ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2009


***


--------------------------------------------------------------------------------

***
დასალიერს
ჰკიდია ღრუბელი,
ვით ლეგა ხურჯინი,
მზის წითელი ქვებით გავსებული.

***
პირველი სიტყვა რომ გამოჩნდება,
თითქოს ფურცელსაც უხარია_
უფლის სახესავით ნათდება.

გაზაფხული
-----------------------

შენი სახლი თითქოს მწვანე ტალღებს
გამოჰყოლია სამოთხიდან
და აქ,მთის ძირას,
სალოცავების სიახლოვეს გარინდებულა.

***
ყვავილოვან მინდორზე დაფენილი
ჩრდილი დედისა და შვილისა_
როგორც დედამიწის ღიმილი.

***
გამოჩნდა გველი და ხვლიკის წიაღში
კიდევ ერთხელ ჩაირთო
პირფერობის კომპიუტერი.

მტრედი
---------------

როდესაც ფრთებს გაშლის,_
თითქოს სივრცემ გაიცინაო
და ფრთებდაკეცილი ემსგავსება
გულსა და მტევანს.

***
სიყვარულისთვის თუა ალესილი,
ერთ ქარქაშში ორი კა არა,_
ორასი მახვილი ჩაიგება...

***
ცოლ-ქმარი გაიყარა_
ერთი სიმი გაიყო ორად,
საკრავი დადუმდა.

***
ქალი_
მიმზიდველი და ძნელად მისადგომი,
როგორც ყვავილი,ანთებული
ჯეჯილის შუაგულში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები