ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2009


ღამე და სიშორე

ზეცამ ჩამოუშვა წვიმის ნიაღვარი...
წვიმს და უშენობა უფრო გამიხშირდა...
კოცნის ნაიარევს ხელი მიაფარე...
და თვალს მიეფარე - ხელი გამიშვი და...

ახლად ვემზადები ახლა გასაფრენად...
ნატვრაც ერთი ღამის - ძილში გაიფილტრა...
შენთვის ეს ცა ნუთუ ვნებებს ასხვაფერებს,
მე რომ მზენაკლული დილა გამიფითრა...

არღვევს კალაპოტებს წლები უჩვეულო...
მიწა თუმც მიზიდავს - ზეცა მაცდურია!..
და ეს გახელებაც გულის - იჭვნეულის!.. -
მონატრებისა და ვნების დასტურია...

ჟამის კალაპოტმა ვერც შენ ჩაგიტია -
ისე გადმოხვედი - წლები დამიტბორე...
დიდი ხუთშაბათის ჟღალი ამინდია
წითელ ჯვრისწერამდე - ღამე და სიშორე...

როცა წინასწარვე ვიცი განაჩენი
( თუნდაც გადაიდოს ჩემი სასამართლო!..)
და ცადპატიმრობა არის ანარჩევი,
შენც კი რას მიშველი - თუნდაც გამამართლონ?!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები