ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნატალი@
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2009


დედა მარიამ

გაწვიმდა......
ციდან ეშვება
ფარდა წვეთების,
წვეთებით ისევ მომეფერება.
თმებს დამივარცხნის,
სახეს დამიბანს,
შემცივდება და
კალთით დამიცავს.
წვეთებია თუ მისი ცრემლები?!
როგორ მოვტყუვდით,
ნუთუ ვერ ხვდებით?!
როდესაც წვიმაა,თოვლია,
იცით?
მაშინ ტირის და ლოცულობს ჩვენთვის.
ახლაც ატირდა წვიმის წვეთებით,
რას დავამსგავსეთ წილხვედრი მისი!
დედა მარიამ ნუღარ ტირიხარ,
შენი ცრემლები ჩემთვის განძია,
მაინც არ სჯერათ შენი ცრემლების
და მას დაარქვეს კატაკლიზმები.
ნახეთ,გაწვიმდა,
სეტყვაა დიდი,
მოდით,ვილოცოთ,
შეგვინდობს, ვიცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები