ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2009


ბ ო ჩ ო (ჩემს ლაზს)

ბოჩო, მიამბე შენს ლაზისტანზე,
მე, ჩემს გურჯისტანზე მოგიყვები,
გული როგორ უძგერს სატიალეს,
წლებით ორთავ ტოლი მოიყრება.

მითხარ: არ სტკენია განა ბეჭი?
როცა ბებერს მკლავი ჩამოაჭრეს,
თქვენც ხომ სისხლიანი ანაბეჭდით,
უნდოდ მოგგლიჯეს და გაგავაჭრეს.

მე, ჩემს გურჯისტანზე მოგიყვები,
ასე, სულ უბრალოდ, გულიანად,
სანამ უსაზღვრებოდ შევიყრებით,
მაინც პატარაა დუნია და...

შენ კი, მიამბობ შენს ლაზისტანზე,
იქნებ ეს მანძილიც გავიხადოთ,
გრძნობა მონატრებით დამიშანთე,
არ მსურს სხვა თვალებით დამინახო.

გერქვას ჩვენებური, იყო შორი,
როცა სიახლოვეს გული ლამობს,
წამო, ორჭოფობა მოიშორე,
გურჯი გელოდება აქეთ ლაზო...

...ბოჩო, მიამბე შენს ლაზისტანზე,
მე, ჩემს გურჯისტანზე მოგიყვები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები