(გულ)ნაკლული სონეტები
დედისადმი
1.
მოლოდინისა
ღამეს ანათებს შუქი ვარდების... ვაზი - სურნელით ნათლავს ბუნებას... შენ - შორეთიდან მოემართები, რადგან არ ძალგიძს არდაბრუნება...
რადგან შენა ხარ, დასჯილს ობლობით ვინც მიწილადა ნიჭი გაძლების... დღემდეც, დარდი რომ დამეუფლება, რისი მადლითაც არ ვინაცრები...
ესეც რომ შემრჩა მარტოდ დარჩენილს - მადლიერი ვარ ამად გამჩენის!..
1999 წ.ქ.შ.
2.
აპრილის თავსხმისა
ნაცრავს ღვარცოფი ყვავილთა ხანძარს... უმწეოს შრმწედ ახლა მჭირდები!.. აპრილმა ყელი ჩამოიკაწრა ხმაჩაწყვეტილი სველი ჩიტებით...
ცამაც ღაწვები ჩამოიკაწრა... ამ თქეშს ან ხენი როგორ უძლებენ?!. ან გულს - ნუგეშად რომ დარჩა არცრა, რა წამალ-სამთელს აწ მოუძებნი?!.
ღვარს მგლოვარ დღეთა ფერფლად და ნაცრად მიაქვს გაძარცვულ ვარდთა ფურცლები...
2000 წ.ქ.შ.
აწ ცათაბინადარ მეგობართათვის
1. ხსოვნის ანაზდეული შეღონებისა
ხსოვნა ძილღვიძილში მალვით უცებ მიფეშქაშებს რასმე... ვსვამდით ღვინოს - ფერად ქარვის, იმგვარს, დღეს რომ ვერვინ გვასმევს...
მსხდარნი მორჭმით ჭრაქქვეშ მთვარის, ნება-ნება ვცლიდით თასებს... და ცის სილამაზით მთვრალი, ვედრებით ავცქერდი ცასვე...
სითბო იმ მადლიან ღამის სულს სინათლით დღემდის ავსებს!..
15.5.2008
2. ცრემლშეუმშრალი ცისა
ერთ ზარსაც გეტყვით... სხვა რაღა მეთქმის... ვისი რად უნდა ამას დასტური... ჩემს გულისცემას ცივი ღამე თვლის, როცა თქვენს საფლავთ ქარი დასტირის...
ზღვა-ცრემლი ახრჩობს ზეცას - ყიამეთს, საცაა - წარღვნად რომ წამოსკდება... ვინმე ამ ტკივილს დამიამებდეს - მასზე ვილოცებ დღე და მოსწრება...
ამ ყოფას მიჯობს - წვესკნელს მასტუმროს, ზესკნელს მასტუმრა ვისმა დასტურმაც!..
ღვიღვასადმი
1.
ვერდაჯერებული სიკვდილისა
,, რადგანაც არსებობს ღვიღვა, ღვიღვა არასოდეს მოკვდება!.. ”
ღვიღვა
ეს კაცი ჩემი დარდისმტე იყო - გულგაბასრული მოძმის ღალატით... ბოლოწამამდე მაინც მხნე იყო ძმობის მადლით და მგოსნის ხალათით...
ძლივას დავცილდიტ - როგორც გვჩვეოდა, ხვალევე ისევ შეყრის იმედით... თურმე სიკვდილი გვჭვრეტდა ჩეროდან და გვიმზადებდა უნდოდ მძიმე ტვირთს...
ვერ დავიჯერე ღვიღვას სიკვდილი, მის პანაშვიდზე თუმცა მივედი...
2.
ამაო წამალ- სამთელისა
,, - იმო და ათონ!..’’ დღემდე ჩამესმის ... ისევ ელდა(რ) ხევს გულსაც - სამიწეს... ღამეს გავცქერი ჩემზე გალეწილს... ერდოზე უფრო მთვრალი ღამე წევს...
დღე ვერ გაეძლო ერთიც უჩვენოდ... დღეს კი საიდან თმენა ამდენი?!. სიკვდილის ლანდი - ბრმა და უშვერი - უერთგულესი ჩანს თანამდევი...
თუკი ღვიღვა-გულს ვეღარ უშველა, მე რას მიშველის წამალ-სამთელი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ბევრი პლიუსები. ბევრი პლიუსები.
17. :):):) მშვენიაერია! :) :):):) მშვენიაერია! :)
16. ყველა კარგია,მაგრამ ჩემთან ძალიან ახლოს ,,პრილის თავსხმისა" მოვიდა.. მოგიკითხეთ ბატონო იმო.
ყველა კარგია,მაგრამ ჩემთან ძალიან ახლოს ,,პრილის თავსხმისა" მოვიდა.. მოგიკითხეთ ბატონო იმო.
15. ძალიან მაგარი ხართ !!! ძალიან მაგარი ხართ !!!
14. უმშვენიერესია უმშვენიერესია
13. უშრეტი ენერგია :) 5 უშრეტი ენერგია :) 5
12. ლამაზია ისე, როგორც ყველა შენი ლექსი. ძალიან კარგ მიგნებებს აკეთებ.ტაეპს და თუნდაც სტროფს ან ლექსს მთლიანად ვერ გამოვყოფ იმიტომ, რომ, ვფიქრობ, ყველა ერთნაირად საინტერესო და ლამაზია.
,,ამ ყოფას მიჯობს - ქვესკნელს მასტუმროს, ზესკნელს მასტუმრა ვისმა დასტურმაც!..'' -რაც შეეხება ამ სტროფებს, ზუსტად ვერ მივხვდი, რა იგულისხმე- ზესკნელი ანუ ზეცა, სამოთხე თუ ჩვენი სამყოფელი. თუ ,,სოფელია'' ნაგულისხმევი, მაშინ შეგეძლოთ სიტყვა ,,სკნელი'' აგეღოთ (ქვესკნელი, სკნელი, ზესკნელი). :)
P.S. იმედია, საწყენი არაა ,,შენ''-ობით რო გელაპარაკები :)
ლამაზია ისე, როგორც ყველა შენი ლექსი. ძალიან კარგ მიგნებებს აკეთებ.ტაეპს და თუნდაც სტროფს ან ლექსს მთლიანად ვერ გამოვყოფ იმიტომ, რომ, ვფიქრობ, ყველა ერთნაირად საინტერესო და ლამაზია.
,,ამ ყოფას მიჯობს - ქვესკნელს მასტუმროს, ზესკნელს მასტუმრა ვისმა დასტურმაც!..`` -რაც შეეხება ამ სტროფებს, ზუსტად ვერ მივხვდი, რა იგულისხმე- ზესკნელი ანუ ზეცა, სამოთხე თუ ჩვენი სამყოფელი. თუ ,,სოფელია`` ნაგულისხმევი, მაშინ შეგეძლოთ სიტყვა ,,სკნელი`` აგეღოთ (ქვესკნელი, სკნელი, ზესკნელი). :)
P.S. იმედია, საწყენი არაა ,,შენ``-ობით რო გელაპარაკები :)
11. მიყვარს თქვენი პოეზია... :):)
1. ხსოვნის ანაზდეული შეღონებისა
ხსოვნა ძილღვიძილში მალვით უცებ მიფეშქაშებს რასმე... ვსვამდით ღვინოს - ფერად ქარვის, იმგვარს, დღეს რომ ვერვინ გვასმევს...
მსხდარნი მორჭმით ჭრაქქვეშ მთვარის, ნება-ნება ვცლიდით თასებს... და ცის სილამაზით მთვრალი, ვედრებით ავცქერდი ცასვე...
სითბო იმ მადლიან ღამის სულს სინათლით დღემდის ავსებს!..
15.5.2008
:):) მიყვარს თქვენი პოეზია... :):)
1. ხსოვნის ანაზდეული შეღონებისა
ხსოვნა ძილღვიძილში მალვით უცებ მიფეშქაშებს რასმე... ვსვამდით ღვინოს - ფერად ქარვის, იმგვარს, დღეს რომ ვერვინ გვასმევს...
მსხდარნი მორჭმით ჭრაქქვეშ მთვარის, ნება-ნება ვცლიდით თასებს... და ცის სილამაზით მთვრალი, ვედრებით ავცქერდი ცასვე...
სითბო იმ მადლიან ღამის სულს სინათლით დღემდის ავსებს!..
15.5.2008
:):)
10. შვებისმომგვრელი მასპინძელი ბრძანდებით, თქვენგან დასმული წერტილიც კი პოეტურია....უფალმა დაგლოცოთ! შვებისმომგვრელი მასპინძელი ბრძანდებით, თქვენგან დასმული წერტილიც კი პოეტურია....უფალმა დაგლოცოთ!
9. მოგესალმებით ყველას, ვინც უკვე შემოხვედით აქ და ვინც შემოხვალთ! ყველას უღრმეს მადლობას გიხდით, ვინც ყურადღებას იჩენთ ჩემი ნაწერების მიმართ! მიყვარხართ და მიხარია ასეთი ლამაზი და უანგარო თანამშრომლობა და თანადგომა! ყოველი გამხნევების სიტყვა ჩემთვის ახალი სტიმულია,ისევე, როგორც გონივრული და ობიექტური შენიშვნა და რჩევა... ერთადერთი გამართლება თითოეული ჩვენგანის ამ საიტზე ყოფნისა სწორედ აზრთა ურთიერთგაზიარება, და ერთმანეთის თანადგომისა და ყურადღების წყალობით საკუთარი და ყველა ურაკელის პროფესიული დონის, საბოლოოდ კი ეროვნული ლიტერატურის მხატვრული დონის ამაღლება და შემდგომი განვითარებაა. ამისათვის კი ამაზე უკეთესი საშუალება არასოდეს ჰქონია კაცობრიობას... მთავარია, თავად ჩვენ როგორ გამოვიყენებთ ამას. მე სულ სამი თვეა, რაც ამ და საერთოდ ლიტ.საიტზე შემოვედი და რამდენიმე კვირაში ვიგრძენი არამარტო ასეთი ლიტ.ურთიერთობის უზარმაზარი შესაძლებლობები ლიტერატურის განვითარებისა და საერთოდ შემეცნების დონის ამაღლების საქმეში, არამედ დავინახე ის ჯერ კიდევ გამოუყენებელი და აუთვისებელი შესაძლებლობანი, ის უზარმაზარი რეზერვი, რომლის ათვისება თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებას... ჩემს მეორე ნიკზე წუხელ გაკეთებული განცხადება ,,იმედის ჟურნალის” შესახებ მხოლოდ ერთი მცირე რეზერვის ამოქმედების მცდელობაა... მე ათეულ წელზე მეტია, ჩვეულებრივი სტამბური გამოცემით მინდოდა ამის გაკეთება და ეს სურვილი არც ახლა მიმაქვს უკან, მაგრამ ინტერნეტ-რეჟიმში ამის გაკეთება გაცილებით პროგრესულად და ეფექტურად მიმაჩნია. ვითანამშრომლოთ და ყველამ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ახალი იდეების ხორცშესხმით მივაღწევთ ოპტიმალურ ათვისებას ინტერნეტშესაძლებლობებისას და მივიღებთ მაქსიმალურ შედეგს მინიმალურ დროში. ასეთი შესაძლებლობები ნამდვილად არსებობს და მას გონივრული ძიების გზით აუცილებლად მივაგნებთ!!! მოგესალმებით ყველას, ვინც უკვე შემოხვედით აქ და ვინც შემოხვალთ! ყველას უღრმეს მადლობას გიხდით, ვინც ყურადღებას იჩენთ ჩემი ნაწერების მიმართ! მიყვარხართ და მიხარია ასეთი ლამაზი და უანგარო თანამშრომლობა და თანადგომა! ყოველი გამხნევების სიტყვა ჩემთვის ახალი სტიმულია,ისევე, როგორც გონივრული და ობიექტური შენიშვნა და რჩევა... ერთადერთი გამართლება თითოეული ჩვენგანის ამ საიტზე ყოფნისა სწორედ აზრთა ურთიერთგაზიარება, და ერთმანეთის თანადგომისა და ყურადღების წყალობით საკუთარი და ყველა ურაკელის პროფესიული დონის, საბოლოოდ კი ეროვნული ლიტერატურის მხატვრული დონის ამაღლება და შემდგომი განვითარებაა. ამისათვის კი ამაზე უკეთესი საშუალება არასოდეს ჰქონია კაცობრიობას... მთავარია, თავად ჩვენ როგორ გამოვიყენებთ ამას. მე სულ სამი თვეა, რაც ამ და საერთოდ ლიტ.საიტზე შემოვედი და რამდენიმე კვირაში ვიგრძენი არამარტო ასეთი ლიტ.ურთიერთობის უზარმაზარი შესაძლებლობები ლიტერატურის განვითარებისა და საერთოდ შემეცნების დონის ამაღლების საქმეში, არამედ დავინახე ის ჯერ კიდევ გამოუყენებელი და აუთვისებელი შესაძლებლობანი, ის უზარმაზარი რეზერვი, რომლის ათვისება თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებას... ჩემს მეორე ნიკზე წუხელ გაკეთებული განცხადება ,,იმედის ჟურნალის” შესახებ მხოლოდ ერთი მცირე რეზერვის ამოქმედების მცდელობაა... მე ათეულ წელზე მეტია, ჩვეულებრივი სტამბური გამოცემით მინდოდა ამის გაკეთება და ეს სურვილი არც ახლა მიმაქვს უკან, მაგრამ ინტერნეტ-რეჟიმში ამის გაკეთება გაცილებით პროგრესულად და ეფექტურად მიმაჩნია. ვითანამშრომლოთ და ყველამ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ახალი იდეების ხორცშესხმით მივაღწევთ ოპტიმალურ ათვისებას ინტერნეტშესაძლებლობებისას და მივიღებთ მაქსიმალურ შედეგს მინიმალურ დროში. ასეთი შესაძლებლობები ნამდვილად არსებობს და მას გონივრული ძიების გზით აუცილებლად მივაგნებთ!!!
8. 5 - გეკუთვნით და იმიტომ..
5 - გეკუთვნით და იმიტომ..
7. მოგიკითხეთ იმო ძია! მიყვარხართ! :) მოგიკითხეთ იმო ძია! მიყვარხართ! :)
6. ძალიან კარგია ძალიან კარგია
5. ძია იმო მაგარი ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
არ დავიღლები შენი დიდებით, რომ მითხრან ხვალე კვდებიო!!! ანდერძედ ვითხოვ: შენს სტრიქონებში ჩამასვენონ... და წავიღებ მათ ჩეთვის გზამკვლევად!!! ძია იმო მაგარი ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
არ დავიღლები შენი დიდებით, რომ მითხრან ხვალე კვდებიო!!! ანდერძედ ვითხოვ: შენს სტრიქონებში ჩამასვენონ... და წავიღებ მათ ჩეთვის გზამკვლევად!!!
4. ეს კაცი ჩემი დარდისმტე იყო - გულგაბასრული მოძმის ღალატით...
შუაღამემშვიდობის და მოგიკითხეთ ძია იმო... ეს კაცი ჩემი დარდისმტე იყო - გულგაბასრული მოძმის ღალატით...
შუაღამემშვიდობის და მოგიკითხეთ ძია იმო...
3. რა თქმა უნდა კარგი ;;) რა თქმა უნდა კარგი ;;)
2. ერთ ზარსაც გეტყვით... სხვა რაღა მეთქმის... ვისი რად უნდა ამას დასტური... ჩემს გულისცემას ცივი ღამე თვლის, როცა თქვენს საფლავთ ქარი დასტირის...
ერთ ზარსაც გეტყვით... სხვა რაღა მეთქმის... ვისი რად უნდა ამას დასტური... ჩემს გულისცემას ცივი ღამე თვლის, როცა თქვენს საფლავთ ქარი დასტირის...
1. მოკითხვა იმო ძიას :) მოკითხვა იმო ძიას :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|