(ეძღვნება ბარათაშვილის ხიდის მოაჯირზე ასულ, სუიციდით შეპყრობილ, ნათიას, რომელიც სიკვდილმა გადაიფიქრა!)
გენი ევასაგან მოგდგამს ვინაიდან, დგახარ მოაჯირზე ცოდვას ეპირები! ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან. კაცი - წინ აღმდგარი ლოდი ჯებირების...
მართლა კარგად მესმის მას რაც შეუძლია, ერთხელ მეც გავბედე, (უნდა ვთქვა კიდავაც) კაცი - გაცრეცილი ლექსის რვეულია, ქალი - ამ ლექსებზე ცეცხლის წაკიდება.
ჭიამაიების ერთი ოცეული ამინდს გავუცვალეთ, ჰოდა დღესდარია, ქალი ყვავილია ნორჩი - ბროწეულის, კაცი? კაცი ალბათ ფუტკრის ნესტარია,
ფუტკრის, ყვავილებს რომ გულში ჩარჩენიათ, გული სიყვარულით როცა დაიმტვერა, ქალი შენია და თითქოს არც შენია, კაცი გპატიობს და თითქოს, მაინც ვერა!
უკვე აფრინდი და მეცხრე ცას მიტოპავ, მზერა დამფრთხალია, როგორც მეხში - შველი კაცი წვიმა არის ქალი - წყალდიდობა!.. შენსკენ მეც მოვტოპავ ღრმად და ... ფეხშიშველი -
მთვარე შენს ნაწნავში ვერ გამოეტია, ცისკენ მიგაქანებს ფიქრთა ნიაღვარი, კაცი ყოველთვის და ყველგან პოეტია თუკი გაუგებს და თავსაც შეაყვარებს
ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან, ტალღას აქაფებულს ჩემკენ მოაჯირი- თებდა, თებერვალი იდგა ვინაიდან კადრში გაიყინეთ შენ და მოაჯირი!
გენი ევასაგან მოგდგამს ვინაიდან, დგახარ მოაჯირზე ცოდვას ეპირები! ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან. კაცი - წინ აღმდგარი ლოდი ჯებირების... +++ მართლა გადაიფიქრებდა თავის მოკვლას ამ ლექსის შემდეგ ნათია. :)

თაათ, დიდი მადლობა, თქვენს კომენტარს შემოვყევი ახლა აქ. ავტორი ჩემთვის რა თქმა უნდა ცნობილია, მაგრამ ამ ლექსმა "ევას ძარღვებში" ხელახლა გამიარა... :) ერთადერთს რასაც საქართველში ვერასოდეს ვერავინ ჩაკლავს, - ეს ნიჭია.
ბრწყინვალე ლექსია,

ყვავილია ნორჩი - ბროწეულის, კაცი? კაცი ალბათ ფუტკრის ნესტარია,
ფუტკრის, ყვავილებს რომ გულში ჩარჩენიათ, გული სიყვარულით როცა დაიმტვერა, ქალი შენია და თითქოს არც შენია, კაცი გპატიობს და თითქოს, მაინც ვერა! მაგარ, მაგარ, მაგარ, პოეტი–ფსიქოლოგი ხარ რა... იამაიების ოცეული რომ ამინდს გავუცვალეთ? აუ, არ ვიცი რა გავგიჟდი.

ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან... ამ ლექსზე უბრალოდ გადავირიე... ძალიან, ძალიან, ძალიან...ძლიერი და კარგი ბრაძანდებით გენრი. ღმერთმა გაგახაროს და გაგაძლიეროს

ეს მხოლოდ შენ შეგიძლია მოინატრო აფხაზეთი, თუმცა არცკი გინახავს... ეს მხოლოდ შენ შეგიძლია ესაუბრო ვერმოსწრებულ წინაპარს... და მხოლოდ შენ შეგიძლია ნამეხარი ხმით იყო გამორჩეული ყველასგან, ოღონდ ცოტათი, სუუულ ცოტათი მანერული ხარ, ძამი... და ესეც მგონი იმიტომ, რომ გურული ხარ:)

საინტერესოდ წერ... მომეწონა... მაგრამ ამდენ ხანს ამხელა ლექსის კითხვა მე თვალებს გამიფუჭებს , ეგ არაფერი და ზოგი კი წაუკითხავად გიწერს კომენტარს, ისიც იმიტომ რომ ჰენრი ხარ : )) კარგი ხარ ძმა ++

ერთი ქალი შემიყვარდა, ქალი, ხოხბისკისერა. როცა ვკითხე, თუ ვუყვარდი, მიპასუხა: - ისე, რა! გული წალკოტს დაემგვანა, ნარწყავსა და ნაბარავს. გულს ჩავძახე: - შემიყვარებს? ამომძახა: -აბა რა!. ერთი ქალის სიყვარულმა გული გადამისერა, მთვარეს ვკითხე: - შემიყვარებს? მიპასუხა: -ისე, რა!.. მთვარემ გული გამიტეხა, დავრჩი ბედის ამარა, ცისკარს ვკითხე: - შემიყვარებს? მიპასუხა: - აბა რა?! მე მიყვარდა, იმან კიდევ გული არ მომაბარა... მკითხა - ჩემთვის თავს გაწირავ? ვუპასუხე: - დავფიქრდები... ან გავწირავ, ან არა!..
ჩემს ერთადერთ სიყვარულს
(ქორწინების დღის აღსანიშნავად)
ბედთან ჭიდილია ალბათ პოეტობა, ალბათ სიყვარულიც ბედთან ჭიდილია, ნეტა, ერთხელ შენშიც ისე მოეთოვა, როგორც ქაოსი თოვს ჩემში იდილიას, ფრთები, ერთი ბოთლი მთვარის სონატა და ... კედელს მილეწილი მწარე მოგონებით... ცდები, ვერ ვიცხოვრებ ქარის მონატანთან, ყელში ამოვიდნენ ბილწი გოგონები... ბილწი გონებით და ბილწი სიტყვაობით თორემ ფეხებს შუა უზით გარინდება, წვანან ნაპირზე და მკერდზე მკითხაობენ ცაზე სინდისის მზე სანამ აინთება... ვიცი, ღმერთმა მითხრა, ბევრი გიტირია როცა გაიგე, რომ სევდა გაგირითმე ჩემი პოეტობაც შენთან ჭიდილია სანამ მტკივიხარ და სანამ ტკივილს ვითმენ... ლექსი ქაოტური არის იდილია, ღმერთს რომ დავეჭიდო არ ვარ იაკობი... თვითონ ეს ცხოვრებაც რადგან ჭიდილია რადგან მოგებულებს დაფნით შეამკობენ. თავის გვირგვინი აქვს ყველას ხო ესეა?! ჰოდა ვეჭიდები ისევ პოეზიას....
ეს განსაკუთრებით :)
ერთი ქალი შემიყვარდა

ეი, ჰენრი პალუა, რაა ეს, რომ ააქვითინე და აშალე ნერვები... ააფორიაქე ძარღვები და სისხლიც აათრთოლე, ჰა... შევფორიაქდი, კი არ ავფორიაქდი... აი, როგორც ბეღურას შეაფორიაქებს წვიმა...

ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან. კაცი - წინ აღმდგარი ლოდი ჯებირების...
მართლა კარგად მესმის მას რაც შეუძლია, ერთხელ მეც გავბედე, (უნდა ვთქვა კიდავაც) კაცი - გაცრეცილი ლექსის რვეულია, ქალი - ამ ლექსებზე ცეცხლის წაკიდება. 5+++++++++

დღეს გამიმართლა შემთხვევით შემოვიხედე..................აბა მე აღარ დამიტოვეს სათქმელი.....სიტყვების და მოფერების კორინტელში ხარ გახვეული... წარმატებას გისურვებ!!!

