ეზოს აკლია ჩვენი ბავშვობა, განგების ნებით გადაკარგული... ფიშტოდაცლილი ქორწილ-მაყრობა და კრიმანჭული სხვენზე გაკრული .
ეხვევა თხმელებს დოლბანდი ბინდი კანდელ- წანდილით ჩათავდა მარხვა, და ჭლექიანი - ნესტი ამინდი სახსარში დაგხრავს, ვით ბოსტნის მახრა.
სამოსად შაშვის შავ- მარმაშები კედლის - კალენდრის დუმილ - დარდები, შემოსეული ყიზილბაშები, ღობეს ახრჩობენ ეკალ - ბარდები.
საფლავი…ბალახამოშლილობა, გათვალულია ბედი ართვალით… საკურთხ-ნაკურთხი დედა - შვილობა და დაკემსილი ღამე სათვალით.
სამი ნაბზარი, სამი ჭრილობა, ეს გულიც სამი ცივსაფლავია, ამ ვარამცრემლთა შემოჭრილობას, ამ სულთაგლეჯას, დაო, რა ჰქვია?!
სწუხან თელები დათალხულ ჩალმით, ანწლებთან მწარედ ხარ მოწყენილი, და წამიწერე თეთრ ნისლებს წალმით მოსაკითხავი ჩემთვის წერილი.
ქარები შარა-სალახანები, ბჟუჟის ჭალა რომ ჭილით მოფინეს, ყელამდე იყო იმ წელს ყანები მთელი ზამთარი რომ ვიმყოფინეთ.
ბაღში შავფერა შინდის სურნელი, შვენობს უშურო შენი მადლია, რატომ იცინის ნუში სულელი, რამ წამოჩიტა ასე ადრიან.
დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.
+7:) დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.
+7:)
34. გადაკარგული- გაკრული, ბინდი-ამინდი,
მეტს აგარ ჩავყვები,
არ მომწონს მე...
თუმც , ეს ხომ იმას არ ნიშნავს , რომ, ცუდია?!
იმედს ვიტოვებ, რომ არა. გადაკარგული- გაკრული, ბინდი-ამინდი,
მეტს აგარ ჩავყვები,
არ მომწონს მე...
თუმც , ეს ხომ იმას არ ნიშნავს , რომ, ცუდია?!
იმედს ვიტოვებ, რომ არა.
33. რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.
თბილია... :)
რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.
თბილია... :)
32. საოცრად თბილი და სევდისსაბურველახვეული განცდაა.გამაჟრიალა,ისეთი ტკივილით და სიყვარულითაა შექმნილი.წარმატებები დათო! საოცრად თბილი და სევდისსაბურველახვეული განცდაა.გამაჟრიალა,ისეთი ტკივილით და სიყვარულითაა შექმნილი.წარმატებები დათო!
31. რა თბილია... :) რა თბილია... :)
29. დიდებული პოეტი ხართ დავით55555555 დიდებული პოეტი ხართ დავით55555555
28. მომეწონა,ბ-ნ დავით...:) მომეწონა,ბ-ნ დავით...:)
27. სამი ნაბზარი, სამი ჭრილობა, ეს გულიც სამი ცივსაფლავია, ამ ვარამცრემლთა შემოჭრილობას, ამ სულთაგლეჯას, დაო, რა ჰქვია?!
რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.
ემოციური,ლამაზი,ძმის გულისტკივილიანი ლექსი... სამი ნაბზარი, სამი ჭრილობა, ეს გულიც სამი ცივსაფლავია, ამ ვარამცრემლთა შემოჭრილობას, ამ სულთაგლეჯას, დაო, რა ჰქვია?!
რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.
ემოციური,ლამაზი,ძმის გულისტკივილიანი ლექსი...
26. ამ ვარამცრემლთა შემოჭრილობას, ამ სულთაგლეჯას, დაო, რა ჰქვია?!
დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.
555555555555555555555 არაჩვეულებრივია, როგორც ყოველთვის ამ ვარამცრემლთა შემოჭრილობას, ამ სულთაგლეჯას, დაო, რა ჰქვია?!
დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.
555555555555555555555 არაჩვეულებრივია, როგორც ყოველთვის
25. მახსოვს ეს, თქვენი წაკითხული... :) მახსოვს ეს, თქვენი წაკითხული... :)
22. დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას. დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.
20. ულამაზესი...
ულამაზესი...
19. ძალიანნ :)
5 ძალიანნ :)
5
18. მაგარი ლექსია:) მოგიკითხეთ ბატონო დავით მაგარი ლექსია:) მოგიკითხეთ ბატონო დავით
17. მართლაც საოცარი დასაწყისია და ეს ფრაზა გამორჩეულად დამამახსოვრდა, ჯერ კიდევ პირველი წაკითხვისთანავე:
''და დაკემსილი ღამე სათვალით''...
კარგი ლექსია, ბატონო დავით! მართლაც საოცარი დასაწყისია და ეს ფრაზა გამორჩეულად დამამახსოვრდა, ჯერ კიდევ პირველი წაკითხვისთანავე:
``და დაკემსილი ღამე სათვალით``...
კარგი ლექსია, ბატონო დავით!
16. სამოსად შაშვის შავ- მარმაშები კედლის - კალენდრის დუმილ - დარდები, შემოსეული ყიზილბაშები, ღობეს ახრჩობენ ეკალ - ბარდები.
საფლავი…ბალახამოშლილობა, გათვალულია ბედი ართვალით… საკურთხ-ნაკურთხი დედა - შვილობა და დაკემსილი ღამე სათვალით.
სამოსად შაშვის შავ- მარმაშები კედლის - კალენდრის დუმილ - დარდები, შემოსეული ყიზილბაშები, ღობეს ახრჩობენ ეკალ - ბარდები.
საფლავი…ბალახამოშლილობა, გათვალულია ბედი ართვალით… საკურთხ-ნაკურთხი დედა - შვილობა და დაკემსილი ღამე სათვალით.
15. დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.
უუფ გამაჟუილაა :-* დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.
უუფ გამაჟუილაა :-*
14. მახსოვს ეს ლექსი :) მოგიკიხეთ მთელი გულით :) მახსოვს ეს ლექსი :) მოგიკიხეთ მთელი გულით :)
13. გულში ჩამწვდომი და ლამაზი... გულში ჩამწვდომი და ლამაზი...
12. ძალიან თბილია! 5555 ძალიან თბილია! 5555
11. მოგიკითხეთ :) 5 მოგიკითხეთ :) 5
10. სამი ნაბზარი, სამი ჭრილობა, ეს გულიც სამი ცივსაფლავია, ამ ვარამცრემლთა შემოჭრილობას, ამ სულთაგლეჯას, დაო, რა ჰქვია?!
ეს ლიტ.გედან მახსოვს, დავით... 5 სამი ნაბზარი, სამი ჭრილობა, ეს გულიც სამი ცივსაფლავია, ამ ვარამცრემლთა შემოჭრილობას, ამ სულთაგლეჯას, დაო, რა ჰქვია?!
ეს ლიტ.გედან მახსოვს, დავით... 5
9. ეზოს აკლია ჩვენი ბავშვობა....
ზალიან მაგარი დასაწყისი იყო. ალბათ ამის ფონზე დანარჩენი ცოტა მესუსტა. ვფიქრობ, ეს ხაზი სადღაც ბოლოსკენ აჯობებდა - ნა პადიომ, ტაკ სკაზატ:)
მოკითხვა:) ეზოს აკლია ჩვენი ბავშვობა....
ზალიან მაგარი დასაწყისი იყო. ალბათ ამის ფონზე დანარჩენი ცოტა მესუსტა. ვფიქრობ, ეს ხაზი სადღაც ბოლოსკენ აჯობებდა - ნა პადიომ, ტაკ სკაზატ:)
მოკითხვა:)
8. ძალიან ლამაზია მართლაც ძალიან ლამაზია მართლაც
7. ძალიან ლამაზია ძალიან ლამაზია
6. დგეს ილტოსპირელის დაბადების დგეა 555 დგეს ილტოსპირელის დაბადების დგეა 555
5. ერთერთი ყველაზე ლამაზი ლექსია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს...5555555555
თითქმის ყველა სტრიქონი პოეზიის ზეიმია:
ეხვევა თხმელებს დოლბანდი ბინდი...
და ჭლექიანი - ნესტი ამინდი...
შემოსეული ყიზილბაშები, ღობეს ახრჩობენ ეკალ - ბარდები....
ქარები შარა-სალახანები,... -რომელერთი ჩამოვთვალო...? -მოხიბლული ვარ ბ. Dავით.
ერთერთი ყველაზე ლამაზი ლექსია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს...5555555555
თითქმის ყველა სტრიქონი პოეზიის ზეიმია:
ეხვევა თხმელებს დოლბანდი ბინდი...
და ჭლექიანი - ნესტი ამინდი...
შემოსეული ყიზილბაშები, ღობეს ახრჩობენ ეკალ - ბარდები....
ქარები შარა-სალახანები,... -რომელერთი ჩამოვთვალო...? -მოხიბლული ვარ ბ. Dავით.
4. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ!
ლამაზი ლექსია! ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ!
ლამაზი ლექსია!
3. 5! ძალიან ლამაზია :) 5! ძალიან ლამაზია :)
2. დილამშვიდობის, ბატონო დავით, ძალიან ლამაზი ლექსია!!! :) დილამშვიდობის, ბატონო დავით, ძალიან ლამაზი ლექსია!!! :)
1. დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.
დილა მშვიდობის, დავით, ძმაო!
ვბერდები ალბათ - გული ჩვილდება ... ხსოვნის ხეც სევდამ მოაფანტელა... რაშიღა ვპოვო, ძმაო სიმშვიდე - ლექსს ვერ ვკითხულობ უჟრუანტელოდ...
ასე მომდის ასეთ ლექსებზე და რა ვქნა...
დავბრუნდი დაო მე - ბუმერანგი, ამ ლექსს არ ვაცლი ჭრაქზე გაშრობას, რომ ხსოვნის ნისლად თეთრი პერანგი შემოვამშრალო შიშველ ბავშვობას.
დილა მშვიდობის, დავით, ძმაო!
ვბერდები ალბათ - გული ჩვილდება ... ხსოვნის ხეც სევდამ მოაფანტელა... რაშიღა ვპოვო, ძმაო სიმშვიდე - ლექსს ვერ ვკითხულობ უჟრუანტელოდ...
ასე მომდის ასეთ ლექსებზე და რა ვქნა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|