ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეკატო
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2009


ჭრელი კაბა

ცხელი ივლისი ატირდა, კაბა გამხადა ჭრელი,
თითები აკორდს ამიცდა, ვეღარ ვცეკვავ და ვმღერი,
გამომეთხოვა კატო და თვალში თვალს მიყრის კატა,
არ მინდა თქვენი კრუტუნი, მათხოვეთ ჭრელი კაბა;
კედლებზე ბზარი გახშირდა, კვალში - ობობის ქსელი,
პალიტრამ ფერი გაყიდა, ქალმა - ოცნება თხელი,
გრანელი ამიხმიანდა, მეარაკება საბა,
წამით მოგშორდით თუ არა... მომპარეს ჭრელი კაბა;
იმ ფერებს კი არ დავეძებ, ფერებს დამპირდა ველი -
გოგოურაზე გაშლილი, მოვლილი მამის ხელით;
ქარებს დავეძებ, ჩამდგარებს, მისამართები დამაქვს,
მომეცით, კი არ მათხოვოთ, ის - ჩემი ჭრელი კაბა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები