ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა-ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2009


ვინ?..


                                                                  "ვინ შეაჩერებს ცარგვალზე ფიფქებს?
                                                                    ვინ შეაბრუნებს აღმისკენ არაგვს?"
                                                                                         
                                                                                              ალექსანდრე გაბური

გზაზე მივდივარ, მოუბრუნებლად -
წარსულს აწმყოდან მოკითხვას ვუთვლი,
განგებამ თუნდაც წიხლი ჩამარტყას,
ვინ გამომიცვლის მე ჩემს ბედს კუთვნილს?

ფიქრი ხომ მაინც ჩემს ხელშია და
ნაქარგ ოცნებას მტრედს ვატან ცაში,
ქვიშაზე გრძნობით ნახატს ბავშვისას,
წვიმა მოსვლისას ისევე წაშლის...

ვიცი, ვერ შევცლი, მერე რა მოხდა,
ტკივილებიც კი ტაატით დამაქვს,
"ვინ შეაჩერებს ცარგვალზე ფიფქებს?
ვინ შეაბრუნებს აღმისკენ არაგვს?"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები