მე თასმინი ვარ - ებრაელი, ფაშისტების სასაკლაოდან... გამოვაღწიე... მე თასმინი ვარ - თავჩაღუნული თქვენი მსხვერპლი, რომ მომძახოდით, თავი ასწიე, გაყურებინოთ როგორ დავხვრეტთ შენს მშობელ მამას! თვალდახუჭული ვიწყებდი მზესთან ნერვიულ თამაშს... მაგრამ მზეს ესროლეს! ესროლეს მზეს! და ჩაქრა... გავახილე... სისხლი სდიოდა ზეცის საფეთქლებს... მზე კი, აქციეს ნაცრად... გაქრა, შეერია ზეცის ნაწილაკებს და მამაჩემის ფერფლით გათოვდა... თოვლში მომწყვიტეს დედის კალთას, ზუსტად მაშინ მუჭში რომ ვაგროვებდი თოვლს და მამა ხელის გულით დამქონდა. დედა? დედა არ ვიცი, ალბათ გათხოვდა მამაჩემის ფერფლზე და გაწვიმდა, რომ დაელბო ჩემი ნაგვემი სხეული, რომ ჩაექრო შეშასავით შენთებული ადამიანების კოცონი და დაეძახა: იყავით წყეული! იყავით წყეული! მას შემდეგ ყოველ ღამე გვამებთან მძინავს, (მეც ხომ გვამი ვარ) დილით მაკიაჟს სისხლით ვიკეთებ, ყოველ საღამოს სისხლითვე ვიბან... მიწას ეღვრება... მიწა იხრჩობა, გმინავს: გენოციდია! გაიქეცით! გაიქეცით! თორემ მოშივდათ ადამიანებს და საკუთარი ხორცით ძღებიან! თორემ მოსწყურდათ ადამიანებს, მხოლოდ სისხლს ეძალებიან! გაიქეცით! გავრბივარ... სად?...
დედის ხელებით უკანასკნელად დაწნული თმები მიდევს ბალიშად. სულ მაკანკალებს ბოლო ხანია, მაგრამ არ ვტირი, დედა თვალებში დამიშრა... მე თასმინი ვარ - ებრაელი, ფაშისტების სასაკლაოდან... მე თასმინი ვარ - გერმანელი ფაშისტიც მე ვარ - ადამიანი! ომი დამთავრდა! და არ ვიცი წავიდე საით, რადგან გამოდის მკვლელიც მე ვარ, მოკლულიც მე ვარ, და სუიციდიც არ შემიძლია, როცა ისედაც მკვდარი მქვია... ომი დამთავრდა... მხრებით მივათრევ ურიცხვი მკვდრის და ამდენივე მკვლელის გზას და ნაფეხურს...
ისე წავიკითხე ეს ლექსი, რომ მეც თასმინი ვიყავი და გავრბოდი... მეც მტკიოდა და მეც სისხლით ვიბანდი სახეს... ეს არის პოეზია, უნდა დაგცალოს ყველაფრისგან და შეგავსოს ემოციებით... ავღვფრთოვანდი.

მზე კი, აქციეს ნაცრად... გაქრა, შეერია ზეცის ნაწილაკებს და გათოვდა, მამაჩემის ფერფლით გათოვდა... თოვლში მომწყვიტეს დედის კალთას, ზუსტად მაშინ მუჭში რომ ვაგროვებდი თოვლს და მამა ხელის გულით დამქონდა. დედა? დედა არ ვიცი, ალბათ გათხოვდა მამაჩემის ფერფლზე და გაწვიმდა, რომ დაელბო ჩემი ნაგვემი სხეული, რომ ჩაექრო შეშასავით შენთებული ადამიანების კოცონი და დაეძახა: იყავით წყეული! იყავით წყეული! მე თასმინი ვარ - ადამიანი!
ძალიან ემოციური.... ლამაზი.... ცოცხალი... მომეწონა საოცრად....

ეეჰ... :( :( ვინც გარბის იმისთვისაც სასჯელია და ვინც მისდევს, იმისთვისაც... საუკუნეები გავიდა და ჩვენ, ადამიანებმა, უბრალოდ სიყვარული ვერ ვისწავლეთ...და ალბათ, არც გვინდა... :(

ეს არაა ძველი თემა...ეს დღევანდელი სატკივარია.... სულ გუშინ არ იყო რომ გვკლავგნენ აქ, ჩვენს მიწაზე, შუაგულ ქართლში, მარტო იმისთვის, რომ ქართველი ხარ..... მწარედ ვტიროდი და ისე მტკიოდა მთელი სხეული,მეგონა, ეს მე გავრბოდი და უკან მომდევდა მთელი შავად სისხლიანი უსასრულობა... გვანც, მეც შენსავით საოცრად მტკივა......

