაგრამ მანქანასთან მისულს თავისუფალი ადგილი აღარ დახვდა.
- გინდოდა რამე ძმა?
- არაფერი.
- მოდი დაჯექი. მე გადმოვალ, მოდი!
- მადლობა გოჩა.
- არაფრის მეგობარო.
ისევ მამის გვერდით დაჯდა. მამა საჭესთან იჯდა და თითებით მუსიკალურ კომპოზიციას ასრულებდა საჭეზე. თუ რა მელოდიას ასრულებდა გაურკვეველი იყო.
- გოჩა, გოჩა! - გასძახა მეგობარს.
- ხო!
- მოდი, აქ, ერთი წუთით. შენი მეუღლე როგორ არის?
- ნუ, რა გითხრა მეგობარო?! ნორმალურად. ორსულობა არც ისე კარგად მიდის, მაგრამ ექიმები გვაიმედებენ, ყველაფერი კარგად იქნებაო.
- ძალიან კარგი, იმედს ნუ დაკარგავ.
ზარი გოჩას მობილურზე.
- ერთი წუთით... ხო, გისმენთ!
- შვილო, მე ვარ. - გაისმა მობილურ ტელეფონში დედის ხმა.
- გისმენ დედა, გისმენ!
- შვილო, სასწრაფოდ მოდი სახლში. მაიკო ცუდათაა.
- მოვდივარ ახლავე... - თქვა და გათიშა ტელეფონი.
- რა მოხდა?
- მაიკოა ცუდათ. შესაძლებელია აქ მოსაყვანი გამიხდეს. ღმერთო მიშველე!
- წამოგყვები.
- რას ამბობ? შენ აქ დარჩი, ახლა ჩემი თავი გაქვს?
- მამა გადადი მანქანიდან, ჩვენ წავალთ.
- კი შვილო.
- ჩაჯექი გოჩა.
მანქანა ქაფრინდა...

* * *
სამშობიაროს ბლოკამდე მიცილების შემდეგ  სამი საათი გავიდა.
მანქანა სამშობიაროს ეზოში შევიდა.
იქიდან მაიკო გადმოიყვანეს და საკაცეზე დააწვინეს.

- მამა აქ რა ხდება? რა დღეში ხართ? - იკითხა გონს მოსულმა მომავალმა მამამ. - რა გატირებთ ხალხნო?
- დაწყნარდი შვილო, გთხოვ! შენ ძლიერი ხარ, არაფერს შეუშინდები. აქ მოდი. მინდა რაღაც გითხრა. - გაიყვანა შვილი მამამ. ქალებს მოარიდა.
- შვილო, ყველაფერი ცუდათ დამთავრდა.
- როგორ თუ ცუდათ?
- ბავშვი მკვდარი დაიბადა.
- ღმერთო... მამა! რას მეუბნები, მამა? ეს როგორ მამა? რატომ... რატომ... რატომ? - ღრალებდა აწ უკვე, ისევ, მეუღლის სტატუსის მქონე ვაჟკაცი.
- შვილო, მომისმინე! მომისმინე-მეთქი, რომ გეუბნები! შემომხედე თვალებში! არ გიხდება ეგ საქციელი შენ. ძალა მოიკრიბე და თამრიკოსთან შესახვედრად მოემზადე. შენს მეტი ამას ვერავინ ეტყვის. თან გახსოვდეს. წლები წინაა... ბავშვები იქნებიან. დაიმახსოვრე ეს ჯადოსნური სიტყვა. ეს მეუღლეს უნდა უთხრა.
- გავიგე მამა, მაგრამ რატომ... მამა რატომ?
- ალბათ ღვთის ნებააა, შვილო.
- და ჩემთვის მოიცალა, მხოლოდ ღმერთმა დღეს?
- ნუ მკრეხელობ შვილო. საზიანოა ეს სიტყვები.
- მაშინ რა ვიფიქრო, მამა? ეს პაწაწინა, ხომ ჩვენი ცხოვრების საწყისი იყო? ის ხომ ნუგეში იყო ჩვენი?
- მესმის შვილო, მაგრამ... აი, გახედე! ნახე ბავშვის გასაყვანად მოვიდნენ. დღეს მათ ოჯახში თოფი გავარდება თუ ბიჭია, ან არაფერი გავარდება თუ გოგოა. - ოდნავ ჩაეღიმა მამას. - მაგრამ ქეიფი ხომ მაინც იქნება? ე.ი. დღეს ღმერთმა სხვა გააბედნიერა. კიდევ შენ დაგანახა მომღიმარი მამის სახე.
თავჩაღუნულმა მამას ახედა, მხრებზე ხელები დაადო და გულში ჩაიკრა. მაინც ქვითინებდა ჭაბუკი.
- დედა!
- ჰოო... შვილო?
- კიდევ მეყოლება შვილები.
- ჰოო... შვილო!
- ბიჭი დავკარგე.
მამის შემდეგ დედას გადაეხვია ჭაბუკი.

* * *
ასასვლელი კიბეები.
მაღლა სულ მაღლა ღრუბლებს იქით...
ჩასასვლელი კიბეები.
დაბლა სულ დაბლა მიწის იქით...

იმ დღეს წვიმდა.
იმ დღეს გოჩას ცრემლიც არ აცდენია მიწას.
- გოგონა დავკარგე.
მამის შემდეგ დედას გადაეხვია გოჩა.


- გახსოვს შვილო, მითხარი  ჩემთვის მოიცალა მხოლოდ ღმერთმაო დღეს?
ნიშნად თანხმობისა თავი დაუკრა შვილმა.
- ჰოდაა, მე კი დავამატებ, ღმერთს ყველასთვის სცალია. ეს ჩვენაა ვერ ვიცლით მისთვის. ყოფიერებას ვუჩივით მხოლოდ.
არაფერი თქვა შვილმა. თვალებში მზერით შემოიფარგლა მარტო.

* * *
- რა გჭირს შვილო?
- თამრიკო სადაა?
- სად უნდა იყოს?! სახლშია.
- თამრიკო!
- აქ ვარ საძინებელში.
- როგორ ხარ, სიხარულო?
- არ ვიცი... - უარყოფის ნიშნად მხრები ასწია ზევით, შემდეგ ფეხები მოხარა და მშვენიერი სახე მუხლებს დაადო. ერთ წერტილად მეუღლის თვალი აირჩია.
- გინდა ეკლესიაში წავიდეთ?
- მინდა! - დაუფიქრებლად წარმოსთქვა სიტყვები და სასწრაფოდ ჩაცმას შეუდგა.
გაკვირვებული ჭაბუკი, თვალის ცეცებით აღიქვამდა მის ყოველ გადაადგილებას ოთახში.
- წავედით.
- თამრიკო?! მე არ ჩამიცვამს ჯერ.
- მერე რას უყურებ? დროზე ჩაიცვი.
- კარგი, მაგრამ იქნებ დამელოდო და ერთად წავიდეთ? ვხედავ გარბიხარ.
- კი, საყვარელო დაგელოდები; ოღონდ ეზოში, კარგი?
- კარგი.
სჯობს ასაკთან შედარებით ბრძენი იყო...
ვიდრე ბრძენი ასაკის გარეშე!!!

* * *
- რა გჭირს შვილო?
- მაიკო სად არის?
- სად უნდა იყოს?! სახლშია.
- მაიკო!
- აქ ვარ საძინებელში.
- როგორ ხარ, სიხარულო?
- არ ვიცი?! - უარყოფის ნიშნად მხრები ასწია ზევით, შემდეგ ფეხები მოხარა და მშვენიერი სახე მუხლებს დაადო. ერთ წერტილად მეუღლის თვალი აირჩია.
- სანამ იქნები ჩაკეტილი ოთახში?
- არ ვიცი...
- წამოდი, ჰაერზე მაინც გამოდი. იქნებ მოგიხდეს.
- არ მინდა. თავი დამანებე, გთხოვ!
- არ შემიძლია პატარა. შენ ჩემი პატარა ანგელოზი ხარ!
- არ ვარ მე ანგელოზი. შვილი მოვკალი.
- შენი ბრალი არ არის საყვარელო.
- მაშინ ვისი ბრალია?
- ჩემი.
- მატყუებ. - ულამაზესი სახე დაჭკნოდა სევდისაგან მაიკოს.
- არა ძვირფასო, არ გატყუებ.
- მაშინ, ამიხსენი შენ როგორ მოკალი?
- არ მომიკლავს. ისევე როგორც შენ. ის მოკვდა, მოკვდა.
- არ მჯერა! ექიმებმა სხვა თქვეს: ის სრულიად ჯანმრთელი დაიბადებაო.
- ექიმიც ადამიანია. შეცდომა კი ყველა ადამიანს მოსდის.
- დამტოვე, გთხოვ!
- კარგი. ოღონდ ერთი პირობით. ეს ყველაფერი დიდი ხნით არ უნდა გაგრძელდეს. ფსიქოლოგთან ვივლით.
- ვნახოთ.
უთქმელად დატოვა ოთახი გოჩამ.
- რა გითხრა შვილო? დაგთანხმდა?
- ვნახოთო.
- ეს უკვე კარგია.

* * *
ფიფქია და ნებიერა...
ანგელოზების ბედნიერი დღე.
თავისუფლება ახლოვდება.

- გძინავს? - ისევ ბიჭუნა.
- კი. შენ?
- არა.
- რატომ?
- დაგავიწყდა? დღეს უნდა გავიპაროთ.
- არ მინდა.
- რატომ, გადაიფიქრე?
- გითხარი, რომ მეშინია.
- მეც გითხარი, ჩემთან ნუ შეგეშინდება-თქო.
- როგორ გავიქცეთ?
- ვიცი როგორც უნდა გავიპაროთ.
- როგორ?
- ტუალეტიდან.
- იქიდან როგორ?
- იქ პატარა ფანჯარაა და გავძვრებით.
- მაღალია. მეშიანია!
- მე აგწევ. მხრებზე დამადგები და გადაძვრები. მერე მე გადმოვძვრები.
- მერე ყურშა, რომ აყეფდეს?
- არ აყეფდება. ის გვიცნობს. მე ძალიან ვუყვარვარ. მეც მიყვარს.
- მაშინ წავიყვანოთ, რადგან მეც მიყვარს. შენ, რომ მიყვარხარ ხომ მომყვები?
- ჰო, წავიყვანოთ.
- გაიხედე. უნდა ჩავიცვა ჩემი კაბა.
- არ მინდა. მინდა გიყურო. რა მოხდა მერე?
- ტრუსიკით ვარ.
- მეც. მაშინ შენც არ მიყურო. რატომ მიყურებ ხოლმე?
- იმიტომ, რომ შენც მიყურებ.
- ძალიან მიყვარხარ. შეიძლება გაკოცო?
- კი შეიძლება.
თბილი ლოყები ერთმანეთს მიედო. კოცნის მაგივრად უკბინა ბიჭუნამ.
- დებილოო! არ მინდა შენთან, არ წამოვალ.
- კარგი. მოდი შენც მიკბინე.
ისევ თბილი ლოყები ერთმანეთს მიადვეს. ამჯერად კუდრაჭამ უკბინა.
- მეტკინა. ასე მაგრამ არ მიკბენია შენთვის.
კისკისი ვერ შეიკავა ფიფქიამ.
- ჩუუ... ჩუმად გაგიჟდი? ჩქარა ჩაწექი საწოლში. ახლა შემოვლენ.
ორივენი სწრაფად მოექცნენ ზეწრის ქვეშ.

- ნებიერა წამოხტი ზეზე, ჩქარა!
ნებიერას თითქოს არაფერი ესმოდა. ყურიც არ ათხოვა მასწავლებელს.
- ჩქარა-მეთქი, რა ვთქვი მე? დროზე თორემ წამოვყარე ყველა.
წამოხტა ლოგინიდან ნებიერა.
- შენ იყავი?
- არა.
- ვიცი, რომ შენ იყავი, რადგან შენ ზეწარი გეხურა. არადა ყოველთვის შენი ზეწარი იატაკზეა.
- მე ვიყავი. - გამოტყდა ნებიერა.
- მოდი ჩემთან, ჩემო ანგელოზო!
- გისმენ დედიკო.
- რატომ ცუღლუტობ და იცინი ღამით? ვის აწვალებ ან ელაპარაკები?
- ფიფქიას. - დაუფიქრებლად გასცა მეწყვილე.
- მე არა დედიკო, მე არ ვყოფილვარ. - გასცა საკუთარი თავი ფიფქიამ.
თავი შეიკავა სიცილისგან მასწავლებელმა.
- აბა, დაწექით ახლა და თქვენი ხმა არ გავიგო. სხვებს ძინავთ აქ, თქვენს გარდა.
- ძილინებისა დედიკო.
- ძილინებისა ნებიერა.
- ძილიმებისა დედიკო.
- ძილინებისა ფიფქია.
გეგმა ჩაეშალათ.

ფიფქია და ნებიერა...
ანგელოზების ბედნიერი ღამე.
თავისუფლება ახლოვდება.

* * *
ათი წლის წინ.

- ქალო, იქნებ „ჩუსტები“ მომიტანო, რაა... დღეს მთელი დღეა ფეხზე ვდგავარ.
- რას ოხრავ ადამიანო?
- არაფერს, უბრალოდ ჩუსტები გთხოვე.
- სად იყავი? ორი დღეა არ გამოჩენილხარ.
- სამსახურში. სად უნდა ვყოფილიყავი?
- მე რა ვიცი?! მიბარებ, რო სად მიდიხარ?
- ვითომ რატომ უნდა გიბარებდე?
- ცოლი ვარ შენი.
- ცოლი არა, იხვის ტოლმა...
- რა აუტანელი ხარ. ორსულებსაც ესე ექცევი?
- არა. მარტო შენ. ნერვებს მიშლი იდიოტური კითხვებით.
- ნუ ბღავიხარ ისე თითქოს, სახლში კაცი კი არა ძროხა მოთრეულიყოს.
- საჭმელი რა გვააქვს?
- ჭირი და არ გადარჩენა.
- ნორმალურად მიპასუხე, თორემ მომიწევს დედაშენი გავიხსენო.
- სანამ გაიხსენებდე, მანამ საფლავი გაითხარე. ნათქვამს ასრულება სჭირდება. ასე, რომ ნიჩაბი ჩემზე იყოს.
- ენა ნუ წაიგდე ქალო, მე მხოლოდ საჭმელი ვიკითხე. გვაქვს თუ არა? მართლა დავიღალე.
- მერე? თუ დაიღალე, ეგ ფეხები ჩამოდევი მაგიდაზე, ცოტა სისხლი თავისკენ წავიდეს, რა იცი რა ხდება?! ეგებ ტვინს მკვებავი სითხე მოაკლდა.
- ისევ შენსას მიერეკები რაა... საჭმელი გვაააქვს?
- კი. სამზარეულოშია.
- მომიტანე.
- უკვე გაწყობილია თქვენო აღმატებულებავ!
- მერე, ჩემი ფეხები?
- რა ჩემი ფეხები... რა ჩემი ფეხები? - სიცილი ვერ შეიკავა ქალბატონმა დიასახლისმა.
- რა და ამ ჩემს ფეხებს... მოსვენება უნდაო არ მითახრი?
- გითხარი. - განაგრძობდა სიცილს ქალბატონი დიასახლისი. - ახლავე მოგიტან!
- გაგახარებს ღმერთი.

უხსენებელის სახელი ღმერთმა ახსენაო პირველად.
რისთვის?!

- კარგი იყო საჭმელი?
- შენ არაჩვეულებრივად აკეთებ ყველაფერს ჩემო ჩიტუნია.
- იქნებ ეს ჩიტუნია ცოტა სხვა ნოტებზე აგემღერებინა ჰაა?
- აბა მითხარი რა გინდა?
- არაჩვეულებრივი შუბა ვნახე ძვირფასო.
- აჭიკჭიკდა ქალბატონი. გიყიდი და შემდეგ ერთი კვირით იჟღურტულებ. ხოლო ერთი კვირის შემდეგ ვაი საცოდაო გინეკოლოგო... ღმერთის არ გწამს? რა დაგიშავე?
- არ მწამს. შენი მწამს და შენი ფულების. რა, განა როცა მოგყვებოდი არ გამიფრთხილებიხარ?
- კი, როგორ არა.
- აბა მოეშვი წუწუნს ჩემო ზღარბუნია და მიყიდე შუბა. ხო?
- წავიდეთ, გიყიდი.
- ფასი არ გაინტერესებს?
- კი.
- მაშინ, რატომ არ იკითხე?
- ისე უბრალოდ. ალბათ სამი ათასამდე.
- არა საყვარელო. თექვსმეტი.
- რაა? გაგიჟდი შენ?
- არა ჩემო ზღარბუნია. არ გავგიჟებულვარ. აბა, როცა წვეულებებზე მოგიწევს წასვლა, შენი ცოლი სხვებზე უკეთესად არ უნდა გამოიყურებოდეს?
- ოოოჰ ღმერთო?! რაც ვიშოვე, შენ უნდა შეჭამო? გუშინ ავიღე ეს ფული. ორი თვე ველოდებოდი დასაწვავს...
- ჩათვალე უკვე დაიწვაა... -უთხრა და საჩვენებელი თითით, გამოწყობილმა მეუღლემ, კარისკენ მიანიშნა.
- ჰო, მოვდივარ.

უხსენებელმა  ღმერთის სახელი ახსენა.
რისთვის?!
დახმარებისთვის.

* * *

ფიფქია და ნებიერა...
ანგელოზების ბედნიერი ღამე.
თავისუფლება ახლოვდება.


- გძინავს? - ისევ ბიჭუნა.
- კი. შენ?
- არა.
- რატომ?
კითხვას სხვა მოსაზრებით უპაუხა:
- ფიფქია შენ ანგელოზი, ნომერი პირველი, იყავი კარგი?
- კარგი.
- მე ანგელოზი ნომერი ორი ვიქნები.
- რა კარგია! მე პირველი შენ მეორე.
- პირველო, რატომ გვეძახიან დედები ანგელოზებს?
- იმიტომ, რომ ალბათ... ისევ წეროებმა მოგვიყვანეს აქ სახლში.
- წეროებს ჩვენ არ მოუყვანივართ. იტყუები. ძალიან კარგად იცი შენ და მეც, რომ ჩვენ თვითონ გავჩნდით აქ, როგორც ანგელოზები ჩნდებიან ხოლმე იქ სადაც მათ ეძახიან. ჩვენც დაგვიძახეს და მოვედით.
- მაშინ რატომ არ გვახსოვს ნომერო ორო, ჩვენი აქ მოსვლის დღე?
- იმიტომ, რომ ჩვენ ციდან ჩამოვფრინდით. და იმიტომ, რომ ისეთი სიჩქარით მოვფრინავდით გზაში ყველაფერი დაგვავიწყდა.
- ე.ი. ჩვენ კოსმოსელები ვართ, არა?
- ხო. ანგელოზები ხომ კოსმოსში ცხოვრობენ.
- მაშინ ჩვენ აქ რატომ ვცხოვრობთ?
- იმიტომ, რომ ანგელოზებს დედამიწაზეც აქვთ უფლება იცხოვრონ. მათ შორის ჩვენც. ეს ჩვენი სახლია, მაგრამ ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ანგელოზების კოსმოსური  უფლებით და თავისუფლება მოვიპოვოთ. დროებით მაინც.
- ძალიან მინდა თავისუფლება!
- მეც მინდა პირველო.
- დღეს ისევ ვერ შევძლებთ გაპარვას.
- ძილინებისა პირველო!
- ძილინებისა ნომერო ორო!
ჩურჩული დამთავრდა.

* * *
ათი დღის წინ.

ქალაქს ქარბორბალა დაატყდა თავს. სახურავები გადახსნა თითქმის ყველა სახლს. მხოლოდ ანგელოზების სახლი დარჩა მტკიცედ. ახალი გარემონტებული, კარგი ოსტატების მიერ შეკეთებული, გამოდგა. გამოცდაც წარმატებით ჩააბარა შენობამ და ოსტატებმაც. ურყევად იდგა და იფარავდა ანგელოზებს.

- დღეს ბავშვთა სახლში ვიყავი.
- ჰოო? რა გინდოდა?
- მეცოდება პატარები და თან  იმ უბნის ინსპექტორი ვარ.
- შენი მეწყვილე სად გაუშვი? არ უნდა გესადილათ ერთად?
- არა. დღეს გადაწყვიტა სახლში ვისადილებო.
- აჰა... საჭმელი გაუკეთა ალბათ ცოლმა, ხო?
- ალბათ?!
- მე თუ მკითხავ ეგ არაფრის ღირსი არ არის. სწორადაც ექცევა მისი ცოლი.
- რას ერჩი ადამიანს?
- მე არაფერს. ხალხი ლაპარაკობს მის მიერ ჩადენილ ცუდ საქმეებზე. არაფერზე დაიხევს უკან. მეშინია შენც არ გაგრიოს რამეში, არ მოგწამლოს. მეწყვილეები ხართ ბოლოსდაბოლოს.
- არ ინერვიულო ძვირფასო. მოვითხოვ გადამიყვანონ სხვასთან. ყველა ხომ ეგეთი არ არის?
- მე კი პირიქით ვფიქრობ. ყველა ისეთივეა როგორც შენი მეწყვილე. შენ, ის ერთადერთი გაცოცხლებული კუკარაჩა ხარ  რომელსაც ასე ძალიან ვუყვარვარ და ვენატრები, ყოველთვის. დაანებე თავი იქ მუშაობას. არ შეიძლება სხვაგან იშოვო რამე?
- დღეს სიხარულო კაცის გარეშე არაფრი კეთდება. არც ჩემს სამსახურში. თითქოს არავითარი აღებ-მიცემა არ არისო, მაგრამ აბა გაიხსენე რამდენი მომთხოვეს? ბინაც ჩავაგირავეთ ჩემი სამსახურის გამო. დაგავიწყდა? უბრალოდ კარგი ისაა, რომ მაღალი ანაზღაურებაა და დაზღვეულიც ხარ. ოღონდ სიკვდილისაგან და სამსახურის დაკარგვისაგან არა. აგენტებს რა გამოლევს?
- გთხოვ მიატოვე!
- არ გამოვა ძვირფასო. ვერაფერს შევჭამთ. სხვა სამსახურიდან ნაშოვი ფულით ვერ ვიცხოვრებთ. სხვა კუკარაჩებს ვერ მივატოვებ კიდევ. არიან ჩვენთან თითზე ჩამოსათვლელი კუკარაჩები, რომლებიც ძალიან მიყვარს. მათ ვუღალატო? ჩემი წასვლით ხომ ერთით ნაკლები კუკარაჩა ეყოლება საქართველოს. განა ეს ცოტაა?
- კარგი ძვირფასო, დარჩი, მხოლოდ ფრთხილად იყავი, რამე ხიფათს არ გადაეყარო, შენი ნაგავი, მეწყვილის გადამკიდე.
- ხვალვე დავწერ განცხადებას უბნის შეცვლაზე, მაგრამ იმ უბანში ბავშვთა სახლი უნდა იყოს. ერთი უბანი ვიცი სადაც ბავშვთა სახლია, აი ზემოთ რომ აუყვები იქვეა მეორე ასახვევში. ბავშვთა სახლს - ანგელოზების სახლი ჰქვია. ხომ კარგი სახელია?
- ძალიან!
- კარგი სიხარულო, ახლა უნდა წავიდე. საჭმელი არაჩვეულებრივი იყო.
- თითქმის არაფერი გიჭამია, როგორ გაუგე გემო?
- სიტყვები გაქვს გემრიელი ძვირფასო.
- მოდი გაკოცო. მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ!
- ფრთხილად იყავი...

* * *
გაქცევა.
თავისუფლება.
სიყვარული.
ოცნება.
სილამაზე.

გაფანტული ნისლი ღამეში... მჭიდრო ჰაერი სხეულთან... გრძნობა ოცნებაში შეფერილი... სილამაზე გაოცებულ თვალებში... სურვილი გათავხედებული... ლანდი თავისუფლების... სილუეტი სიყვარულში... გაქცეული წაქცეული... ფესვები ჰაერში... ტოტები მიწაში... ფოთლები ცაზე... გული ლანგარზე... სული ტატამზე... ჭიდილი ნაგავზე... შფოთვა ასფალტზე... ნაკვალევი თვალებში... საძებნი მხოლოდ ღმერთი!


- გძინავს? - შეეკითხა ნებიერამ.
- კი. შენ?
- არა.
- რატომ?
- დღეს საბოლოოდ გავაწყვიტე წავიდეთ აქედან.
- მართლა?
- ჰო.
- მაშინ ჩავიცვა?
- კი. მეც ჩავიცვამ.
დაეძაბათ თვალები. დაეჭიმათ კუნთები ფრთხილი სიარულისაგან. გოგონას ხელები მაღლა ჰქონდა აწეული. ნებიერა, ჩვენი ბიჭუნა, კი თითქმის ჩამუხლული მიდიოდა. სარკმილად შემოსული მთვარის შუქის წყალობით მათი ყოველი უნებლიე მანერები კადელზე აისახებოდა ლანდის სახით, ორივენი ერთად ძალიან წააგავდნენ დონ კიხოდსა და სანჩო პანსას. უბრალოდ დონ კიხოდი ამ შემთხვევაში მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო. თუმცა მოძრაობაში ქარის წისქვილადაც გადაიქცეოდა ხოლმე კედელზე, მისივე აწეული ხელების წყალობით.
ორივე პერსონაჟი მშვენივრად განასახიერა ჩვენმა ფიფიქიამ კედელზე ლანდის სახით.

* * *
- ამ ასახვევში შეუხვიე, ხო?
- ახლავე გენაცვალე, მაგრამ ამიხსენი ერთი აქ რა დაგრჩენია?
- არც არაფერი. უბრალოდ შევამოწმოთ, ხომ არავინ დაძრწის აქვე ახლო-მახლო.
- აქ, ვინ უნდა იყოს? აქ მხოლოდ უპატრონო ბავშვთა სახლია, მეტი არაფერი.
- და შენ როგორ ფიქრობ, უპატრონოებს პატრონი არ სჭირდებათ ჩვენი სახით?
- მოგცლია რა ერთი...
- მოიცა, გაჩერდი! - მანქანის ფარის შუქზე სილუეტები შენიშნა ჩვენმა გულით მოსარჩლე მშველელმა.
- რა მოხდა ადამიანო?
- გახედე, ესენი ვინ არიან?
- არ ვიცი?!
- წამო, გადადი მანქანიდან. ფარანი არ დაგავიწყდეს.
- მომაქვს.
- გაანათე!
- კი ბატონო.
- შეჩერდით - შესძახა ომახიანად გულით მოსარჩლემ.
ადგილზე გაქვავდნენ. თითქოს ბავშვთა სახლის ეზოში ქანდაკება დაედგათ მშიშარა ანგელოზების.
ახლო მივიდნენ. ფარანი თვალებს უჭრიდა პატარებს. თუმცა სასცენო გმირებს კი გავდნენ.
- სად მიდიხართ?
ვერაფერი თქვეს პატარებმა.
- იპარებით არა? - გახმაურდა, ღამის სიჩუმეში, მკაცრი ტონი მეწყვილის.
- არა. - შიშნარევი და ბორძიკი პასუხი გასცეს ანგელოზებმა.
ანგელოზთა სახლის ფანჯრებიდან, სინათლის სხივებმა იწყეს მიმოფანტვა ეზოში.
- თქვენ, ვატყობ პატარებო, აქ უნდა ცხოვრობდეთ. გვითხარით სად მიდიხართ?
- არსად.
- მაშ რა გინდათ აქ ასე გვიან?
- ჩვენ ხომ ეზოში ვართ?
- კი ეზოში ხართ.
- მერე?
- მერე და რა გინდათ ეზოში?
- სათამაშოდ გამოვედით. - პასუხობდა მხოლოდ ნებიერა.
- სათამაშოდ?!
- დიახ!
- დაუჯერებელია პატარებო.
- რატომ?
- იქნებ, გვატყუებთ? - გაეღიმა გულით მოსარჩლეს. მეწყვილე კი გამკიცხავი თვალებით უმზერდა მათ.
- არა. არ გატყუებთ.
- ამათი გჯერა ბიჭო? - უკმეხად გასცა პასუხი მეწყვილემ.
- ერთი წუთით, ხო?
- ჩვენ ანგელოზის სანახავად გამოვედით.
- ვისი?
- ანგელოზების.
- რატომ?
- ისინი მხოლოდ ღამით ჩნდებიან.
- ეს კიდევ ახალი ამბავი... ღამითო? - გადაიხარხარა მეწყვილემ.
- იქნებ მოკეტო და მოვუსმინოთ.
- შენ, რა... მათ უნდა მოუსმინო? გატყუებენ რეგვენო.  დაუჯერებელია?! მოსმენას აპირებს...
- მოკეტე-მეთქი! რატომ ღამით?
- იმიტომ, რომ ისინი ღამით ანათებენ!
- არ ვიცი?!
- ანათებენ. ღამით უფრო კარგად ჩანან. ჩვენც მათთან ერთად ვთამაშობთ.
- ძალიან კარგი პატარებო, მაგრამ თქვენი ნამდვილი მფარველი ანგელოზები მოდიან. - ფარნის შუქისკენ მოემართებოდნენ: დირექტორი, მსაწავლებელი და აღმზრდელი.
- გამარჯობათ ქალაბატონებო!
- გამარჯობათ.
- ესენი თქვენი აღსაზრდელები არიან?
- დიახ. არ ვიცით აქ საიდან მოხვდნენ?! რა გითხრეს?
- არაფერი. ანგელოზებთან გამოსულან სათამაშოდ. თითქმის ყოველ ღამით თამაშობენ თურმე. - ჩაეღიმა გულით მოსარჩლეს. - იქნებ აწი მეტი ყურადღებით იყოთ აღსარდელების მიმართ.
- უღრმესი მადლობა პატრულს! გაიხარეთ შვილებო!
- არაფრის ქალბატონო! ეს უბანი ჩვენ გვეკუთვნის. ყოველთვის ყურადღებით ვართ. კარგად ბრძანდებოდეთ.
- კარგად, შვილო!
- უღმესი მადლობა და კარგად ბრძანედობეთ. - დაემშვიდობა მასწავლებელიც.
- კარგად... - დაემშვიდობა აღმზრდეიც.


* * *
კითილი საქმე...
ბუტაფორია  თუ ეიფორია რამის?
კეთილი საქმე ფარი თუ ხმალი?

მანქანაში რადიო ჩართული... ჰანგი, მდინარი სალონში... ღამის სიწყნარე და ორი პატრულ-ინსპექტორი... ღამის სიწყნარე და ორი ანგელოზი... ღამის სიბნელე და ორი შვილმკვდარი წყვილი... ღამის სიბნელე და ისევ სამშობიარო.

- ექიმო საგანგაშო მდგომარეობა. კვეთა უნდა მოხდეს აუცილებლად.
- ვისი პაციენტია?
- ჩემი ექიმო?
- შენ ვინა ხარ? - გასძახა მის უკან მდგომ ექიმს.
- მე გახლავართ. - დაენახა მთავარ ექიმს.
- რაშია საქმე?
- მძიმე მშობიარეა. ყველაფერი დალეწა ბლოკში. ვერ დავაკავეთ. მეც წიხლი მითავაზა მუცელში. კუჭის თავი საშინლად მაქვს.
- ახია შენზე.
- რატომ ექიმო?
- ვერ გაიწიე? მოკლედ მითხარი რა მდგომარეობა.
- მძიმე ორსულობა, მთელი ორმოცი კვირის განმავლობაში... ასევე ტოქსიკური მოწამლვა აღენიშნება. სისხლჩაქცევებიც აღენიშნება სხეულზე. თვალი ჩაწითლებული აქვს. პულსი არითმიული.
- ანესთეზილოგი ადგილზეა?
- საშიშია ექიმო.
- ადგილობრივ ანესთეზიაზე ვსაუბრობ ადამიანო!
- ადგილზეა.
- მოემზადოს. - კიბეს აუყვა მაღლა.
- მეუღლე სად არის მისი?
- ეზოში დგას ბატონო.
- დაუძახეთ.
- ახლავე.
- შვილო, თქვენი მეუღლის მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან ექიმები გამილახა.
- ეგ კრიტიკულ მდგომარეობას ნიშნავს ექიმო? ვიფიქრე გაცილებით ცუდი მდგომარეობა იყო.
- რაც მშობიარეა ის არის ქმარც. მომაშორეთ ეს ლაწირაკი.
- ექიმო, თქვენ ხომ არ გეშლებათ რამე? არაფერი დაემართოს თორემ ვერ გადამირჩებით.
- შვილს დაემუქრე ეგრე, ვითომ მოძველო ბიჭუკა. გამშორდი სატანავ და მაცალე მუშაობა.
- გთხოვთ ჩაბრძანდეთ.
- მაშინ რატომ დამიძახეთ?
- ვიფიქრეთ დაგვეხმარებოდით, მაგრამ...
ძალით ჩაიყვანეს ბილწსიტყვამარაგიანი ბიჭი სამშობიაროს ეზოში.
- ნერვოპათოლოგი მოიყვანეთ.
- აქ არის ექიმო.
- თქვენი პაციენტია. ჯერ არფერი ეტყობა მას მშობიარობის. უშველეთ რამე სანამ არ დაუხოცია ჩვენი მედპერსონალი. სად არის მისი ექიმი?
- აქ ვარ ბატონო.
- დამენახე თუ შეიძლება, რას მემალები ადამიანო ზურგს უკან. დავიტანჯე შენი ძებნით. არაფერი სჭირს ამას. ეს სისხლჩაქცევები, ნარტყამს ჰგავს. თვალის სიწითლე კი მეტყველებს, რომ უძინარია. გასაგეია? ორ დღეში დაიწყებს ისევ ტლინკაობას და ეეე... მაშინ გააჩენს ბავშვსაც. მანამდე კი არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად დააბით.
- კარგით ექიმო.
- უუფ... ეს რა დღე მქონდა?!

* * *
კითილი საქმე...
ბუტაფორია  თუ ეიფორია რამის?
კეთილი საქმე ფარი თუ ხმალი?

ღამის სიბნელე და ისევ სამშობიარო... ღამის სიბნელე და ორი შვილმკვდარი წყვილი... ღამის სიწყნარე და ორი ანგელოზი... ღამის სიწყნარე და ორი პატრულ-ინსპექტორი... მანქანაში რადიაო ჩართული... ჰანგი მდინარი სალონში.

- მიყვარს პატრისია კაასი. შენ?
- მეც.
მეწყვილემ ხელი ჯიბისკენ წაიყო. იქიდან ქაღალდის პაკეტი ამოიღო.
- დღეს, საქმე გვაქვს.
- მაინც, რა?
- ერთი კაცი უნდა გავაფუჭოთ.
- რა თქვი?
- რა გაგიკვირდა ადამიანო, ხელფასი გინდა დაკარგო? არ იცი, რომ ჩვენი ხელფასი დაკავებულთა სიმრავლეზეა დამოკიდებული?
- კი, მაგრამ...
- არაფერია, ჩემო კეთილო „ნაპარნიკო“ ეგ საქმე ჩემი საკეთებელია. დავალებაც მე მომცეს. ასე, რომ მე ვიზრუნებ. შენ ოღონდ ერთ ადგილას მიმიყვანე. ჩვენი უბანია. აგერ მისამართი. - ფურცელზე დაწერილი მისამართი გაუწოდა. - ვიცნობ ერთ ადამიანს. სუფთაა და პატიოსანი. შესაბამისად მშობლებიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაიხსნან ციხისგან.
- არ შემიძლია.
- გააჩერე მანქანა. გააჩერე-მეთქი!
მანქანამ დაამუხრუჭა.
- გადმოდი მანქანიდან.
უხმოდ დამორჩილდა მრისხანე თვალებს. თვალებიც გადმოგორდნენ მძღოლის გვერდითა სავარძლიდან და საჭესთან დაიკავეს ადგილი.
- ჩაჯექი უტვინო. მე შემიძლია! შენ კი უბრალოდ იყავი მანქანში.
- რატომ აკეთებ ამას?
- ცოლ-შვილი მყავს მეგობარო სარჩენი. მოდი, მაშინ შენ არჩინე ჩემი ოჯახი და ხმას არ ამოვიღებ. რისი მაქნისი ხარ შე საწყალო?!  საკუთარი ოჯახი გყავს სარჩენი.
ვერაფერი თქვა გულით მოსარჩლემ.

საქმე შეიკერა.
პრემია თვის განაღდებულია...
ოჯახი კმაყოფილი.

* * *
წარსული გონებაში...
მოგონება...
აწმყო და თვალი...

კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
მისაღებ ოთახში, ტახტიდან წამოდგა მშვენიერი აღნაგობის გოგონა და კარებს მიუახლოვდა.
- რომელი ხარ? - იკითხა და ცალი ხელი გასაღებს შეახო. მეორე კარს მიაბჯინა. მოემზადა მისაწოლად.
- მე ვარ.
- ახლავე! - მიაწვა კარს. გასაღები ორჯერ გადაატრიალა და კარიც გაიღო.
- გამარჯობა საყვარელო!
- რა დაღლილი სახე გაქვს ძვირფასო?
- მძიმე დღე მქონდა.
- რა მოხდა?
- არ შემიძლია რა ესეთი მუშაობა...
- რა მოხდა ადამიანო, არ იტყვი?
- არაფერი.
- როგორ თუ არაფერი?! კაცის ფერი არ გადევს სახეზე...
- მეწყვილე შემშლის.
- ამჯერად რა გააკეთა?
- ერთი ოჯახი გაუბედურდა კიდევ.
- არ მოიშალა, არა?
- არა.
- დაანებე ძვირფასო ამ სამსახურს თავი. გთხოვ!
- არ შემიძლია.
- მაშინ, შენი წუწუნი აღარ ვნახო სახლში! დავიღალე უკვე... კვირაში ორჯერ მაინც მიწევს შენი წუწუნის მოსმენა.
- ცოლი ხარ და უნდა აიტანო. რა ვქნა?! არც ვთქვა? არ შემიძლია... ამ უარყოფითი ემოციისაგან მინდა დავიცალო.
- მერე მე რას მერჩი? შენი უარყოფითი ემოციები, არ გიფიქრია, ჩემსაზე როგორ მოქმედებს? კიდევ კარგი ბავშვებს სძინავს ხოლმე, როცა შენ სახლში ბრუნდები...
- გთხოვ, მაპატიო ძვირფასო!
- ნაპატიებია და დამთავრებულია.
- კიდევ მოხდა რაღაც.
- ღმერთო... კიდევ რა უნდა იყოს?!
- უპატრონო ბავშვთა სახლთან ვპატრულირებდით.
- მერე?
- პატარები შევნიშნე, რომლებიც გაპარვას ცდილობდნენ.
- მართლა?
- ხო. როცა მივუახლოვდით, ასე თქვეს ანგელოზებთან გამოვედით სათამაშოდო.
- შენ რა უთახრი?
- არაფერი მითქვამს. დირექტორს ჩავაბარეთ ორივენი.
- ორივენი?
- ხო. ბიჭი და გოგო იყო.
- უიი... საყვარლები!
- მართლაც! გენახა ნეტავ მათი სახეები. თან შეშინებულები ჩანდნენ, თან ბედნიერები. ბოლოს კი უბედურები.
- უბედურები რატომ?
- დირექტორს, რომ ჩავაბარეთ.
- მესმის მათი. ალბათ ცუდათ ექცევიან სახლში.
- მე არ ვფქირობ ასე.
- რატომ?
- იმ სახლს, ანგელოზების სახლი ჰქვია.
- მერე რა?! არ გინახავს სახელს ამოფარებულები?
- კი, მაგრამ ამ სახლზე მხოლოდ კარგი ისმის. არასოდეს მსმენია მათ შესახებ ცუდი.
- შესაძლებელია?! მაშინ რატომ ცდილობდნენ გაგქცევას?
- არ ვიცი. უბრალოდ აი ანგელოზებთან გამოვედით სათამაშოდო, რომ თქვეს ამ სიტყვებმა თავისი ჰქნა...
- ჩემო გულჩვილო და მოსარჩლევ!
- იცი, რა გამახსენდა?
- რა?
- ჩემი საქციელი. სახლიდან, რომ გავიპარე.
- ეს როდის მოხდა?
- ბავშობაში. შენთვის არ მითქვამს.
- მითხარი, რაა, გთხოვ! რატომ გაიპარე?
- კარგი გეტყვი. ოღონდ ამას პირველად ვყვები. არსად მითქვამს აქამდე.
- გასაგებია.
- მამაჩემის გამო გავიპარე სახლიდან. ჩამკეტავდა-ხოლმე ოთახში და დედას უმოწყალოდ სცემდა.
- ღმერთო, რას ამბობ?! მართლა?
- ხო. ვეღარ შევძელი ამის ატანა. ერთ დღესაც დაავიწყდა კარის ჩაკეტვა და ჩუმად გავიპარე სახლიდან. ვერ შემამჩნია. გართული იყო დედის ცემით.
- ნაბიჭვარი.
- არ ვიცი. იქნებ მართლაც ნაბიჭვარი იყო და ამიტომაც სძულდა არა მარტო დედა, მეც.
- შენც გცემდა?
- კი. უმოწყალოდ. ვცდილობდი თავი დამეძვრინა, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ თავის დაცვას ვახერხებდი.
- როგორ? პატარას როგორ შეგეძლო თავი დაგეცვა?
- არ ვიცი. ვახერხებდი.
- მერე დაბრუნდი?
- კი დავბრუნდი. მაშინ მილიცია იყო. დედას დაურეკია და მიპოვეს. სახლიდან შორს არ წავსულვარ. დილით სახლიდან მოშორებით, სხვა კორპუსის ბავშვებთან ვთამაშობდი. საღამოობით კი  სახლის სადარბაზოში კიბის ქვეშ ვიძინებდი. მილიციამაც ღამით მიპოვა, მძინარე. იმ ღამით დედასთან მიმიყვანეს, უკვე ბებიას სახლში. მამას გაშორებულა მეორე დღესვე.
- მამა გიყვარდა? - თვალებში ჩააშტერდა მეუღლე.
- არ ვიცი. ალბათ კი.
- მეორე ცოლთან, როგორ იყო? მასაც სცემდა?
- არ ვიცი. შეიძლება?! თუმცა იცი, რომ დღესაც ერთად არიან.

გრძნობები არეული...
სევდა მორთმეული.
ფული ლანგარზე...
სული ტატამზე დაგდებული.

* * *
რა დროს არ ჰქონდათ ფრთები ანგელოზების სახლის ბანადართ...
უნდათ ფრენა...
სურდათ თავისუფლება...
გული შეთეთრებული?!
გული გამზადებულია...
წითლად ძგერს მაინც...

ზამთარმა შეაწუხა დედამიწა. ბებერი ქართული მთები შეიმოსნენ თეთრი სამოსელით. ღამეც კი დღედ იქცა. ღამით ხეტიალის მოყვარულებს არაფერში სჭირდებოდათ ფარანი. დედამიწა დროებით გათეთრდა. ლამაზი სანახავია თეთრი დედამიწა ალბათ  გალაკტიკიდან.
- გძინავს?
- კი. შენ?
- არა.
- რატომ?
- აღარ ფიქრობ წასვლაზე?
- არა.
- მე კი.
- რატომ?
- თავისუფლება მინდა! ჩვენ ხომ ანგელოზები ვართ. ანგელოზებს კი არ ამწყვდევენ.
- რატომ ვართ დამწყვდეული? მე დედიკო მიყვარს.
- მეც მიყვარს, მაგრამ ის ხომ ჩემი დედიკო არ არის. მე ჩემი დედიკო მინდა მოვძებნო. შენ არ გინდა?
- კი მინდა, მაგრამ როცა დედიკოს მოვძებნი თავისუფალი ვიქნები?
- იქნები. მეც ვიქნები.
- მოდი ფანჯარასთან მივიდეთ.
- წამო, ოღონდ ჩუმად კარგი?
- კარგი.

გაორთქლილი სარკმელი პატარა თითებით გაწმინდეს და ლამაზი ორი პაწაწინა ცხვირები მიაჭყლიტეს მინას. სიცილი ვერ შეიკავეს, მაგრამ ამ ჯერად ჩუმად ხითხითებდნენ. შეშინებულების ეტყობოდათ აშკარად.
- რა ლამაზია?
- ძალიან!
- გინდა გავიდეთ გარეთ?
- აუუ... არა, მეშინია.
- ჩვენი ანგელოზები?
- ყოველთვის გვატყუებენ, არ მოდიან. მე კი მცივა და მეშინია.
- არ გვატყუებენ. ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან.
-  შენ საიდან იცი? ყოველთვის მატყუებდი, რომ თეთრი ფერის არიან და ფრთები აქვთო.  შენ კი ერთხელაც არ გინახავს.
- კი მყავს ნანახი.
- როდის ნახე? ან მე რატომ არ მანახე?
- შენც განახე. დამესიზმრა. შენც დაგიძახე და განახე.
- მე, რომ არ მახსოვს?
- რატომ?
- არ ვიცი?! შენ რომ დამიძახე მე მეძინა და არაფრი გამიგია.
- წამო გავიაროთ.
- არ მინდა სიცივეა გარეთ. იქნებ გაზაფხულს დაველოდოთ?
- გაზაფხული, როდის მოვა?
- ზამთარი დამთავრდება და მერე.
- მაინც სიცივეა.
- მაშინ ზაფხულში.
- კარგი ზაფხულში გავიპაროთ.
- ნებიერა, შენ როდის დაიბადე?
- გაზაფხულზე. შენ?
- მე ზაფხულში. ასე მითხრა ჩვენმა დედიკომ.
- ფიფქია, მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ! წამოდი დავწვეთ. შემცივდა.
- ჯერ მაკოცე.
- არ მინდა. მე წავედი დავწვები.
- დამიცადე, მეც მოვდივარ.

* * *
თბილი კერა.
ახალი თავგადასავალი.
დაუსრულებელი სურვილი?!
მშვენიერი ფერები.
დაუმთავრებელი სახლი.

გასხვისებული სამყარო... თეატრალური თოფი, ფართოდ მანათობელი ერთ წერტილში... სუფთა ფურცელი ჰაერში გაფრენილი... ბოთლი წყალში, ისიც ცარიელი... ფიქრები ფენებად გონებაში: შავი-თეთრი-შავი-თეთრი და ა.შ... ქარის მოტანილი ალერსი ბუნების... ნაზი სურნელი იასი და ბაიასი. გაზაფხული დადგა.
- გათანგული, ბუნებრივი შერკინება თავად თავისუფლებასთან. აღმატებული და ზეამაღლებული კანონზომიერება, რომელიც დააწესა ადამიანმა... მხოლოდ მავანთათვის ვინც იძულებულია და აიძულებენ იცხოვრონ... თავად შემქმნელები ცდილობენ თავისუფლებას კანონები არ დაუწესონ და იმოქმედონ ჩარჩოებს გარეშე. გესმით რას გეუბნებით?
- გასაგებია ექიმო, მაგრამ აქ ჩვენ კონსილიუმი გვაქვს და არა პარლამენტი, სადაც შევძლებთ კანონები შევცვალოთ. ეს ყველაფერი რაც თქვენ წარმოსთქვით დაუმთავრებელ სახლს უფრო ჰგავს, ვიდრე ერთი ცის ქვეშ მოქცეული კაცობრიობის ნამოღვაწარს. განა გვეკითხებიან თუ როგორ შევცვალოთ ესა თუ ისე კანონი? შევეშვათ გთხოვთ! ჩვენ ახლა პაციენტის ბედი გვაღელვებს. როგორ მოვიქცეთ?
- დანიშნეთ ოპერაცია, სასწრაფოდ!
- ახლავე!
- ბატონო მისაღებში გელოდებიან.
- გადაეცით, ხვალ მოვიდნენ. დღეს არ მცალია.
- გასაგებია ექიმო.

თავისუფლება შობილი...
მასთან ერთად ანგელოზიც!
თავისუფლება გარდა ცვალებადი...
გარდა მავალი ყველგან და ყოველთვის.

* * *
ათი წლის შემდეგ

თავისუფლება ყველგან და ყოველთვის...
იდეა ვისია, რისია?
დემოკრატიის?
იქნებ სრულებით რისთვის ან ვისთვის?

- შუამავალი გვჭირდება გოჩა. ეს საქმეს ისე ვერ მოგვარდება.
- იქნებ ჯერ შევხვდეთ და შემდეგ ვიფიქროთ შუამავალზე?
- კარგი, მაგრამ ხომ ხედავ დღეს არ მიგვიღო.
- მძიმე ოპერაცია ჰქონდა კაცს ადამიანო. ფიზიკურად ვერ მოახერხებდა.
- კარგი, იყოს შენებურად.
- შენ მაინც რას ფიქრობ, ეყოლებათ ჩვილები?
- ნაკლებად, დარწმუნებული ვარ უპატრონო ბავშვთა სახლში გაგვამწესებენ.
- მერე?
- მერე, იქ მოვძებნით. თან არჩევანშიც დაგვეხმარებიან.
- არჩევანში ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფლები.
- გეთანხმები! მეუღლეს ხომ წამოიყვან?
- რა თქმა უნდა. შენ?
- მეც. მაიკოს გარეშე აბა როგორ გამოვა?
- მართალი ხარ. თამრიკოც გიჟს გავს. აუცილებლად უნდა ვნახოო!

მეოთხე დღეს.
მოცლილი ექიმი...
თავისუფალი პალატები...
უკანასკნელი გაწერილი მშობიარე...

- გამარჯობათ ექიმო.
- სალამი, მობრძანდით, დაბრძანდით!
- გმადლობთ.
- რამ შეგაწუხათ ლამაზო წყვილებო?
- ბავშვი გვინდა, ორივეს. - წარმოსთქვა მორიდებით გოჩამ.
- მერე?! აქ რა დაგრჩენიათ? აქ მე ინკუპატორი არ მაქვს. - შეწუხდა ექიმი.
- თქვენი წყენინება არ გვიფიქრია ექიმო. იქნებ მიგვასწავლოთ თუ, რომელ დაწესებულებაში ან ვისთან მივიდეთ? შესაბამისად ინფორმაციისთვის არაფერს დავიშურებთ. ათი წელია რაც შვილები არ გვყავს. ლოდინს აზრი უკვე აღარ აქვს. თავისუფლებაც მოგვბეზრდა. გვინდა ჩვენს ოჯახებში პატარებზე ვზრუნავდეთ, დავიღალოთ, გავერთოთ და თავისუფლება მოგვწყურდეს...
- თქვენ შვილების ყოლას თავისუფლების დაკარგვას ეძახით? ცდებით მეგობრებო. თუ ასე იმსჟელებთ, დამიჯერეთ არც არასოდეს გაჩუქებთ ღმერთი შვილს. აყვალინი შვილიც ღვთისაა და ის პირველ რიგშია თავისუფალი და ამით თქვენ ცხოვრების სიხალისესა და მეტ თავისუფლებას იძენთ. მთავარია თავისუფალ ანგელოზებს მშობლური სითფო, ჯოჯოხეთად არ უქციოთ.
- გასაგებია ექიმო. - წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა. დაფიქრდა და ისევ განაგრძო საუბარი.
- ექიმო, ჩვენ ყველაფერი ოფიციალურად გვინდა.
- ვგავარ იმ ადამიანს, რომელიც ამ საქმეს არაოფიციალურად უძღვებოდეს? - არ ეჭაშნიკა გოჩას სიტყვები ექიმს.
- უკაცრავად ბატონო, შევცდით! ცოტათი არაკორექტულად გამოვთქვი აზრი.
- ექიმო, გთხოვთ დაგვეხმაროთ. - სიტყვა შეაწია თამრიკომ გოჩას.
- გთხოვთ ექიმო! - დაამატა მაიკომ.
- კარგით, მომილბეთ გული. ჩვილები არ გვყავს სამწუხაროდ. მხოლოდ რვა- ათი წლის ბავშვები არიან.
- ეს არ გვაწყობს.
- მაშინ შესაძლებელია კიდევ ათი წელი მოგიწიოთ ცდა. ამასობაში ეს ბავშვები ოცი წლისანი გახდებიან. იფიქრეთ! მე ერთი პატარა საქმე მაქვს. გავალ და ხუთ წუთში დავბრუნდები. პასუხი დამახვედრეთ.
საპირფარეშოში გავიდა ჩვენი ექიმი. ცოტა მეტი დრო დაუთმო ახალგაზრდებს და ბუხჰალტერიას მიაშურა. იქ ცოტა დებეტ-კრედიტზე იჭორავა და შემდეგ ისევ თავის კაბინეტს დაუბრუნდა. ამასობაში ხუთის ნაცვლად ოცი წუთი მიიწურა.
- აბა რას მეტყვით?
- გაძლევთ თანხმობას.
- თქვენ?
- ჩვენც. - გასცა პასუხი თამარმა.
- ძალიან კარგი! თქვენ იცით ანგელოზების სახლად წოდებული ბავშვთა სახლი?
- კი, რა თქმა უნდა ვიცით. იქ ჩემი გერი-ძმა პატრულირებს. ამას წინათ იყო იქ და უჩვეულო რამ შეემთხვა... - წარმოსთქვა დარწმუნებით თამრიკომ
- არ ჩაგეძიებით თუ რა. მე მხოლოდ თქვენი თანხმობა მაინტერესებდა. ახლავე დავრეკავ და ყველაფერი მოგვარდება. მიხვალთ ხვალ ანგელოზთა სახლში და ყოველგვარი წესითა და კანონის დაცვით აიყვანთ ბავშვებს.
- უღრმესი მადლობა ექიმო! - მადლობა თამრიკომაც და მისმა მეუღლემაც გადაუხადეს.
გოჩამ ყურში ჩასჩურჩულა ექიმს. - ეს ჩვენგან... - და ხელი თეთრი ხალათის ჯიბიში ჩააცურა.
- არ იყო საჭირო, ძვირფასებო. ამის გარეშეც შეიძლება კაცმა კეთილი საქმე აკეთოს.- ათასი მადლობები გადაუხადა მშვენიერ წყვილებს.

* * *

ფართო ჭიშკარი ურდულის გარეშე. ერთ სართულიანი შენობა ჩამოცვენილი ბათქაშით. უსინდისო ქარის მიერ ჩალეწილი მინები და სახურავი, თუმცა უკვე კვალი შეკეთებულის ეტყობოდა, მხოლოდ ისევ მინებისა და სახურავის სახით. ერთია მხოლოდ კერა თბილი და საყვარელი იყო.
იყვნენ აღმზრდელები, იყვნენ მასწავლებლები. იყო სათამაშოებიც.
მეათე გაზაფხულის თბილი დღე. ბავშვების ჭიკჭიკი ეზოს ამეტყველებდა.
- ბავშვებო ერთად შეგროვდით. - გასძახა მასწავლებელმა
ბავშვები დაფაცურდნენ. ერთმანეთის გადაძახილ-გადმოძახილში უფრო აშრიალდა არე-მარე...
- მიდით, ვითამაშოთ, ხო?
- დიახ! - იყო მრავალხმოვნებაში ასახული პასუხი აღსაზრდელების.
- წრეში ბურთზე რას იტყვით?
- ვაშაა!
დირექტორის კაბინეტში სარკმილად შემოსული ბავშვების ყიჟინა სტუმრებს არ გამოჰპარვიათ.
- თვენი საბუთები მზად არის. ყველაფერი გავაფორმეთ.
- ბავშვები? თანახმა არიან?
- დიახ! ოღონდ ერთი პირობით: მათი სურვილია, რომ ერთად იყვნენ. ეს თქვენი გადასაწყვეტია. მე გირჩევდით არ დააშოროთ ერთმანეთს. ისინი ძალიან ფაქიზები არიან. ჩვენთან განსკუთრებული მონაცემებით გამოირჩევიან, რაზეც ადრე ვისაუბრეთ. ჩვენი ფსიქოლოგიც გესაუბრათ მათ შესახებ. მათი განსაკუთრებულობა ერთი სიტყვით შემოიფარგლება: ანგელოზები ვართო! ჩვენც ესე ვიცით დღემდე. ასაკთან ერთად შეეცვლებათ აღქმის უნარიც. უბრალოდ ცოტა მოთმინება გმართებთ და მათი პირობების პირნათლად ასრულება.
- ყველაფერს შევუსრულებთ. ყოველდღიურად ცოტა ძნელი იქნება მათი კავშირი. კვირაში ორჯერ კი შესაძლებელი.
- ოღონდ, აუცილებლად!
- კარგით. შეიძლება დაუძახოთ?
- რა თქმა უნდა!

ოთახში შემოტანტალდნენ მართლაც ანგელოზები: ფიფქია და ნებიერა.
- ღმერთო, დღეს გაცილებით მშვენიერები ხართ!
- შენა ხარ ჩემი ახალი დედიკო?
- ხო, მე ვარ შვილო! ხო, ჩემო ფიფიქია, ჩემო ანგელოზო! - ჩამხრჩვალი ცრემლები გადმოგორდა თამრიკოს თვალებიდან.
- შენ საიდან იცი ჩემი სახელი?
- ვიცი პატარა...
- რა იცი, რომ მე ანგოლეზები მიყვარს?
- ყველაფერი ვიცი ძვირფასო. მზად ხარ ჩემთან წამოხვიდე?
ფიფიქიამ, ნებიერას გადახედა და თვალებზე ხელი მოისვა. აქვითინდა გულაწითლებული, ნაწნავიანი ლამაზმანი. ძლივს წაილუღლუღა: - შენთან მინდა ნებიერააა! ხელი წაართვა მომავალ დედიკოს და ნებიერას მიეჭრა. შემოეტმასნა ვითარცა სურო ხეს... ესალბუნებოდა მას და ცრემლებით განუბანა გული დასისხლული. - მე შენთან მინდა, შენთან მინდაა. გთხოვ არ მიმატოვო! მიყვარხარ! ნებიერა ზეციურ ორომტრიალში გახვეული ციდან მიწას დაენარცხა და ხელი შემოჭდო ფიფიქიას. - მეც შენთან ვარ ფიფიქია! - თქვა და მამაკაცური კურცხალი გადმოაგორა ღაწვებზედ. დაითვლიდი ცრემლებს. მხოლოდ სამი ცრემლი დაეხატა მის სახეს: ერთი ფიფქიასი, ერთი ანგელოზის, ერთიც დედისთვის განკუთვნილი.
ტიროდა ყველა.
- ბავშვებო, ჩემო ანგელოზებო! თქვენ დაშორებას არავინ აპირებს. თქვენ ერთად იქნებით. - უთხრა აცრემლებულმა დირექტორმა.
- ისე მოგვივლიან როგორ თქვენ, დედიკო?
- უკეთესად შვილებო, უკეთესად. თავისუფლები ხართ! წაყევით მშობლებს.

ხელი-ხელ ჩაკიდებულები გაჰყვნენ თავისუფლები, თავისუფლებას.
მომავალი მამები, მომავალს უცქერდნენ სიამაყით!

* * *
მისტიკა...
კავშირი...
თავისუფლება!

ერთი წლის შემდეგ ზამთრის კიდევ ერთი უცნაური დღე გათენდა. მოკლე დღეებით დამახასიათებელმა დროის ამ პერიოდმა ფიფქები ყარა საოცარი; მსხვილი და გასაოცარი... მიმოიფანტა არემარე. ყორნებიც კი გათეთრდნენ...

- თამრიკო დეიდა. - შეუვარდა ოთახში ფიფქია მძინარე დედიკოს.
- თოვს თამრიკო დეიდა, თოვს! გახედე რა ლამაზია?! წამიყვან ნებიერასთან, ჩემს მეორე ანგელოზთან?
- მეორე რატომ, პატარა?
- მე პირველი ანგელოზი ვარ. ჩვენ დანომრილები ვართ.
- რატომ პატარა?
- არ ვიცი, მაგრამ ხომ წამიყვან?
- კი აუცილებლად.
- ახლა წავიდეთ!
- ავდგები პატარა, კარგი?
- კარგი.
- გაიღვიძე ადამიანო... გათოვდა გარეთ, შენ კი ისევ გძინავს. - უსაყვედურა თეთრი განწყობით.
- მოიცა რაა...
- ბავშვს გარეთ უნდა გასეირნება. თან ნებიერას ითხოვს.
- სანამდე უნდა გაგრძელდეს ასე? როდემდე? დავიღალე! რა შეიქნა ერთი ციცქნა პატარა ნებიერა?
- აბა რა გითხრა?! ბავშვები არიან. უნდა მოვუსმინოთ. დაგავიწყდა საიდან წამოვიყვანეთ? ისინი ხომ ანგელოზები არიან!
- კარგი ავდგები.
- მოდი პატარა ჩაი მიირთვი.
- ახლავე თამრიკო დეიდა! - ხმა აბაზანიდან გამოდიოდა.
- თქვენ არ მიირთმევთ? - შესთავაზა მამიკოს.
- სიამოვნებით პატარა, მაგრამ მეც ჯერ აბაზანაში გავერთობი და შემდეგ.
- კარგი.
- ტელეფონი რეკავს თამრიკო. - ხმა აბაზანიდან გამოვიდა.
- მესმის... - დიახ, გისმენთ!
- ფიფქიას სთხოვეთ?
- შენ ხარ ჩემო ნებიერა? დედიკო როგორ არის?
- მაიკო დეიდა? ძალიან კარგად. - გაისმა ყურმილში.
- ახლავე დავუძახებ, მშვენიერო!
- ყურმილი გადადო თამიკომ და სამზარეულოში დაბრუნდა.
- ჩემო ანგელოზო, ტელეფონთან გთხოვენ. შენი ნებიერაა.
- ვახსოვარ, რა კარგია! - გამარჯობა ნებიერა.
- დღეს უნდა გავიპაროთ. - იყო მოკლე და წყალგაუმტარი ასოებისაგან შემდგარი წინადადება, პასუხად.
- რატომ?
- დაგავიწყდა ჩვენი შეთანხმება?
- არა.
- დღეს, ხომ მოხვალ ჩემთან?
- კი. შევჭამ საჭმელს და შენთან მოვალთ.
- გეხვეწები! დღეს ჩემთან დარჩი და ერთად გავიპაროთ სახლიდან.
- კარგი დავრჩები.
- კარგად იყავი ფიფქია.
- კარგად ნებიერა. მიყვარხარ!
- მეც...

* * *
საათის ისრები ფიქრს მისცემოდნენ ზამთარში და დროს თავარიდებულებმა დღეც დაამოკლეს. მალე დაღამდა.
- წავიდეთ სახლში, ფიფქია, ჩემო სიხრულო!
- არა დედიკო. გთხოვ რა დღეს დამტოვე ნებიერასთან?
- შენ მე დედა დამიძახე?
- ხო. - თქვა და მორცხვად თავი დახარა.
- დედა იქნებ ფიფიქია დარჩეს ჩვენთან? გთხოვ რაა?
- ღმერთო დღეს რა სჭირთ ამათ? შენ მე დედა დამიძახე?
- ხო. - თქვა და მორცხვად თავი დახარა.
- კარგი ფიფქია დარჩი, ოღონდ ხვალ ვერ დაგტოვებ.
- მიყვარხარ დედიკო!
- მეც შვილო ჩემო ანგელოზო!
- ხომ გაგიხარდა ნებიერა?
- ძალიან დედიკო. მეც მიყვარხარ, ძალიან, ძალიან!
- მეც ჩემო განებივრებულო პატარა.
- მე განებივრებული არ ვარ მე ნებიერა ვარ.
- ხო შვილო, როგორც შენ გინდა.

* * *
ზამთრის შესაბამისი სუსხი დასჩემდა ნებიერას ოთახს. ჩათფილულები იყვნენ ლოგინში. ტანსაცმელები ახლოს ლოგინთან დაელაგებინათ. ქურთუკებიც და ფეხსაცმელებიც.
- გძინავს? - საუბრის წამომწყები, ყოველთვის პატარა ბიჭუნა იყო.
- კი. შენ?
- არა. დღეს ძალიან ლამაზი იყავი.
- შენც ძალიან ლამაზი ხარ!
- მოვემზადოთ?
- ჰო, მოვემზადოთ. ჩუმად; ადექი ჩაიცვი.
ჩურჩულს, ღამის პრელუდია ანაზდად თან სდევდა.
- ფრთხილად გადააბრუნე გასაღები, არ გაგვიგონ.
ორ წუთში გარეთ აღმოჩნდნენ.
- სად წავიდეთ?
- თავისუფლები ვართ, ფიფქია, თავისუფლებიი!
- სად წავიდეთ ნებიერა?
- ჩვენს ანგელოზების სახლში.
- ეს სახლები მოგეწონა ნებიერა?
- არა, შენ?
- არც მე. ჩვენს ანგელოზების სახლს არ ჰქავს. აქ არავინ არის ანგელოზი.
- მართალი ხარ. მოდი წავიდეთ? ძალიან მცივა.…
- მეც ძალიან მცივა ფიფქია. შენ ხომ ზამთარს უყვარხარ, რატომ გცივა? განა ფიფქია არ ჰქვია?
- ფიფქია ვარ, ანგელოზიც. ანგელოზებს კი სცივათ და ტკივათ. ისინი ხომ შიშვლები არიან და ფრთები აქვთ?!…
- აჰა. ჩაიცვი.
- მერე შენ?
- მე არ მცივა. კიდევ მაცვია.
- მადლობა.
- არაფრის. ფრთხილად იარე, ფეხი არ დაგიცურდეს.
- არ დამიცურდება. ხელს მოგკიდებ, კარგი?
- კარგი.
გზა მოპირკეთებული არ იყო მათთვის. ძალიან გამრუდდა... ხრიოკ ადგილებს წააწყდნენ. გაუჭირდათ, მაგრამ მიზანთან და მიზეზთან ახლოს იყვნენ... თითქმის ოთხი საათის სიარულის შემდეგ მიადგნენ ჩათქმულ ადგილს.

ფართო ჭიშკარი ისევ ურდულის გარეშე. ერთ სართულიანი შენობა კვლავ ჩამოცვენილი ბათქაშით. უსინდისო ქარის მიერ ჩალეწილი მინები და სახურავი, თუმცა უკვე კვალი შეკეთებულის გამქრალიყო. ერთია მხოლოდ კერა თბილი და საყვარელია  ძველებურად.
- მოვედით ფიფქია. - ხმა სუსტდებოდა ნელ-ნელა.
- ვიცი ნებიერა. თითებს ვერ ვგრძნობ ნებიერა, ლოყებსაც, თვალებიც გამიცივდა, ფეხები მუხლებამდე ცივი მაქვს. რატომ ნებიერა?
- მეც გაყინული ვარ ფიფქია. მარტო ლაპარაკი შემიძლია, ისიც ჩუმად. წამოდი ფრთხილად. იმ ხის ძირში დავსხდეთ. იქიდან კარგად მოსჩანს ჩვენი ეკლესიის გუმბათი, რომელსაც ანგელოზების სახლიდან ვუცქერდით. ჩვენ იქ უნდა მივიდეთ. ცოტა ხნით დავისვენოთ  აქ.
- გახედე ჩვენი ყურშა!
- აქ საიდან გაჩნდი, ყურშა?
- მოვენატრეთ!
- სად გაიქეცი ყურშა?

* * *
- რა ლამაზია გამხდარა ჩვენი საყვარელი ხე. თოვლში უფრო ლამაზია. ასე ახლოდან ზამთარში არ მინახავს. შენ ნებიერა?
- არა, არ მინახავს.
- იცი? დავიღალე.
- მეც.
- ჩუმად ვიყოთ კარგი?
- დილით ადრე გავაგრძელოთ გზა, არა?...
- ჰო, დილით ადრე.
- აქ ხომ ვერ გვნახავენ.
- ვერ გვნახავენ.
- მაშინ, მოდი ანგელოზებს ვუხმოდ.
- ვუხმოდ.
- მაგრამ... ჩვენ რომ მხოლოდ ჩურჩული შეგვიძლია?!
- გულით ვუხმოთ. აუცილებლად მოვა, ოღონდ უნდა გავჩუმდეთ. აუცილებლად გვესტუმრება და ვიფრენთ. დღეს ნამდვილად შევხვდებით ანგელოზებს.
- რა კარგია? ჩვენც ფრთები გვექნება არა?
- ჰო გვექნება.
- და თავისუფლები ვიქნებით?
- თავისუფლები ვიქნებით.
- რა კარგია!
- დროა გავჩუმდეთ და დავისვენოთ თან ვუხმოთ ანგელოზებს.


* * *
იმ ღამის დილა გათენდა ოჯახში. საძინებელში ბავშვები აღარ დახვდათ.
- მაიკო, მაიკო... ბავშვები სად არიან?
- ვაი მეე... ბავშვები სად არიან? ღმერთო მიშველე! - შეჰკივლა მაიკომ და საძინებელშივე მოადინა ზღართანი.
სასწრაფოს ექთნები ედგნენ თავზე მაიკოს, როცა მორიგი სიტყვები წარმოსთქვა: - ბავშვები იპოვეთ? - და ისევ შეუღონდა გული.
- საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ. მდგომარეობა კრიტიკულია და შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. ამიტომ საჭიროებს სასწრაფოთ გადაყვანას. თქვენ მეუღლე ხართ?
- დიახ.
- აქ მომიწერეთ ხელი.

* * *
საყვარელო ტელეფონთან გთხოვენ.
- ალო...
- მე ვარ, თამრიკო.
- თამრიკო? აქ რა ჯანდაბისთვის რეკავ?
- გთხოვ, მომისმინო!
- კარგი გისმენ. მითხარი რა გინდა, ოღონდ სასწრაფოდ.
- შენ ჩემი ძმა ხარ და ვიცი თუ როგორ გექცეოდა მამა ბავშობაში შენ და დედაშენსაც. ისიც ვიცი, რომ ძალიან გიყვარვარ.
- რა გინდა?
- შვილი დავკარგე!
- როგორ თუ დაკარგე?
- წუხელ მაიკოს სახლიდან გაიპარნენ.
- გაიპარნენ?
- ხო, ორივენი გაიპარა.
- კარგი, მითხარი რით დაგეხმარო?
- იქნებ მიხვიდე ბავშვთა სახლში, რომელსაც ანგელოზთა სახლი ჰქვია და მოძებნო ისინი.
- კარგი, აუცილებლად. არ ინერვიულო, ყველაფერს მოვაგვარებ. მთელს პერიმეტრს შევამოწმებ.
- დაგელოდები. ჩვენ პოლიციასაც შევატყობინეთ. გვითხრეს ნუ წახვალთ, ადგილებზე დარჩითო. შესაძლებელია ძებნის პერიოდში სახლში დაბრუნდნენო.
- მართლები არიან. დაელოდეთ! მე წავედი მოსაძებნად. არ იტირო გთხოვ, კარგი?
- კარგი.
- მპირდები?
- გპირდები.

* * *
საოცრად მოფარფატე ოცნებები... გულთან ახლოს გამჭოლი მზერა... სულთან შორი მოქცევა... დროდან ისრები აფრინდნენ... ისრებმა დროს გაუსწრეს... აზრები გაწვიმდა... ცნობიერების ტბა კი წვიმის წვეთებმა შეავსეს. გვალვა კვლავ მოსალოდნელია...

- ნებიერა, ნებიერა... შეხედე, ფრთები მაქვს! ადექი გავფრინდეთ, შეგვიძლია ვიფრინოთ. ადექი გთხოვ!
- მართალი ხარ ფიფქია, ფრთები გვაქვს, ვაშაააა! მიდი გაშალე ფრთები. მეც გავშლი.
- ნახე რა ლამაზად დავფრინავ... შემიძლია!
- მეც დავფრინაავ! თავისუფლები ვართ ფიფქია, თავისუფლები!
- ნახე ჩვენი დროშა არ ფრიალებს.
- მერე?
- მივიდეთ  და ჩვენი ფრთებით ავაფრიალოთ!
- გავფრინდეთ.

- გახედეთ, ხალხნო, ნიავიც კი არ ჰქრის და დროშა ფრიალებს. გახედეთ!
ქუჩაში ფეხით მოძრაობა შეწყდა და ყველა ცას მიაშტერდა.
დროშა!
თავისუფლება და ფრიალი...

* * *
პირველები თეთრი ყორნები იყვნენ ვინც ისინი იპოვა.
მეორე - პატრული. კეთილითა და ბოროტებით დაძეძგილი.
მესამე - დეიდა თამრიკო და დეიდა მაიკო.
ხელი-ხელ ჩაკიდებულები გაჰყვნენ თავისუფლები, თავისუფლებას.
მომავალი მამები, მომავალს უცქერდნენ თავისუფლების გარეშე!
დაფრინავს თოთო თავისუფლება!
ხელს ნუ ავუკრავთ!

15 მაისი. 2009 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს