ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2009


  ჩამოტვირთვა

თითქოს

თითქოს
ადრე იყო, ისიც არაფერი,
იწვა შეღამება, ბებერ ქვაფენილზე
და ჩვენს სიახლოვეს ქუჩის აჩრდილები,
უხმოდ მიიწევდნენ სახლის აივნებზე.
კაფე ,,უსახელო”, გრძნობა მელოდიურ,
კვამლით შელესილი ფერი-მარტოობა,
ჟღერდა სიმფონია, მაშინ: -
,,გელოდიო...”
ღამე მაჟორულად ჩვენზე ბატონობდა.
და დაორთქლილ ბაგეს, არომატი ყავის,
სიტყვებს შიგადაშიგ უსიტყვობა ცვლიდა
და სურვილი შენი, კიდევ ერთი ნახვის,
ხასიათში თამამს, უჩვეულოს მხდიდა...
თითქოს
ადრე იყო, ისიც მხოლოდ მაშინ,
გრძნობდა შეღამება ქუჩებს უნებურად,
ახლა სადღაც აქვე, უსახელო სახლში,
ალბათ ანაფაზებ ფერმკრთალ უჩემობას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები