ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
23 ივნისი, 2009


საქარია 2 (თავი მესამე)


                   

თავი მესამე

საქარიაში დაბრუნება და უეცარი ზამთარი.

    - იანგულ, სად ხარ აქამდე, ამას შენგან არ ველოდი. – მკაცრად მიმართა ეფროსმა ნათლულს. – ამდენი დღე არაფერს გეუბნებოდი, მეგონა შენ თვითონ მიხვდებოდი, მაგრამ შევცდი. სამი დღით წამოვედით და უკვე ერთი კვირაა აქა ვართ. წარმომიდგენია მამაშენი და ელინი როგორ ნერვიულობენ. დასვენების დრო აღარ გვაქვს, ახლავე გავდივართ, ვგრძნობ საქარიაში რაღაც ხდება. არ ვიცი რა, მაგრამ მე მგონი სასიკეთო არ უნდა იყოს. გზაში დაგელაპარაკები.
სამივე მხედარმა სასწრაფოდ დატოვა ეფროსის სამფლობელო და საქარიისაკენ აიღო გეზი.
- ყურადღებით მისმინე იანგულ, შენ რომ ნადირობისას ყმაწვილს დაუმეგობრდი ქანელი ერქვა? – ჰკითხა ეფროსმა.
- დიახ, ქანელი ერქვა, შენ საიდან იცი? – გაიკვირვა იანგულმა.
- ლამაზი, ტანადი ვაჟკაცი, ჭკვიანი, მოხერხებული. ყველაფერი რომ შეუძლია და მისთვის სიძნელე არ არსებობს, ის არის?
- დიახ ეგეთია, კიდევ დავამატებდი, ყველაფერში რომ ენდობი, არ გიღალატებს და უერთგულესი მეგობარია.
- მჯერა რომ ეგეთია, ქანელი ისეთმა გრძნეულებმა გაზარდეს, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია. ძალიან კარგი მეგობარი იქნებოდა შენთვის, ერთი რამ რომ არ უშლიდეს ხელს.
- მაინც რა? – იანგულს შეშფოთება დაეტყო.
- შენი მეგობარი ქამეხის ვაჟია, ჩვენი მოსისხლე მტრის. საბრალო ბიჭმა არც იცის მამამისის ვინაობა და არც ის იცის, რა ბოროტებას სჩადიოდა იგი. მაგრამ დადგება დრო და ქანელი მამის საქმიანობას გააგრძელებს, იმიტომ რომ მის ძარღვებში ბოროტი ქამეხის სისხლი სჩქეფს.
- არა, ეს შეუძლებელია. ქანელი თუ ქამეხის ვაჟია, ესეიგი ელინის ძმა ყოფილა. ელინის ძმა კი არ შეიძლება ბოროტი იყოს.
- თავს ნუ იტყუებ იანგულ. დღემდე მე ქამეხი დაღუპული მეგონა. შენ რომ ქანელთან მეგობრობა დაიწყე, იმიტომ არ შეგიშალე ხელი, რომ საშიშროებას ვერ ვხედავდი. დღეს გავიგე, ქამეხი გადარჩენილა. უფრო მეტიც, თავისი გრძნეული კაცი-გველიც ჯადოსნური ელექსირის საშუალებით გაუცოცხლებია და ახლა საქარიაზე ხელახალ შეტევას აპირებს. ოღონდ არ ვიცი როგორ. ის კი ვიცი, რომ ქამეხი ეცდება თავისი ვაჟი დაიბრუნოს და ძალა, რომელიც შვიდმა გრძნეულმა მისცა, ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს.
იანგულს ხმა აღარ ამოუღია, დამწუხრებული მიუყვებოდა გზას. თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა. ვერაფრით იჯერებდა, რომ ქანელი როდისმე მის წინააღმდეგ წავიდოდა.
ნელ-ნელა აცივდა. მხედრებს მსუბუქად ეცვათ. ზაფხული იყო და თბილი ტანსაცმლის წამოღება არც უფიქრიათ. საქარიას მიუახლოვდნენ. ქვეყანა თოვლით იყო დაფარული, არადა ივნისის თვე იდგა.
- რა ხდება, რა დროს თოვლია? – იკითხა ტარესმა და აქეთ-იქით გაკვირვებით მიმოიხედა.
- ქამეხი დაბრუნდა შვილო, ქამეხი. – უპასუხა ეფროსმა და ცხენი სასახლისაკენ გააჭენა.
გზა და გზა  არავინ შეხვედრიათ, ისეთი სიცივე იდგა, ხალხი სახლებიდან ვერ გამოდიოდა. ცა ისეთი მოღრუბლული იყო, მზის სხივები დედამიწამდე ვერ აღწევდა. საქარიაში სამუდამო ზამთარი დამდგარიყო.
სასახლეშიც სიცივეს დაესადგურებინა.
- ბუხარი რატომ არ გინთიათ, ან ღუმელი? – იკითხა ეფროსმა.
- შეშა არ გვაქვს, ხეები გაყინულია, ლოლუებივით ტყდება. ცეცხლში თუ შეუკეთე, დნება. – უპასუხა აბესალმა. ეს ყველაფერი ვფიქრობ ქამეხის ოინებია. ეტყობა ცოცხალი გადარჩა და ახალ მზაკვრობას სჩადის.
- სწორი ხარ მეფეო, ქამეხი ცოცხალია და არა მარტო ქამეხი, კაცი-გველიც გაცოცხლებულა და საქარიის დასაპყრობად არაფერს არ დაიშურებს. ყველა ბოროტ გრძნეულსა და უწმინდურს დაიხმარებს, რათა ჩვენ დაგვამარცხოს. უფრო მეტიც, ქამეხმა თავისი ვაჟი, რომელიც შვიდ უძლეველ გრძნეულს გააზრდევინა, გამოიძახა და ისიც უნდა ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართოს. ქანელის მომრევი კი ამ ქვეყანაზე არავინაა.
- როგორ, ქამეხს ვაჟი ჰყავს? – წამოიძახა ელინმა და გაფითრდა.
- ჰო შვილო ვაჟი ჰყავს.
- ესეიგი მე ძმა მყავს?
- ასე გამოდის, მაგრამ ქანელი არავის უნახავს, გრძნეულების გარდა. მამამისმა დაბადებისთანავე ნათლიებს ჩააბარა, რადგან ცოლს, რომელიც ბავშვის დაბადებისთანავე გარდაიცვალა, პირობა მისცა, რომ თავის შავ საქმეებში შვილს არ გარევდა. მაგრამ როგორც ხედავთ, პირობა დაარღვია და ქანელი თავისთან გაიწვია.
- მე ჩემი ძმის ნახვა მინდა, ის რომ ჩემი არსებობის შესახებ გაიგებს ჩვენს წინააღმდეგ ვერ წავა. მაგრამ როგორ უნდა ვიცნო თუ არავის არ უნახავს?
- მე მინახავს, ქანელი ჩემი უახლოესი მეგობარია და ვერ დავიჯერებ, რომ მას რაიმე ბოროტების ჩადენა შეუძლია.
- იანგულ გევედრები, მაჩვენე ჩემი ძმა.
- ახლა ვერ მოხერხდება, რადგან ქანელი ალბათ უკვე მამამისთანაა, მაგრამ მალე ყველას მოგვიწევს მასთან შეხვედრა. – ჩაერია საუბარში გრძნეული ეფროსი.
- გეყოფათ ფუჭი საუბარი, საქმეს მივხედოთ, გამოსავალი უნდა მოიძებნოს. ეფროს, გისმენ. – ბრძანა მეფე აბესალმა.
- ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენეს ქამეხმა და მისმა ბოროტმა ძალებმა, მაგრამ ვფიქრობ მოვახერხებთ თავის გადარჩენას. უფრო მეტიც, მათ სამუდამო განადგურებას. რამოდენიმე საათი მომეცით. უნდა განვმარტოვდე, ყველაფერი ავწონ-დავწონო, რათა მთელი ჩემი ძალის გამოყენება შევძლო.
- გრძნეულო ეფროს, ერთი შეკითხვა მაქვს. შეგიძლია ჯადო, რომელიც მე მომეხსნა ჩემი ცოლის, როსინას დახმარებით, დამიბრუნო? – ჰკითხა აღელვებულმა ტარესმა მოხუცს.
- შენ რა, ისევ კაცი-ტყე გინდა გახდე? – გაიკვირვა ეფროსმა, ხმაში კი აღტაცება დაეტყო.
- მე ვფიქრობ, ეს ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი გამოსავალი მაინც არის.
- ვეცდები, მაგრამ ფრთხილად იყავი, კაცი-გველთან თამაში უფრო ხშირად ცუდად მთავრდება ხოლმე. ჰო, როსინას არ მოელაპარაკები?
- არა, არავითარ შემთხვევაში არ დამთანხმდება. თქვენც არაფერი უთხრათ, ვითომ არ იცით სად ვარ. – უპასუხა ტარესმა.
მეფე აბესალი და მისი ოჯახის წევრები მდუმარედ შესცქეროდნენ ტარესსა და ეფროსს. სათქმელი არავის არაფერი ჰქონდა.

                                      გაგრძელება იქნება



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები