ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2009


***

შავი ტაძრიდან ერთად გამოდიან
და თეთრ ტაძარში ერთად შედიან
ცა და დედამიწა...

***
კელაპტრებივით მოჩანან ჰორიზონტზე.

ცის ბზარებს დაემსგავსებოდნენ,
ერთმანეთი რომ არ უყვარდეთ.

***
სადაც შენ გამოჩნდები,
იქაა ბილიკი
სივრცეში ასასვლელი.

***
ქამარი_ გალავნის
შორეული შთამომავალი.

***
პატრონებისგან განსხვავებით
სახლები ერთმანეთს უცინიან,
მზე როცა ამოდის...

***
დარდის ციცაბოებს
სიყვარულის
წრიაპებით დაკიდებული.

***
მინდორი ტყის ნაპირას_
დედისგან დადებული ბალიშივით
ლამაზად,
თითქოს შეუმჩნევლად შემაღლებული.

***
როდესაც მიწისძვრაა,
ერთნაირად ფერმკრთალდებიან
სამარის ჯვრები,
ვარსკვლავები და ჩვენი სახეები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს