ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიჩიბა
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2009


* * *

გაწვიმდა ახლა,
ბოროლას წვერს აუყვა ნისლი,
კიშხევ ნადირის სახსენებელს,
გასწყვეტს ალუდა.
სიპნაყარისკენ შაუყვება,
საქონი ძოვით
და მწყემს ინატრებს,
-ეს წვიმაიმც აქცია ლუდად.
დასცეცხლავს მეხი,
ტოტებაწვდილ,
გულდიდა მუხას,
აი, ალუდას შაშხანამაც
კიშხევს დაჰქუხა...
ქარაფში გასხლტა,
აჩრდილივით,
თეთრშუბლა შუნი,
შახე -
სანათა როგორ ისვრეტს,
წიპიდან ბურნითს.
გამოიმზევებს,
ფიცარკლდესთან აშრება ღოლო...
და იის ტუჩზე დაწებებულს,
წვეთს მოვწმენდ ბოლოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები