ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არგონავტი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2009


ლაჟვარდისფერი (ვუძღვნი მათ)

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ !..
და ისევ თქვენზე მეწერება,
ყოველი სიტყვიდან
წვეთავს მონატრება,
დღეებს დასტყობიათ თმათა შეთეთრება,
10-ის ნახევარიც ვეღარ მოვარდება...

ჰოდა, წავედი...
და წარსულს შევერიე...
სული კი – იმ ლამაზ დღეებს შევატოვე!
გჩუქნით მინაჯღაბნი სევდის ისტერიებს,
მკერდში გულის ნაცვლად ფეთქავს სიმარტოვე.

სულ სხვა სუნი ასდის ახლა შებინდებას,
გულს კი – მონატრების
მორიგ საფენს ვუცვლი...
ახლა კითხულობთ და ალბათ გეღიმებათ...
დიდი სიყვარულით,
მარად თქვენი
გ უ ც ი



30.05.2009  20:15 სთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს