ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2009


აღსარებასავით

  ვეწევი ბლომად,  დღეს ფიქრის დრო მაქვს.
  ვცოხნი ოცნებებს ფიქრის კოცონზე.
  იწვის კონებად ჩემი მოგონება.
  ძველია ფირი ამ კინოფილმის
  თავში რომ ბრუნავს, დამიფრთხო ძილი.
  დღეს ბინდი აკრავს, ყველა იმ ნაკრძალს,
  მე რომ მიქებდნენ, მაგრამ იქამდე,
  იყო იქედნეც, მისი ნაშობნიც,
  სუფთაა ფირი მხოლოდ ბავშვობის
  და ერთ ნაკუწზეც არ აქვს ნაკაწრი.
  ხელგაწვდენილი წარსულს გადავწვდი...
  აკინძა ფიქრმა ძველი კოლაჟი,
  ჩემი ბავშვობა მიმყავს სკოლაში...
  დრომ მომიკირწყლა გზაც და ბილიკიც,
  მახსოვს მოყვასის მწარე ქილიკი,
  იყო ამ გზაზე მოასპარეზე მტერიც, მოყვარეც,
  ფიქრის საცერში ყველა მოვყარე
  და თავს მოვგვარე ყველა ის განცდა,
  რაც ოდითგანვე მოდგმას აქვს კაცთა.
  დროს შევწუწუნებ, ჩემს თავს ვუწუნებ,
  რომ დრო ვერ ვნახე სულზე საფიქრად,
  ფიქრი ჩაფიქრდა, თითქოს გამკიცხა,
  წამია ბედი, ერთი წამიც და...ფეხი დამიცდა,
  სულზე უმეტს სხეულს ვემონე,
  ცალ მხარზე მხრავდა მუდამ დემონი,
  დრო აქვს ყველაფერს და დრომ მე მგონი,
  ცხოვრების ფირი გამოამჟღავნა...
  ვზივარ ამჟამად და ფიქრის დრო მაქვს,
  სულ არ მადარდებს, რა სურს ჩემს სტომაქს,
  მე ახლა უფრო სხვა რამ მაწუხებს,
  როგორ გავექცე დარდის მარწუხებს
  და მწუხრის წუხილს როგორ ვუშველო,
  თითქოს ვერ წვება ღამე უჩემოდ...
  რამდენი რამ მაქვს შენთვის სათქმელი,
  ზოგი - საძრახი, ზოგიც - საქები,
  ჩემს სავსე ნაღველს ვუხსნი სადინარს,
  წლები მწვევიან სახლში სადილად,
  მერე ცხვირიდან ძმრად რიმ მადინონ,
  თუ რამ მიქნია მე უადგილოდ.
  რა ადვილია კაცის გაკიცხვა...
  დღეს ყველა ჯურის ცოდვებს ტანს ვიცვამ
  და განვლილ დროსთან ერთად ვსადილობ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს