 | ავტორი: ეკატო ჟანრი: პოეზია 7 სექტემბერი, 2009 |
სათქმელი დაგროვდა და ლექსად მსურს დავწერო. კალამი თავდება და მეჭრება ხელი, გული გამეზარდა, სული გამეშალა, მაინც გამახსენდა შემკრთალი შველი. ფეხზე მყარად ვდგავარ, წლებიც თვლას ამიცდა, მაინც ვერ მივმხვდარვარ რატომ ვარ ციდა, თავი შემახსენეთ! ყველამ შემახსენეთ! ოღოდ, აქ - მიწაზე, არ მინდა ციდან. ციდან მამას ვყავარ ფიქრში შეხიზნული, მიწად - არც თუ ისე ბევრს, შევცდი? მეჩვენება? - ამას რა ჯობია, მაშინ, არც მე ვძრახავ ბედს. „მე რომ დავიბადე დღე იდგა ქუში” - ო და. . . მეც იქ დავიბადე, თანაც შუა მარტში, ქარი არ მომშორდა, სუსხი კი შევათბე, მაგრამ მაინც მცივა - ქარს ვებრძვი ბაღში. მოდი, ამიჩეჩე თმები უაზროდ და მოდი, დამატეხე თავზე გრიგალები! მოდი, მალე მოდი, მოდი, ყველგან მოდი, მე არ მეშინია! - შენც ნუ შემიკრთები! თორემ, მალე მოვა ისევ მშვიდი დღე და მე გავირინდები ახალ მოლოდინში, შენ კი... შენ, არ ვიცი, - იქნებ იფიქრო და. . . შენც გადამეკარგო უკვე ახალ ლხინში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ძალიან კარგია!!! გაიხარე შენა!!! ძალიან კარგია!!! გაიხარე შენა!!!
7. „მე რომ დავიბადე დღე იდგა ქუში” - ო და. . . მეც იქ დავიბადე, თანაც შუა მარტში, „მე რომ დავიბადე დღე იდგა ქუში” - ო და. . . მეც იქ დავიბადე, თანაც შუა მარტში,
6. რა უნდა ამ ადამიანს? რაის ეკა, რაის ტალახაძე??? ეგღა მაკლია გრიაზნოვა ვიყო :)))) რა უნდა ამ ადამიანს? რაის ეკა, რაის ტალახაძე??? ეგღა მაკლია გრიაზნოვა ვიყო :))))
5. აი ვინ ვიპოვე, აი სად გიპოვეეეე...ჩემიდან გამოგყევი და გამიხარდა...ეკა ტალახაძე :)
ლექსი მშვენიერი... :)
აი ვინ ვიპოვე, აი სად გიპოვეეეე...ჩემიდან გამოგყევი და გამიხარდა...ეკა ტალახაძე :)
ლექსი მშვენიერი... :)
4. გულს ნუ მიკლავთ, ბატონო მიშა :( მე და ჩემი სტუმარი ხომ ლელას ჩამოვყევით და თბილისშიც მასთან ერთად დავბრუნდით. არადა, სწორედ მაგ ლექსის კოცონის მოლოდინში ვიყავით მთელი დღე. არც ადრე წამოვსულვართ. ღამის 11 იყო. გულს ნუ მიკლავთ, ბატონო მიშა :( მე და ჩემი სტუმარი ხომ ლელას ჩამოვყევით და თბილისშიც მასთან ერთად დავბრუნდით. არადა, სწორედ მაგ ლექსის კოცონის მოლოდინში ვიყავით მთელი დღე. არც ადრე წამოვსულვართ. ღამის 11 იყო.
3. ციდან მამას ვყავარ ფიქრში შეხიზნული, ციდან მამას ვყავარ ფიქრში შეხიზნული,
2. კარგია, ეკატო! მაგრამ სად გაქრით იმდღეს ისე უცებ? მაგარი იყო ღამით ჩარგალში, დიდი კოცონის ირგვლივ! უამრავი ლექსი იქნა წაკითხული! მოგიკითხეთ! კარგია, ეკატო! მაგრამ სად გაქრით იმდღეს ისე უცებ? მაგარი იყო ღამით ჩარგალში, დიდი კოცონის ირგვლივ! უამრავი ლექსი იქნა წაკითხული! მოგიკითხეთ!
1. ნორმალურია, არაუშავს ნორმალურია, არაუშავს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|