ომი დამთავრდა! და არ ვიცი წავიდე საით, რადგან გამოდის მკვლელიც მე ვარ, მოკლულიც მე ვარ, და სუიციდიც არ შემიძლია, როცა ისედაც მკვდარი მქვია... ადამიანი... ომი დამთავრდა... მხრებით მივათრევ ურიცხვი მკვდრის და ამდენივე მკვლელის გზას და ნაფეხურს...
ძალიან გვაანც ! 55555

მზე კი, აქციეს ნაცრად... გაქრა, შეერია ზეცის ნაწილაკებს და გათოვდა, მამაჩემის ფერფლით გათოვდა... თოვლში მომწყვიტეს დედის კალთას, ზუსტად მაშინ მუჭში რომ ვაგროვებდი თოვლს და მამა ხელის გულით დამქონდა. დედა? დედა არ ვიცი, ალბათ გათხოვდა მამაჩემის ფერფლზე და გაწვიმდა.....
მე თასმინი ვარ! დედის ხელებით უკანასკნელად დაწნული თმები მიდევს ბალიშად. სულ მაკანკალებს ბოლო ხანია, მაგრამ არ ვტირი, დედა თვალებში დამიშრა... ხელი გამიშვა და გამიქრა...
ომი დამთავრდა! და არ ვიცი წავიდე საით, რადგან გამოდის მკვლელიც მე ვარ, მოკლულიც მე ვარ, და სუიციდიც არ შემიძლია, როცა ისედაც მკვდარი მქვია...
გვაააანც, გამაჟრიალაა................................ უემოციურესი და ძალიან ღრმა ლექსია, ბოლომდე, სრულყოფილად განიცდი.............

კომ. 8-ის პასუხად უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ ი.ჯ.-ს ძალიან ახალგაზრდა ავტორი ენანება მსგავსი მძიმე თემებითვის და მით უფრო, რაც უფრო ახლოს მიაქვს ის გულთან... არადა, ნამდვილად ღრმად არის განცდილი და გადმოცემული... ასევე იმო ბაბუ მადლობას უხდის ციცანას სახლიკაცის ლექსის მაღალი შეფასებისათვის!

მე კი მგონია, რომ თემას ვერ "მიატოლებ" ავტორის ასაკს..თუ თემა კარგადაა მოტანილი ის თემა მისია და მორჩა.. თუმცა სჯობს უფრო მეტად ლაღი სულიერი მდგომარეობა გვქონდეს, მაგრამ რას ვიზამთ, რომ სულიერი ტკივილები უფრო გვზრდის...
და პატარა უფლისწული გამახსენდა... :) ეს ჩემი აზრია..მხოლოდ..

ყველას დიდი მადლობა და განსაკუთრებით ბატონ იმედის შესანიშნავი ლექსისთვის, მეც გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს ხვალინდელი ბედნიერი დღის იმედით.. :) რაც შეეხება თემას, მგონია, რომ პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ არ დავივიწყოთ...

მე თასმინი ვარ - გერმანელი ფაშისტიც მე ვარ - ადამიანი! ომი დამთავრდა! და არ ვიცი საით წავიდე, რადგან გამოდის მკვლელიც მე ვარ, მოკლულიც მე ვარ, ძალიან...ძალიან...55555

დღევანდელ დღეს გილოცავ, გვანც! ტანში გამცრა და გამაჟრიალა ამ ლექსმა თუ გოდებამ... შენთვის ძალიან მძიმეა ასეთი თემები, გვანც!.. არ მემეტები ჯერ და არც არასდროს საამისოდ!
ეს ჩემი დღევანდელი ლექსია... ხვალინდელ ბედნიერ დღეზე ვიოცნებოთ და ვილოცოთ და გვწამდეს, რომ საქართველო ჭეშმარიტად გაბრწყინდება!!!
ჭყონდიდურიბ წინასწარხილვებისა
ცივ წაჩხურაში კალმახების გრძელდება დოღი... მალე ჩამოთოვს ლებარდეს და იალაღს ასხის... რწმენის მტევნები ღვთის ზვრებს კვლავ რომ უხვად ასხია, ეს იმის მადლით, რომ ნაღდი და ღვთივ ღირსი დაღი
ღრმად ჩასჭდევია ჯერაც სისხლს და მიწას ჭყონდიდურს, დიადი მორდუს სადიდებლის კვლავ მოღაღადეს... მოხდას რომ ცდილობს სვეკეთილად ყველა სახადის, ცოდვილთ - წილ ჩვენი მძიმე ცოდვის - დღემდის რომ გვიდუღს!..
და საფრთხობელად ართვალთა და ყოვლთა მაცდურთა, ცის ბჭეს კვლავ ამკობს უჟანგველი ჯვარი მარტვილის!.. აქ აღვლენილი ლოცვა არცროს არ გაცუდდება!... ამ ბორცვიდან რომ კვლავ უწამლოს ჩვენსას სატკივრებს ლოცვამ ღვთისმშობლის - ამისათვის ვილოცოთ კვლავაც...
ნორჩ დავითს მორდუ აკვანშივე უსინჯავს მკლავებს...
ფერიცვალება, 2009 წ. ქ. შ.

თორემ მოშივდათ ადამიანებს და საკუთარი ხორცით ძღებიან! თორემ მოსწყურდათ ადამიანებს, მხოლოდ სისხლს ეძალებიან! ------------------------ მე ვგრძნობ შენს ლექსებს.. და მომწონს.. მეტკინა და გამაჟრიალა .. : ( :