ჰენრი...უსიტყვოდ.... შემძრა და გადამატრიალა.....ის შესავალიც მაგარია და ისიც, რომ წერტილსაც არ წერ, ისე..... (ისე, გენი, ძალმიკო და ნიჭიო, კიდევ...ხომ იცი, ვინცა სთქვა და..... ვერსად გაექცევი ვერც ერთსა და ვერც მეორესა.... გაიხარე!) ;)
ჰენრი...უსიტყვოდ.... შემძრა და გადამატრიალა.....ის შესავალიც მაგარია და ისიც, რომ წერტილსაც არ წერ, ისე..... (ისე, გენი, ძალმიკო და ნიჭიო, კიდევ...ხომ იცი, ვინცა სთქვა და..... ვერსად გაექცევი ვერც ერთსა და ვერც მეორესა.... გაიხარე!) ;)
მთვარე შენს ნაწნავში ვერ გამოეტია, ცისკენ მიგაქანებს ფიქრთა ნიაღვარი, კაცი ყოველთვის და ყველგან პოეტია თუკი გაუგებს და თავსაც შეაყვარებს
ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან, ტალღას აქაფებულს ჩემკენ მოაჯირი თებდა, თებერვალი იდგა ვინაიდან კადრში გაიყინეთ შენ და მოაჯირი! გენაცვალეეეეეეე...უმაგრესი...55555555555555555555555

''დგახარ მოაჯირზე ცოდვას ეპირები!'' ყველაზე მაგარი გრძნობაა.არანორმალურად ''გამსწორებელი'' გრძნობაა.ცოდვას ფართოდ ვიღებ მე და არ ვგულისხმბ მხოლოდ სუიციდს . ეს მოაჯირზე დგომაა -ზღვარზე,დაშვებულსა და არ დაშვებულს შორის..რაა იცი, ქალი მართლამოვარდნილი ღვარია მდინარიდან და კაცი ლოდების ჯებირი ანუ ცხოვრება გავს ''პა კრაიუ ''სიარულს და ეს კაცი ქალისთვის მოაჯირი გამოდის. ა ინაგდა ი ჩერეზ კრაი პერეშაგაეშ...კაცი კარგად გამიგებს რას ვამბობ.და გადაწყვეტილებას ამ მოიაჯირზე ყოფნის ,გადაშვების თუ განზე გადგომის ქალი იღებს.. თუმვა კაცს პირიქით გონია. რაცხა ვიბოდიალე ნი კტემუ. არაუშავს. გესტუმრები ხოლმე :)
``დგახარ მოაჯირზე ცოდვას ეპირები!`` ყველაზე მაგარი გრძნობაა.არანორმალურად ``გამსწორებელი`` გრძნობაა.ცოდვას ფართოდ ვიღებ მე და არ ვგულისხმბ მხოლოდ სუიციდს . ეს მოაჯირზე დგომაა -ზღვარზე,დაშვებულსა და არ დაშვებულს შორის..რაა იცი, ქალი მართლამოვარდნილი ღვარია მდინარიდან და კაცი ლოდების ჯებირი ანუ ცხოვრება გავს ``პა კრაიუ ``სიარულს და ეს კაცი ქალისთვის მოაჯირი გამოდის. ა ინაგდა ი ჩერეზ კრაი პერეშაგაეშ...კაცი კარგად გამიგებს რას ვამბობ.და გადაწყვეტილებას ამ მოიაჯირზე ყოფნის ,გადაშვების თუ განზე გადგომის ქალი იღებს.. თუმვა კაცს პირიქით გონია. რაცხა ვიბოდიალე ნი კტემუ. არაუშავს. გესტუმრები ხოლმე :)
ვახ მომეწონა... რატომ არ ვიცი, მაგრამ მერე შესავალ ფრაზას დავაკვირდი და თუ ეს გამიზნულად დაწერე: "რომელიც სიკვდილმა გადაიფიქრა", აი მართლაც რომ ყოჩაღ...

იცი, რა მინდა გითრა ჰენრი,შენი ორიგინალურობა მაოცებს. შენ არ გავხარ იმ პოეტებს,რომელნიც ურაკის რიტმს აყოლილი წერენ... შენ იშვიათად გამოანათებ,მაგრამ როცა ამის დრო დგება,ყოვლად დაწმენდილი და დამდგარი დგები მკითხველის წინაშე. ,,წყლები წავლენ და წამოვლენ,ქვიშანი დარჩებიანო"-შენ არ ელოდები წყლის მიმოქცევას(ან ჩვენ არ გვანახებ და როცა ამის ჟამი დგება, პირდამირ ქვიშას გვიყრი თვალწინ სამკითხაოდ და რა მარტო წასაკითხად... იმედია გესმის ჩემი.) შენს გულითად მკითხველად და თაყვანისმცემლად მიგულე. უბრალოდ მომაწვა ყელში და ვთქვი...