 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 6 სექტემბერი, 2009 |
წვიმის ხმაზე გამეღვიძა. განსაკუთრებული განრიგით დილის 7 საათზე გვიწევს ადგომა და სახლის დალაგება. მისტერ ჯონი თვლის, რომ ნაადრევად დაწყებული საქმე ყოველთვის წარმატების მომტანია. ჩემი ნება რომ იყოს 9 საათამდე გამოვიძინებდი. თუმცა როდესაც დაბადებული ხარ მოსამსახურედ, აკვანში ტოვებ საკუთარ სურვილებს. თითქმის 6 წელია ამ ოჯახში ვმსახურობ. მას მერე, რაც მამა ომში დამეღუპა, სერ სკოტფილდმა შემიკედლა, მეც მადლიერი ვარ მისი სულგრძელობით და დღემდე ვემსახურები მას. ის მარტოხელა მამაა, ხმელ–ხმელი გარეგნობის მიღმა სევდიან ხასიათს მალავს. ფრთხილი და დაკვირვებული კაცია, ყოველთვის მაშინებდა მისი მზერა, თითქოს შენს მიღმა იყურებაო. მას ახალგაზრდა ქალიშვილი – მერი ჰყავს. მერი ამაყი გამოხედვის და მკაცრი ნაკვთების პატრონია. ტირიფის მსგავსი აღნაგობისაა, მის ოკეანესავით ღრმა თვალებში კი უკარება არსება იმალება თითქოს. მამის ნებიერას საკმაოდ უხეში ხასიათი აქვს, თუმცა მოსამსახურეებს არასოდეს გვექცევა ქედმაღლურად. ლიბერალურია მათ მიმართ ვინც თავის საქმეს კარგად ასრულებს. ტანზე სწრაფად გადავიცვი უნიფორმა და სამზარეულოში გავედი სწრაფი ნაბიჯით. მისტერ ჯონი იქვე დილის გაზეთს ჩაჰკირკიტებდა. თითქოს არც შეუმჩნევია ჩემი შესვლა, თვჩაღუნული ეცნობოდა სიახლეებს. ბოლტონი არასოდეს ყოფილა ხმაურიანი ქალაქი, მას გარს აკრავს მცირე ქალაქები და სოფლები, რომლებიც ერთობლიობაში ბოლტონის საგრაფოს აგლომერაციას ქმნის, რომლეთა შორის ბოლტონი უდიდესი დასახლებაა. სამზარეულოში უკვე ფუსფუსებდნენ ბეტი და მარტა. სავსე აღნაგობის მოსამსახურე – მარტა, სათნო ქალი გახლდათ. მისვლის დღიდანვე თბილად მექცეოდა ობლად დარჩენილ გოგონას. მისი დისშვილი – ბეტი, ჭორფლიანი სახის და ცოტა კუშტი გამომეტყველების იყო, საქმის კეთების დროსაც კი ჭორაობით იქცევდა თავს. მისტერ ჯონმა ფრთხილად ასწია გაზეთიდან თავი და მკაცრი ხმით მითხრა. – სერ სკოტფილდი დღეს განსაკუთრებულ სტუმარს ელოდება, ამიტომაც ახლავე მოგიწევთ შენ და ბეტის დუქანში წასვლა და რაიმე განსაკუთრებულის შეძენა სტუმრისთვის. თავი დავუკარით მისტერ ჯონს და გასასვლელისკენ გავემართეთ მე და ბეტი. მთელი გზა ყურები გამომიჭედა ბეტიმ. გაოცებული იყო, რადგანაც სერ სკოტფილდს თითქმის არასოდეს მოსდიოდა სტუმარი. სიმართლე გითხრათ, მეც შემიპყრო ინტერესმა. იმდენად გავერთე საუბარში, რომ დუქანს გავცდებოდი ბეტის შეძახილი, რომ არა. როდესაც დავბრუნდით მის მერის ოთახიდან ვიოლინოს ხმა ისმოდა. საოცრად მიყვარდა, როდესაც ფანჯარასთან მდგარი სევდიანად უკრავდა ვიოლინოზე. თითქოს მთელ გრძნობას დებდა თითოეულ ბგერაში. მთელი დღე საჭმლის კეთებას მოვუნდით, საღამო ხანს კი ქანცგაწყვეტილებმა, ჩუმი ინტერესით დავუწყეთ ლოდინი მისტერ სკოტფილდის სტუმარს. საღამოს 7 საათზე გამოცხადდა იგი. მისტერ სკოტფილდის კაბინეტში შესულებს თითქოს სულ გადაავიწყდათ ვახშმობა. მცირე ხანში მის მერიმ ოთხივე გვიხმო სასტუმრო ოთახში. წინსაფრის კიდე ჩამოვიფერთხე და მარტას ზურგთან ატუზულმა შევაბიჯე სასტუმრო ოთახში. მისტერ სკოტფილდს თითქოს უჩვეულოდ უხტოდა ულვაშები. მის მერის თვალებში კი ჩვეული ინდიფერენტულობა იკითხებოდა. – როგორც უკვე იცით, ჩემთან სტუმრად ჩამოვიდა ჩემი შორეული ბიძაშვილი, სერ რიჩარდი, იგი გახლავთ მეცნიერი და მცირე ხნით შეყოვნდება ბოლტონში, სადაც იგი თავის საქმიანობას გააგრძელებს, ვიმედოვნებ თქვენ შეეცდებით მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ მას. ამის შემდეგ დაბალ ხმაზე ჩაახველა და ისევ რიხიანად განაგრძო. – მის მერის ოთახის გვერდით იცხოვრებს ჩვენი სტუმარი, სახლის უკან არსებულ ფარდულში კი მოაწყობს პატარა სახელოსნოს, სადაც იგი თავის მცირე ექსპერიმენტებს ჩაატარებს. თავდახრილები ვუსმენდით მისტერ სკოტფილდს, მხოლოდ რამდენჯერმე გავაპარე მზერა სერ რიჩარდისაკენ. იგი წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცი გახლდათ. ერთი შეხედვით მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა. განიერ მხრებს უკვეთდა შავი ფრაკი. მისმა გარეგნობამ წამით ბავშვობაში დამაბრუნა, როდესაც ნახშირისგან დასვრილი თითებით ძველ შენობებზე ვხატავდი ადამიანებს. სამწუხაროდ მისი კარგად შეთვალიერება არ დამცალდა, რადგან მალევე მოგვიხდა სასტუმრო ოთახის დატოვება. ბეტი მთელი საღამო აღფრთოვანებით საუბრობდა სერ რიჩარდზე, მე კი ძილი მოვიმიზეზე და ნაადრევად დავტოვე სამზარეულო. ძილამდე საკმაოდ შორი იყო, მე გონებაში ჩამრჩა სერ რიჩარდის გამოხედვა, წამის მეათედში რომ შეეჩეხა ჩემს თვალებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ინტირესნო... :) ინტირესნო... :)
17. ქეთ ჩემო არაჩვეულებრივო, ეს რა საინტერესო დასაწყისია, მაპატიე აქამდე რომ ვერ შემოვიხედე, მოკლედ ეხლა აქ ვარ და დილის განწყობას შენი რომანით ვიწყებ. მომწონს, როგორც ყოველთვის შენი წერის მანერა, თან ეს რაღაც ახალი და განსხვავებულია. გაკოცეეე :):):) ქეთ ჩემო არაჩვეულებრივო, ეს რა საინტერესო დასაწყისია, მაპატიე აქამდე რომ ვერ შემოვიხედე, მოკლედ ეხლა აქ ვარ და დილის განწყობას შენი რომანით ვიწყებ. მომწონს, როგორც ყოველთვის შენი წერის მანერა, თან ეს რაღაც ახალი და განსხვავებულია. გაკოცეეე :):):)
16. საინტერესო დასაწყოსი.....რა კარგია! ერთბაშად წავიკითხავ.... მოკითხვა მშვენიერ ავტორს....;) საინტერესო დასაწყოსი.....რა კარგია! ერთბაშად წავიკითხავ.... მოკითხვა მშვენიერ ავტორს....;)
15. აუ კაი იყო, ეხლა გაგრძელებაც წავიკითხოოო! აუ კაი იყო, ეხლა გაგრძელებაც წავიკითხოოო!
13. ხოოო... გაგრძელებას ველი!!! აქ რაღაც განსხვავებულ სტილს ვხედავ შენში. ვნახოთ რა მოხდება მომდევნო თავებში... გაიხარე შენააა!!! ხოოო... გაგრძელებას ველი!!! აქ რაღაც განსხვავებულ სტილს ვხედავ შენში. ვნახოთ რა მოხდება მომდევნო თავებში... გაიხარე შენააა!!!
12. :D ეგ არაკომერციულია.
:D ეგ არაკომერციულია.
11. დეიწყო სანტა ბარბარა 2 :)) დეიწყო სანტა ბარბარა 2 :))
10. sainteresoa.... gelit :) sainteresoa.... gelit :)
9. :)კაია........ :)კაია........
8. "ძილამდე საკმაოდ შორი იყო, მე გონებაში ჩამრჩა სერ რიჩარდის გამოხედვა, წამის მეათედში რომ შეეჩეხა ჩემს თვალებს."
მდაა, ახალი ინტრიგები იწყება! კარგი დასაწყისია, ქეთ... მომწონს! 5 "ძილამდე საკმაოდ შორი იყო, მე გონებაში ჩამრჩა სერ რიჩარდის გამოხედვა, წამის მეათედში რომ შეეჩეხა ჩემს თვალებს."
მდაა, ახალი ინტრიგები იწყება! კარგი დასაწყისია, ქეთ... მომწონს! 5
7. სანტა ბარბარა ხარ რა ანუ წმინდა ბარბარა(ე) :))
სანტა ბარბარა ხარ რა ანუ წმინდა ბარბარა(ე) :))
6. ქეთ,ძალიან მომეწონა ;;) დავინტრიგდი ;;) თუ მოგიხერხდა უფრო ბევრი დადე ხოლმე,ეს არ მეყო :) +2 და წარმატებები :) ქეთ,ძალიან მომეწონა ;;) დავინტრიგდი ;;) თუ მოგიხერხდა უფრო ბევრი დადე ხოლმე,ეს არ მეყო :) +2 და წარმატებები :)
5. ვახ..საინტერესო წამოწყებაა...ველი გაგრძს. :) მოგიკითხე :) ვახ..საინტერესო წამოწყებაა...ველი გაგრძს. :) მოგიკითხე :)
4. საინტერესოა...დაველოდები გაგრძელებას :) საინტერესოა...დაველოდები გაგრძელებას :)
3. სათაურიდანვე ჩანს რომ იქნება :) სათაურიდანვე ჩანს რომ იქნება :)
2. გაგრძელაბა იქნება?;) გაგრძელაბა იქნება?;)
1. ესეც ახალი რომანი :)
ესეც ახალი რომანი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|