ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

თაიას

წამოდი თაი, ვისაუბრათ
შენ თქვი - მიყვარხარ,
მაჩნიხარ-მეთქი გიპასუხებ
ალბათ ქალშავო,
მერე შენ წყენას გამიხსენებ
ისევ შარშანდელს
და ჩუმად ივლი
მწვერვალები ვიდრე შეშრება...

ახლა დილაა,
დაქუეხი მოსჩანს აქედან,
ბოლოქანქარა ჩიტი გიზის
ქალო კარვის წინ...
ქვევით არღუნი წარსულ ცოდვებს
მიერეკება
და ჩრდილოეთი ფიქრებს გვიშლის
გადაფრენაზე_
ერთი ვარჯიდან მეორეზე,
უნდა გაბედო
უნდა ადგე და ჩამოხიო
ციდან ავდარი,
როგორ გადგება ეგ ღიმილი
რომ მე ამრიო...
შორს დაქუეხი
და ბორბალო მოსჩანს, დამადე

თავი და ერთად გავიაროთ
ერთი სიზმარიც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები