ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არგონავტი
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2009


აბსურდი (სკუნსიკას)

ვწერ, ვანადგურებ(ვხევ) და ისევ ვწერ,
ფურცლებზე ვანთხევ რითმების გროვას,
ამ ლექსს აღვიქვამ მუზის სიბერწედ...
ვწერ და ვიჯერებ, “ის” ისევ მოვა.

უკვე შავთეთრი ჩაუცვამს იმედს,
ახლა ცრემლები ალბობენ ტუჩებს...
დღეს მე გავივლი კვლავ ბეწვის ხიდზე,
და თუნდაც სიკვდილს ვერ გადავურჩე,

სითბოს მომიტანს შენი სიმშვიდე,
გზას გამინათებს შენი აურა,
თუნდაც იფიქრო, უკვე გავგიჟდი,
თუნდაც ჩამთვალო დღეს უცნაურად!

სულში ცა ისევ გადაიწმინდა,
მეფობას ლამობს სურნელი ტრფობის...
შენ მოგიძღვენი რითმების წვიმა,
ყველა სტრიქონი და ყველა სტროფი...

ვკითხულობ, ვხვდები, უკვე გავჭედე!
ლოგიკის საზღვრებს გადავაბიჯე...
ჰოდა, შევაწმენდ ხელს თეთრ ღამეებს...
და ილუზიის მორიგ საგიჟეთს!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს