ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერეთელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 ივნისი, 2009


დაგვიანებული ექსპრომტი

რუსთან აყოლილი ავსულები
კლდიან ბილიკებით მომყვებიან,
წამლის დარჩენილი კაფსულებით
ვითვლი გასულ დღეებს… მოკლდებიან
გასათეთრებელი ღამეები.
მე ან უშენობით მოვკვდები, ან-
შენი მოჭარბებით! ან ეგ თმები,
ან ეგ ტუჩები, ან_ ლოყები, ან_
მკერდის კონტურები გამათავებს…
მერე ლეგენდებად მოგვყვებიან,
(მე რომ თეთრ კიბეებს ავათავებ)
მერე დისკუსიებს გამართავენ,
მძიმედ ჩაჰკიდებენ ამაყ თავებს…
მალე თუ არ გნახე, შაბათამდე,
კვალში ავსულები მომყვებიან…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს