| ავტორი: ლაზი ჟანრი: პოეზია 11 ოქტომბერი, 2009 |
ო, მომიტევოს, მომიტევოს მოდის ბომონმა, დემონურ ქარებს აყოლილი პოეტის ხმა რომ ჩემს სმენას ფხაჭნის, არ სიამოვნებს. დიდ პოეტებს, ფაფარაყლილებს და აწეწილებს, ბდღვინვა-ღრიალით რომ ჩამოაქვთ ზეცათა ფერი, მე ვერ მოვუსმენ, და მით უმეტეს თაყვანს ვერა ვსცემ. რაც მაღალია, ყოველივე როდია წმინდა, მე კი სიწმინდეს ვეთაყვანები. სული ცრემლებით ამევსება, როს დავინახავ გაცვლილ სიცოცხლეს პოეტისა თვალისმომჭრელ ბრწყინვალებაში. თუნდაც ზეციდან. ეს მანაც უწყის, ასეთია მისი გოლგოთა. ო, რა მძიმეა პოეტის ჯვარი, დემონურ ქარებს აყოლილი დიდი პოეტის. ო, მომიტევოს, მომიტევოს მოდის ბომონმა, მე ვერ დამათრობს პოეზია გალაკტიონის, ვერც მუხლს მოვუყრი მის ბუმბერაზ და ლომურ სახეს. მაგრამ მეცა მყავს ჩემი ხატება. ისიც ზეცისკენ ილტვოდა მუდამ, ოღონდ მიწაზე მყარად ედგა მტკიცე ფეხები. რადგან ზეცაში არ ეშლებოდა გზაი-გზაწვრილი, აქაც დატოვეს ერის შვილად, ერზედ მლოცველად. დუმილისმცოდნე, მაღლამხედი, უღლისგამწევი, მისი სახელი - გრიგოლ ხანძთელი. ო, მომიტევოს, მომიტევოს მოდის ბომონმა, მაგრამ ვერ ვგუობ დონ-კიხოტის უსუსურ მოდგმას. ქარის წისქვილებს რა გამოლევს, ცრუ სამიზნეებს, მათთან ბრძოლაში თუ გაივლის ჩვენი სოფელი, იქ რაღა ვუთხრათ როს გვკითხავენ მკაცრთუმკაცრესად, ვინ იყავითო, როგორ განვლეთ წუთისოფელი? ილაპარაკეთ ახლა ყოველი. რა ვუპასუხოთ? რაღა ვუთხრათ დონ-კიხოტებმა? არა და არა. ადამიანი უფრო დიდია, უფრო ღრმა და რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი, ვიდრე ის თქვენი ლამანჩელი. მაგრამ მეცა მყავს ჩემი ხატება, რომლის ღვაწლი და კვალი კეთილი ისე დიდია და ისე ღრმა, რომ წიგნების ზღვა, მწიგნობართა დიდი ტომები ვერ აწონიან ვერასდიდებით. დუმილისმცოდნე, მაღლამხედი, უღლისგამწევი - მისი სახელი გრიგოლ ხანძთელი. ო, მომიტევოს, მომიტევოს მოდის ბომონმა, ქედს ვერ მოვუხრი ამა ქვეყნის დიად მბრძანებლებს, რამეთუ ვუწყი: მბრძანებელში უთუოდ სძინავს საცოდავ მონას ძალაუფლების დიდი წყურვილის, ხელისუფლების დიდი სურვილის, მშიშარა მონას, მხდალსა და ცვედანს, სიკვდილივით რომ ეშინია მარტო დარჩენის... მე ისიც ვიცი, დამანახეს ან უფრო სწორად, რომ დიქტატორი თოჯინაა ბოროტის ხელში, მარიონეტი.... ო, მომიტევოს, მომიტევოს მოდის ბომონმა, სულ არარად ვთვლი ამაყ მოდგმას ნაპოლეონის, მაგრამ მეცა მყავს ჩემი ხატება: მყარად ნაგები და ქანდაკება, მიღმური ცეცხლით ჩამოხვეწილი - მისი სახელი გრიგოლ ხანძთელი....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. :) საინტერესოა . +5 :) საინტერესოა . +5
19. სვეტიცხოვლობის მადლი შეგეწიოთ, ლაზო......... და ამგვარი ქება გრიგოლ ხანძთელის...... არაჩვეულებრივია...და რა დროული.... როგორ გვჭირდება იმის შეგნება ახლა და მარად ...რომ ამგვარ კაცთა მხრებით ვართ ზეზე... გაიხარეთ...;) სვეტიცხოვლობის მადლი შეგეწიოთ, ლაზო......... და ამგვარი ქება გრიგოლ ხანძთელის...... არაჩვეულებრივია...და რა დროული.... როგორ გვჭირდება იმის შეგნება ახლა და მარად ...რომ ამგვარ კაცთა მხრებით ვართ ზეზე... გაიხარეთ...;)
18. გმადლობთ! მეც გილოცავთ. გმადლობთ! მეც გილოცავთ.
17. გაიხარე ძმაო, გაიხარე, მრავალ სვეტიცხოვლობას დაესწარი, შენ და მთელი საქართველო, ამინ! გაიხარე ძმაო, გაიხარე, მრავალ სვეტიცხოვლობას დაესწარი, შენ და მთელი საქართველო, ამინ!
16. საინტერესოა საინტერესოა
15. ოთარს - საინერესოა თქვენეული ხედვა. დ. :) ოთარს - საინერესოა თქვენეული ხედვა. დ. :)
14. გალაკტიონი უღმერთობის ხანაში ადამიანებს თავისი შედევრებით გულებს უფაქიზებდა და ამიტომ მან თავისი მისია ღვთისაგან ხუთიანზე შეასრულა! გრიგოლ ხანძთელი სხვა დემონებს ებრძოდა. +2 გალაკტიონი უღმერთობის ხანაში ადამიანებს თავისი შედევრებით გულებს უფაქიზებდა და ამიტომ მან თავისი მისია ღვთისაგან ხუთიანზე შეასრულა! გრიგოლ ხანძთელი სხვა დემონებს ებრძოდა. +2
13. მე მომეწონა, თან ძაან :) მე მომეწონა, თან ძაან :)
11. რატომ ასეთი ფორმით :) ? რატომ ასეთი ფორმით :) ?
10. კარგია! გალაკტიონს ვერ შევადარებ ხანძთელს, უბრალოდ ორი სხვადასხვა სფეროა თუმცა ლექსი უძლებს ამას... :) 555555555555555555555 კარგია! გალაკტიონს ვერ შევადარებ ხანძთელს, უბრალოდ ორი სხვადასხვა სფეროა თუმცა ლექსი უძლებს ამას... :) 555555555555555555555
9. დიდი მადლობა ლაზის მკითხველებს... დ. დიდი მადლობა ლაზის მკითხველებს... დ.
8. ჰო, ჭა, რა თქმა უნდა, მესამე ნაწილი მხოლოდ ნაპოლეონის მოდგმას ეხება, დააკვირდი... დ. ჰო, ჭა, რა თქმა უნდა, მესამე ნაწილი მხოლოდ ნაპოლეონის მოდგმას ეხება, დააკვირდი... დ.
7. ყოველ შემოსვლაზე გაფაციცებით ვეძებ ხოლმე შენს ნაწერს, ლაზო. ვიცი, ახალსა და საინტერესოს დაგვახვდრებ. ასეა ეხლაც. კარგი ხარ, კარგი. გაიხარე. ყოველ შემოსვლაზე გაფაციცებით ვეძებ ხოლმე შენს ნაწერს, ლაზო. ვიცი, ახალსა და საინტერესოს დაგვახვდრებ. ასეა ეხლაც. კარგი ხარ, კარგი. გაიხარე.
6. მაგრამ მეცა მყავს ჩემი ხატება, რომლის ღვაწლი და კვალი კეთილი ისე დიდია და ისე ღრმა, რომ წიგნების ზღვა, მწიგნობართა დიდი ტომები ვერ აწონიან ვერასდიდებით.
გასაგებია, ავტორს რისი თქმაც უნდა...55555
უთუოდ სძინავს საცოდავ მონას ძალაუფლების დიდი წყურვილის, ხელისუფლების დიდი სურვილის, მშიშარა მონას, მხდალსა და ცვედანს, სიკვდილივით რომ ეშინია მარტო დარჩენის...
ეს არ ვრცელდება ლამანჩელზე და არც გ. ტაბიძეზე... მიყვარს ეს ავტორი, უბრალოდ პატარა შენიშვნაა....თუმცა გასაგებია რისი თქმაც სურს და კარგადაც ამბობს...55555555 მაგრამ მეცა მყავს ჩემი ხატება, რომლის ღვაწლი და კვალი კეთილი ისე დიდია და ისე ღრმა, რომ წიგნების ზღვა, მწიგნობართა დიდი ტომები ვერ აწონიან ვერასდიდებით.
გასაგებია, ავტორს რისი თქმაც უნდა...55555
უთუოდ სძინავს საცოდავ მონას ძალაუფლების დიდი წყურვილის, ხელისუფლების დიდი სურვილის, მშიშარა მონას, მხდალსა და ცვედანს, სიკვდილივით რომ ეშინია მარტო დარჩენის...
ეს არ ვრცელდება ლამანჩელზე და არც გ. ტაბიძეზე... მიყვარს ეს ავტორი, უბრალოდ პატარა შენიშვნაა....თუმცა გასაგებია რისი თქმაც სურს და კარგადაც ამბობს...55555555
5. რა საოცარი ნიჭის პატრონი ხარ :-* რა საოცარი ნიჭის პატრონი ხარ :-*
4. ეს პოეზიაა პროზად? თუ სხვა რამ? მაგრამ ვერ ვიტყვი უბრალოდ კარგია. ეს სიტყვა ვერ გამოხატავს ბოლომდე ჩემს აზრს. რაღაც გაცილებით მეტია. ეს პოეზიაა პროზად? თუ სხვა რამ? მაგრამ ვერ ვიტყვი უბრალოდ კარგია. ეს სიტყვა ვერ გამოხატავს ბოლომდე ჩემს აზრს. რაღაც გაცილებით მეტია.
3. მომწონს შენი ნაწერები. :) 555 მომწონს შენი ნაწერები. :) 555
2. რა ცოტაა საჭირო იმისათვის დიდებული ადამიანის სულში სარკესავით ჩაიხედო..... თქვენი შემოქმედება თქვენზე მეტყველებს... რა ცოტაა საჭირო იმისათვის დიდებული ადამიანის სულში სარკესავით ჩაიხედო..... თქვენი შემოქმედება თქვენზე მეტყველებს...
1. რაც მაღალია, ყოველივე როდია წმინდა, მე კი სიწმინდეს ვეთაყვანები.
ქარის წისქვილებს რა გამოლევს, ცრუ სამიზნეებს, მათთან ბრძოლაში თუ გაივლის ჩვენი სოფელი, იქ რაღა ვუთხრათ როს გვკითხავენ მკაცრთუმკაცრესად, ვინ იყავითო, როგორ განვლეთ წუთისოფელი? ილაპარაკეთ ახლა ყოველი. რა ვუპასუხოთ? რაღა ვუთხრათ დონ-კიხოტებმა? არა და არა. ადამიანი უფრო დიდია, უფრო ღრმა და რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი, ვიდრე ის თქვენი ლამანჩელი. მაგრამ მეცა მყავს ჩემი ხატება, რომლის ღვაწლი და კვალი კეთილი ისე დიდია და ისე ღრმა, რომ წიგნების ზღვა, მწიგნობართა დიდი ტომები ვერ აწონიან ვერასდიდებით. დუმილისმცოდნე, მაღლამხედი, უღლისგამწევი - მისი სახელი გრიგოლ ხანძთელი.
რა საინტერესოა... მოგიკითხეთ დიანა და ლაზი... რაც მაღალია, ყოველივე როდია წმინდა, მე კი სიწმინდეს ვეთაყვანები.
ქარის წისქვილებს რა გამოლევს, ცრუ სამიზნეებს, მათთან ბრძოლაში თუ გაივლის ჩვენი სოფელი, იქ რაღა ვუთხრათ როს გვკითხავენ მკაცრთუმკაცრესად, ვინ იყავითო, როგორ განვლეთ წუთისოფელი? ილაპარაკეთ ახლა ყოველი. რა ვუპასუხოთ? რაღა ვუთხრათ დონ-კიხოტებმა? არა და არა. ადამიანი უფრო დიდია, უფრო ღრმა და რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი, ვიდრე ის თქვენი ლამანჩელი. მაგრამ მეცა მყავს ჩემი ხატება, რომლის ღვაწლი და კვალი კეთილი ისე დიდია და ისე ღრმა, რომ წიგნების ზღვა, მწიგნობართა დიდი ტომები ვერ აწონიან ვერასდიდებით. დუმილისმცოდნე, მაღლამხედი, უღლისგამწევი - მისი სახელი გრიგოლ ხანძთელი.
რა საინტერესოა... მოგიკითხეთ დიანა და ლაზი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|