ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2009


ციურ ბარათთა მომლოდინისა

სიცოცხლე  ჩემი  მიდის  ტაატით,
ორ  პარასკევს  რომ  მაჯაზე  ითვლის...
და  სანამ  პულსი  ბოლო  საათსაც
ჩამოჰკრავს  -  ბოლო  სიმღერას  იტყვის...

სიცოცხლე  გქონდეს  თუნდაც  ცხრა-ათი,
არეული  აქვს  გულს  თუკი  რიტმი...
გულს  -  დაღლილიც  რომ  ღამეს  კვლავ  ათევს,
ვით  ბებერ  მსხალზე  ეული  ფითრი...
გულს  -  დღემდე  ამდენ  დარდს  რომ  დაათრევს
და  ამდენ  ტკივილს  უხმოდ  რომ  ითმენს...
 
ცას  თუთარჩელას  შუქი  ანათებს,
მეც  ავცქერ  -  ვითომ  ვარსკვლავებს  ვითვლი...
და  ჯერაც  ვუცდი  ციურ  ბარათებს...
-  არცსით  პასუხი  არცერთი  კითხვის...

23. 10. 2006 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს