ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2009


ალბათ თენდება

ყვითელ ნაბადში გადაცმული
მღვრიე მტკვარივით
მიიპარება შემოდგომა
დაბურულ ტყეში,
და საუკუნის
არ ნახული მოურავივით
რამზესი მეფობს,
ალბათ ისევ ძველ ეგვიპტეში,

ცას აუხსნია ბორკილები,
ალბათ თენდება,
ლამაზ ქალივით ხეებს ცვივათ
ცრემლად ფოთლები,
აქ შემოდგომის ყვავილები
ისევ ღელდება,
სიმწუხარეა...მხოლოდ სევდა...
ისევ გშორდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები