ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: საბავშვო
21 მაისი, 2009


ბაფთიანი ფისო







კუდზე ბაფთი გამოაბა
თამუნიამ ფისოს,
იცინიან ბაჭიები,
თაგვი მიკისკისობს.

_ნეტავ რატომ იცინიან?_
ვერ მიმხვდარა ფისო,
მიდის…ბაფთიანი კუდით
ბაღის ბილიკს ჰგვისო.


ჯიბილო ყივილაშვილი
-------------------------------------------

ქვის გამკვეთელი დეზები,
ბოლო_ცეცხლივით გაშლილი,
ბუმბული_გაბრწყინებული,
ხავერდოვანი და ხშირი,
ხმა_მაცნე გათენებისა,
მიწიდან ცისკენ აჭრილი,
თვალები_ნაპერწკლიანი,
გული_მაგარი კაჟივით,_
ასეთი გახლავთ მამალი_
ჯიბილო ყივილაშვილი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები